x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პროგრამა,რომელიც ქალების ფოტოებს აშიშვლებდა დაიხურა და იყიდება
image

გახმაურებული ნეიროქსელი DeepNude, რომელიც ქალის ფოტოსურათებს აშიშვლებს, დაიხურა და აუქციონზე იქნა გატანილი.ბევრი მომხმარებელი ახლაც ცდილობს პროგრამის გადმოწერას.


"აი მცირე ისტორია და დასასრული DeepNude-სი, ჩვენ ეს პროექტი რამდენიმე თვის წინ შევმქმენით, ჩვენ ვფიქრობდით, რომ გვეყნებოდა რამდენიმე გაყიდვა ყოველ თვეში, რომელსაც გავაკონტროლებდით, სიმართლე რომ გითხრათ აპლიკაცია არც თუ ისე კარგია, ის მუშაობს მხოლოდ გარკვეულ ფოტოებზე, არც ვფიქრობდით, რომ ეს სერვისი ვირუსული გახდებოდა და ვერ შევძლებდით ტრაფიკის გაკონტროლებას, წინასწარ ვერ გავთვალეთ მოთხოვნები.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უსაფრთხოებას ვიცავდით, როდესაც მას იყენებს 500 000 ადამიანი, ალბათობა იმისა, რომ ვიღაც ბოროტად გამოიყენებს მას-ძალზე მაღალია, ჩვენ არ გვინდა ფულის შოვნა ამ გზით.რა თქმა უნდა რაღაც ასლები გამოქვეყნდება ინტერნეტში, მაგრამ არ გვინდა ვიყოთ ისინი, ვინც ამ აპლიკაციას ყიდის, ჩამოტვირთვა და გავრცელება სხვა წყაროებიდან ეწინააღმდეგება ჩვენი ვებ-გვერდის პირობებს, ამ მომენტიდან პროგრამა DeepNude-ის აღარც ახალი ვერსია გამოვა და აღარც ძველ ვერსიებზე იქნება წვდომა, მათ შორის პრემიუმ-ვერსიაზეც-სამყარო ჯერ მზად არაა DeepNude.სთვის" ნათქვამია პროგრამის შემქმნელების განცხადებაში.

image

პროგრამა Deep Nude, რომელიც ივნისის ბოლოს გამოჩნდა პირველად ქალების ფოტოების რედაქტირებას ახდენს. ნეიროქსელის დახმარებით კი ტანსაცმელს აქრობს და სხეულს სრულად აშიშვლებს.

პროგრამის გაშვებიდან რამდენიმე დღეში ავტორებმა იგი დახურეს, არ ეგონათ, თუ ის ასე პოპულარული გახდებოდა.


აპლიკაცია ორი ვარიანტით იყო წარმოდგენილი უფასო და ფასიანი, უფასო სერვისიი დროს ფოტოს დამუშავებას დაახლოებით 15 წუთი უნდებოდა.


საბოლოოდ ავტორებმა ლიცენზიის გაყიდვა გადაწყვიტეს, რომლის განცხადებაც twitter-ზე განათავსეს- Deep Nude- ს ფასი 30 000 დოლარია.

image

0
1413
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0