x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138423
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცოლ-ქმარს გოგო შეუყვარდათ და შვედური ოჯახი შექმნეს
image


ახალგაზრდა ავსტრალიელი ცოლ-ქმარი ჩვეულებრივი წყვილივით ცხოვრობდნენ, მანამ ერთი გოგო ორივეს თავდავიწყებით არ შეუყვარდათ. ცოლმა და ქმარმა ორივემ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება დამკვიდრებული საზოგადოებრივი აზრის ჩარჩოები დაერღვიათ და საწოლი მესამესთვისაც "გააფართოვეს". ისინი ირწმუნებიან, რომ ერთად ბედნიერები არიან და სიყვარულს და პატივისცემას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ.


24 წლის როზი ჰეილი (Rosie Haley) დაქორწინებულია 23 წლის თეიზე (Ty). 23 წლის კენეში პეტი (Keneshia Petty) სოციალურ ქსელ თინდერში გაიცნეს.


image



ავსტრალიელმა წყვილმა შვედური ოჯახი შექმნეს. თავიდან როზი ქმარს გამოუტყდა, რომ ბისექსუალი იყო. შემდეგ მათ ერთად გაიცნეს 2018 წლის მაისში კენეში და ორთვიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტეს, სამივეს ერთად ეცხოვრათ. ახალგაზრდები დაინიშნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მათი მშობლები მათი ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ.


თეი და როზი 17 წლისანი იყვნენ, როცა ერთმანეთი გაიცნეს და ერთი წლის მერე დაქორწინდნენ კიდეც. ორი წლის შემდეგ ცოლმა ქმარს გაუმხილა, რომ კაცებიც მოსწონს და ქალებიც.


ახალგაზრდა წყვილი თინდერში დარეგისტრირდნენ და ერთად გაიცნეს სტუდენტი კენეში. გარკვეული დროის განმავლობაში როზი და თეი რიგრიგობით დადიოდნენ პაემანზე. კენეშს ორივე თავიდანვე შეუყვარდა. შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ერთად ეცხოვრათ და დღემდე ერთად არიან.


image


2018 წლის ნოემბერში როზიმ კენეშის ხელი სთხოვა. ამ დროს თეი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მხოლოდ სკაიპის საშუალებით შეძლო მათთან ყოფნა. 2019 წლის თებერვალში დაბრუნდა თეი და შეყვარებულებს შეუერთდა. საერთო ქორწილს ისინი მომავალ წელს გეგმავენ.

ისინი ამბობენ, რომ პოლიგამები არიან და მათი სიყვარული ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთგაგებაზეა აგებული.


თუმცა სამეულს მაინც უწევს კომპრომისებზე წასვლა, როცა საქმე ქალის გარდერობს ეხება.


როზი, თეი და კენეში არ თვლიან, რომ მათი ურთიერთობა არანორმალური ან ამორალურია. ამტკიცებენ, რომ არც გიჟები არიან და არც სექტანტები, მთავარია რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ. გოგონები და ბიჭი თავს კარგად გრძნობენ ერთ ჭერქვეშ და ერთ საწოლში. მათ მუდმივად უწევთ დამკვიდრებული საზოგადოებრივი აზრის იგნორირება.


image


როგორც ჩანს ავსტრალიელების შვედური ოჯახი ერთადერთი არაა. ასევე ამერიკელ წყვილსაც შეუყვარდათ ერთი დაიგივე გოგონა და გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება.





ასევე ნახეთ გოგონას ისტორია, რომელიც 7 წელი მძევლობაში იყო


სიშიშვლემ კაცი სიკვდილს გადაარჩინა


ვანგას წინასწარმეტყველებები არ ახდა


გვამების ფერმა, სადაც მოხვედრა შემზარავიცაა და საინტერესოც


პირველი კლონირებული კატა, რომელიც ძალიან ლამაზი დაიბადა

2
1917
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
1917
  
2019, 26 სექტემბერი, 16:04
მშვენიერია :) თეი კაი პონტშია ისე შემშურდა
2019, 23 ივლისი, 12:52
რას არ გაიგებ :)
0 1 2