რჩევები ისინი მოდაში აღარ არის! - საზაფხულო მაკიაჟის 5 ანტიტრენდი 2019, 21 ივლისი, 11:53 საზაფხულო მაკიაჟი გულისხმობს, რომ ვიყოთ უფრო თავისუფლები და ავირჩიოთ ღია, მხიარული, ზაფხულის ფერები. ნათელ ტანსაცმელთან ერთად ფერადი მაკიაჟი აუცილებლად შეგძენთ კმაყოფილებისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას, თუმცა არსებობს რამდენიმე ანტიტრენდი, რომლის გათვალისწინება ნამდვილად წაგადგებათ სასიკეთოდ.
ვიზაჟისტების მიერ გაწეული რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოდ ისეთი შეცდომები, რომლებიც აგარიდებთ უხერხულობას და მოგცემთ საშუალებას მოდურად გამოიყურებოდეთ ამ ზაფხულს. 1. მრვალფეროვნული გრადიენტი თვალებზე. დაივიწყეთ სხვადასხვა ფერის ჩრდილები, ახლა მონოქრომული სტილია მოდაში, ან შეგიძლიათ აირჩიოთ იგივე ფერი სხვადასხვა ტონებში. მაგრამ, თუ საღამოს მაკიაჟისთვის შავ ფერს აირჩევთ, შეგიძლიათ ის დაიტანოთ გრადიენტის გარეშე. 2. ხაზის გასმა თვალის ზედა ქუთუთოზე. ეს ტენდენციაც წარსულს ჩაბარდა. მაგრამ, თუ გსურთ რომ ხაზი გაუსვათ ზედა ქუთუთოს, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ისრის ფორმით. (როგორც ფოტოზეა მოცემული). 3. წარბები. ბუნებრივად სქელი წარბები ჯერ კიდევ აქტუალურია, თუმცა არ უნდა იყოს პრეტენზიული და მკაფიო, გაიკეთეთ ის უფრო რბილად და მსუბუქად. 4. კონტურინგი. მკვეთრი კონტურინგიც, როგორსაც კიმ კარდაშიანი ხშირად იყენებდა, წარსულს ჩაბარდა. ახლა შეგიძლიათ ყვრიმალებს ხაზი გაუსვათ მსუბუქად და ნაზად - ფერუმარილის მეშვეობით. 5. ნათელი ფერის ტუჩსაცხი. ყველაფერი ბუნებრივი, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ყოველთვის არა. კანის ფერი, ფერმკრთალი, ზოგადად ღია ფერის ტუჩსაცხები, რომლებსაც არ აქვთ სიმკვეთრე, ამ ზაფხულს ანტიტრენდულია. 56 9-ს მოსწონს
|