x
image
თოკა ჯაბნიძე
ისტორიაში ყველაზე მდიდარი სპორტსმენი რომის იმპერიაში ცხოვრობდა
image თანამედროვე მსოფლიოს ეპოქაში სპორტსმენთა შემოსავალი საკმაოდ სოლიდურია. ალბათ უმეტესობაც დარწმუნებულია, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე სპორცმენი ჩვენს ეპოქაში ცხოვრობს.

2 ათასი წლის წინ ცხოვრობდა გაიუს აპპულეუს დიოკლი, რომელის შემოსავლის ალბათ თანამედროვე სპორტსმენებსაც კი შეშურდებოდათ.

გაიუს აპპულეუს დიოკლი ჩვენი წელთა აღრიცხვით 104 წელს დაიბადა. ლუზიტანიას ტერიტორიაზე, რომლის უდიდესი ნაწილი დღეს პორტუგალიის შემადგენლობაშია. გაიუსის ოცნება რბოლაში მონაწილეობა იყო.

საუკეთესო მრბოლელები შესაბამისად კარგ ანაზღაურებას იღებდნენ, თუ რათქმაუნდა რბოლაში არ კვდებოდნენ ან სერიოზულ ტრავმას არ მიიღებდნენ. მაგრამ ახალგაზრდას ეს არ აშინებდა, ის დარწმუნებული იყო, რომ იღბალი მის მხარეს იყო.


პირველად რბოლაში მონაწილეობა 18 წლის ასაკში დაიწყო, პირველ იგამარჯვება კი 2 წლის შემდეგ იგემა.

გავიდა დრო და მასთან ვერცერთი მრბოლელი ახლოსაც ვერ მიდიოდა. 24 კარიერული წელიწადის განმავლობაში შეძლო ჩაეტარებინა 4257 რბოლა, ხოლო გამარჯვებუა 1462 ჯერ მოიპოვა. მას ეკუთვნის მორიგი რეკორდი, ერთ წელიწადში 134 რბოლის მოგება.

ყოველ რბოლაში გაიუსი, რეზულტატიდან გამომდინარე იღებდა ანაზღაურებას 20 დან 60 000 სესტერცამდე.

24 წლის განმავლობაში გაიუსმა ჯამში 35 863 120 სესტერცის გამომუშავება შეძლო. ჩიკაგოს უნივესიტეტის პროფესორმა პიტერ სტრაიკმა ჩაატარა სპეციალური გამოკვლევა. შეადარა ერთმანეთს მეორე საუკუნის და ჩვენი დროის ფასები. პროფესორი მივიდა იმ დასკვნამდე, მისი ქონება ჩვენი დროის მიხედვით 15 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

2009 წელს ამერიკელი სპორტსმენი ტაიგერ ვუდსი გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც შეძლო და გამოიმუშავა 1 მილიარდი აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ შემოსავლის 90% კომერციული გზით მოიპოვა. მიუხედავად ამისა ტაიგერ ახლოსაც ვერ მივა ლეგენდარულ მრბოლელთან.

გაიუსზე მეტი გამარჯვებმა სკორპმა მოიპოვა, რომელიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაიუსი მიახლოებით 146 წელს გარდაიცვალა. მისმა ფანებმა მის საფლავზე ძეგლი დადგეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა მისი დიადი მიღწევა იპოდრომზე. მათ შორის მისი გამომუშავებული თანხა, რომელიც სწორედ ამ გზით ფიქსირდება ისტორიულ წყაროებში.

0
398
შეფასება არ არის
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0