x
image
მაია 24
"მისმა სიკვდილმა ერთ დღეში გამზარდა... მახსოვს ყველა გაყინული სახე, ქუდმოხდილი კაცები..." - როგორ იხსნებენ გიორგი სანაიას, რომელიც დღეს 44-ის გახდებოდა
image


26 ივ­ლისს ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 18 წელი გა­ვი­და. გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას დღეს 44 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. გარ­დაც­ვლი­ლი ძმის ფო­ტოს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტოს უამ­რა­ვი ემო­ცი­უ­რი კო­მენ­ტა­რი აქვს:



"სა­მა­რა­დი­სო ნა­თე­ლი და სან­თე­ლი უძ­ლი­ე­რეს, ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტს, გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას. უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო გას­ვე­ნე­ბა­ზე და მათ შო­რის მეც. რაც არ უნდა წლე­ბი გა­ვი­დეს და სა­უ­კუ­ნე­ე­ბი მა­ინც არა­ვინ და­ი­ვი­წყებს წამ­ყვან ჟურ­ნა­ლისტს"



"ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ვი­ყა­ვი, ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და და მახ­სოვს ყვე­ლა გა­ყი­ნუ­ლი სახე. გი­ორ­გიმ ღირ­სე­უ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა"


"არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა 18 წლის წი­ნან­დე­ლი ჩემი და­ბა­დე­ბის დღე და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა"


"ექ­ვსი წლი­დან ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. 10 წლი­სამ პირ­ვე­ლად გა­ვი­აზ­რე, თუ რა იყო მკვლე­ლო­ბა და მახ­სოვს, ბევ­რი ვი­ტი­რე!"


"მის­მა სიკ­ვდილ­მა ერთ დღე­ში გამ­ზარ­და"


"რომ დავ­ბერ­დი, ახ­ლა­ღა ვხვდე­ბი, რა პა­ტა­რა ყო­ფი­ლა"


"თა­ვი­სი სტი­ლი ჰქონ­და, მომ­ღი­მა­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი... ამას დღე­საც კი ვე­რა­ვინ ახერ­ხებს..."


"ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი! რვა წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ღა­მის ეთერს ვუ­ყუ­რებ­დი და მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბა"


"ჩვე­ნი გი­ორ­გი, ასე მე­გო­ნა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი იყო, ყო­ველ­დღე ისეთ სით­ბოს და სხივს ას­ხი­ვებ­და ეკ­რა­ნი­დან და ერთხელ სამ­სა­ხურ­ში მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ საქ­მე­ზე და რომ და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა წლე­ბი ვიც­ნობ­დი ისე შევ­ხვდი და არც თვი­თონ და­იბ­ნა, ჩვენ ხომ ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ვარ­თო და თა­ნამ­შრო­მე­ლებს, მარ­თლა ეგო­ნათ! აი ასე­თი კარ­გი გი­ორ­გი გვყავ­და ეკ­რა­ნებ­ზე... სა­სუ­ფე­ვე­ლი და­უმ­კვიდ­როს უფალ­მა! მან დიდი სი­კე­თე და­ტო­ვა და დღემ­დე ახ­სოვს ხალ­ხს!"


"პირ­ვე­ლი მი­სა­ღე­ბი გა­მოც­და მქონ­და მე­ო­რე დღეს, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე... ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ამ ამ­ბავ­მა ჩემ­ზე და ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე... თემა თა­ვი­სუ­ფა­ლი შემ­ხვდა "მე რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვიყო..." ბევ­რი რამ დავ­წე­რე გი­ორ­გი­ზე... ყო­ველ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა ჩემ­თვის!"


