ფსიქოლოგია ფსიქიკური ჯანმრთელობა და პოზიტიური ფსიქოლოგია 2019, 27 ივლისი, 10:48
ფსიქიკური ჯანმრთელობის თერაპიები წარსულში ფოკუსირებული იყო აშლილობების დაძლევაზე და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე. ხოლო ისეთ ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორებიცაა მოტივაცია, პოზიტიური აზროვნება, ბედნიერება და ემოციური მედეგობა, ნაკლები ყურადღება მახვილდებოდა. ამ საკითხებით დაინტერესებული ერთ–ერთი პირველი მკვლევარი იყო ჯორჯ ვაილანტი და ამან ხელი შეუწყო პოზიტიური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას. კლინიკური ფსიქოლოგიისგან განსხვავებით, პოზიტიური ფსიქოლოგია არ ფოკუსირდება სიმპტომების მკურნალობაზე და მისი მიზანია ფსიქოლოგიური მედეგობის გაზრდა და ემოციური სტაბილურობის, მოლოდინების მართვისა და ნაყოფიერი აზროვნების ხელშეწყობა. ჩვენ განვიხილავთ კავშირს პოზიტიურ ფსიქოლოგიასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი კომბინაცია ნებისმიერი ფსიქიატრიული აშლილობის წარმატებული შედეგისთვის.
ჯორჯ ვაილანტი, თავის სტატიაში „Positive mental health: is there a cross-cultural definition?“ აღნიშნავს, რომ წინა საუკუნეში კვლევები ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ ვინ იყო ფსიქიკურად ავადმყოფი და არა იმაზე, თუ ვინ იყო კარგად. ფსიქიკური ავადმყოფობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის უარყოფითი მხარეები აშკარაა და მისი ოპერაციონალიზაცია არ წარმოადგენს დიდ სურთულეს, თუმცა პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობის განმარტება მარტივი არ არის. აქ საჭიროა რამდენიმე საკითხის გათვალისწინება.
ვაილანტი გამოყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის 7 განსხვავებულ მოდელს: პოზიტიური ფსიქლოგია vs კლინიკური ფსიქოლოგია პოზიტიური ფსიქოლოგია მას შემდეგ გაჩნდა, რაც კამათი დაიწყო იმის შესახებ, თუ როგორ კარგად შეუძლია მას კლინიკური ფსიქოლოგიის გვერდით არსებობა. კლინიკური ფსიქოლოგიის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დადგენა და არსებული თეორიების პრაქტიკაში გამოყენება. პოზიტიური ფსიქოლოგია კი ფოკუსირებულია კარგად ყოფნისა და ბედნიერების ხელშეწყობაზე იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. მაშინ, როცა კლინიკური ფსიქოლოგია ეძებს აშლილობის მიზეზებს იმისთვის, რომ პიროვნებას გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს, პოზიტიური ფსიქოლოგია ცდილობს ბედნიერების მიზეზების პოვნას, რაც პიროვნებას იმუნიტეტს უმუშავებს ფსიქიკური აშლილობების მიმართ. პოზიტიური ფსიქოლოგია ძირითადად აწმყოსა და მომავალზეა ორიენტირებული. ის ყურადღებას ამახვილებს ადამინის სიძლიერეებზე, შესაძლებლობებზე, ნიჭზე, ურთიერთობებზე, პოზიტიურ ემოციებზე, პოზიტიურ გამოცდილებებზე და ინტრინსიკულ მოტივაციაზე. მიუხედავად ამ კონტრასტისა, კლინიკური და პოზიტიური ფსიქოლოგია არ არის ერთმანეთის საპირისპიო და ორივე სფეროს სამიზნეა ადამიანის კეთილდღეობა და კარგად ყოფნა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური ფსიქოლგიის ინტერვენციები იყო დამატება კლინიკურ პრაქტიკაზე. და მაშინ, როცა კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკა შეზღუდული იყო მხოლოდ ისეთი ადამიანებით, რომლებიც დამხარებას ითხოვდნენ და უკვე იტანჯებოდნენ ფსიქოპათოლოგიით, პოზიტიურმა ფსიქოლოგიამ ყურადღება გაამახვილა ჩვეულებრივ, საშუალო პოპულაციაზეც კლინიკურ პაციენტებთან ერთად. შესაბამისად, ეს ორი მიდგომა ერთმანეთის შემავსებელია ფსიქოლოგიურ მკურნალობასა და კონსულტირებაში. პოზიტიური ფსიქოლოგიის ინტერვენციების გამოყენება მენტალური ჯანმრთელობის კონსულტირებაში საკმაოდ ეფექტურია. სელინგმანის მიხედვით, კომბინირებული მეთოდი – მედიკამენტებისა და თერაპიის ერთად გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო მიდგომა. მართლაც, კვლევები აჩვენებს (სელინგმანი, 2006), რომ პოზიტიური ფსიქოლოგიის ინტერვენციები უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება და უფრო მეტ ბედნიერებას წარმოშობს, ვიდრე ტრადიციული ფსიქოთერაპიები. მაგალითად, დიდი დეპრესიის მკურნალობისას იმ ტექნიკების გამოყენება, რომლებიც ზრდის პოზიტიურ ემოციებს და აყალიბებს ბაზისურ მოტივაციას, უფრო სწრაფად მუშაობს და უკეთეს პროგნოზს იძლევა, ვიდრე მედიკამენტების გამოყენება ან ტარდიციული ფსიქოთერაპია.90 შეფასება არ არის
|