"რო­გორ მახ­სოვს ეს დღე, არა­და ახლა ვხვდე­ბი, რომ მხო­ლოდ ათის ამ თერ­თმე­ტის ვიქ­ნე­ბო­დი მა­შინ. პრო­ცე­სი­აც მახ­სოვს, უამ­რა­ვი ხალ­ხი მდუ­მა­რედ, ქუდ­მოხ­დი­ლი კა­ცე­ბი"


"მახ­სოვს, ტაძ­რი­დან გა­მოს­ვე­ნე­ბა რომ და­ი­წყო და პირ­და­პი­რი ჩარ­თვა იყო ტე­ლე­ვი­ზი­ით, ბი­ძა­ჩემ­მა გვი­თხრა, ფეხ­ზე წა­მო­ვუდ­გეთ ყვე­ლაო. ხოდა, ასე ფეხ­ზე დგო­მით გა­ვაგ­რძე­ლეთ გა­მოს­ვე­ნე­ბის ყუ­რე­ბა მთელ­მა ოჯახ­მა"


"11 წლის ვი­ყა­ვი, მან­გლის­ში ვის­ვე­ნებ­დით მე და ჩემი ძმა. დე­და­ჩემ­მა რო­მე­ლი­ღაც ჟურ­ნა­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნა, სა­დაც პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დზე ეწე­რა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი. უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა მქონ­და, ჩემი ძმა რომ ტი­რო­და და არ შე­მეძ­ლო და­მემ­შვი­დე­ბი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს უყ­ვარ­და გი­ორ­გი"


"მერ­ვე კლას­ში გა­დავ­დი­ო­დი, გუ­შინ­დე­ლი დღე­სა­ცით მახ­სოვს, სად ვი­ყა­ვი და რო­გორ გა­ვი­გე. არას­დროს და­ვა­მა­ვი­წყდე­ბა ორ­სუ­ლი დე­ი­და­ჩე­მის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ტი­რი­ლი და წარ­წე­რა რუს­თა­ვი 2-ის ეკ­რან­ზე. 18 წელი გა­სუ­ლა იმ სა­ში­ნე­ლი დღი­დან"


"გი­ორ­გი სა­ნა­ია იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული"


"იმ ღა­მეს ტანი ვერ და­ვა­ტიე სა­წოლ­ზე... რა­ღაც სა­ში­ნე­ლი სი­ჩუ­მე იყო... სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა... ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სე­ლი ვი­ყა­ვი და ერთ ჩვენს სა­ერ­თო ნა­თე­სავს უნდა გა­ეც­ნო ჩემ­თვის იმდღე­ებ­ში... მარ­თლაც სახ­ლში შე­მო­დი­ო­და ეკ­რა­ნი­დან, სას­წა­უ­ლი გულ­წრფე­ლო­ბით, უიშ­ვი­ა­თე­სი მა­ნე­რით... ასე მე­გო­ნა ცა ჩა­მინ­გრე­ო­და დი­ლამ­დე.... მერე იყო ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი, სა­დაც ჩემს ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ფეხ­შიშ­ვე­ლი ვი­დე­ქი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი... ვერ გა­მე­გო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ან პრო­ფე­სი­ის გამო გა­ე­მე­ტე­ბი­ნა ვინ­მეს, ან სა­ერ­თოდ... 4 სა­ა­თი ვი­დე­ქი რიგ­ში პა­ნაშ­ვიდ­ზე... ახ­ლოს­მი­სულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ძა­ლი­ან ახლო სა­ერ­თო ნა­თე­სა­ო­ბა გვყავ­და და რო­გორ ჩამ­წყდა ყვე­ლა­ფე­რი, რომ ვერ გა­ვი­ცა­ნი.... სულ მახ­სოვს დღე­ვან­დე­ლი დღე და მახ­სოვს 24 თე­ბერ­ვა­ლი, მისი და­ბა­დე­ბის დღე, რო­გორც ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წა­ი­ღო ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის სახ­ლი­დან, გუ­ლი­დან და ეკ­რა­ნი­დან... მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე გიო"


გიორგი სა­ნა­ია 2001 წლის 26 ივ­ლისს სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მე­გობ­რებ­მა მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გეს, რაც 21:00-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" და­წყე­ბამ­დე სა­ნა­ია სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხად­და.


ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბამ კი მკვლე­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.


მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვას 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღემ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ რე­ა­ლუ­რი მკვლე­ლი და მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი და­უს­ჯე­ლია. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას არ ენ­დო­ბი­ან.


ასევე დაგაინტერესებთ:


ამის დამწერს ბოლომდე ჩავყვები, პასუხს მოგთხოვთ მკვდარი მამის სულისა და კაცობის შეურაცხყოფისთვის! - ვის ემუქრება ნინი ქარსელაძე

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0