x
image
მაია 24
რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა
image


პატარავ – ის ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. ფიქრობს, რომ მისი მზრუნველობა გჭირდებათ და ყველაფერი თქვენთვის უნდა.


ძვირფასო – ურთიერთობაში მისთვის მთავარია სანდოობა და საიმედოობა. გრძნობები მეორე ადგილზე.


სულელჩიკი, ბოთე და ა.შ. – ის ყველაფერს გაპატიებთ. იგი მზად არის ნებისმიერ სიტუაციაში დაგიდგეთ გვერდით და სიტუაცია აკონტროლოს...



ზღარბუნა – იგი თქვენს ურთიერთობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ხანდახან თავშეუკავებლად იქცევა, მაგრამ სულის სიღრმეში ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის.


ჩემო სიცოცხლე, ჩემო ცხოვრება – პათოსი მას ძიებისკენ უბიძგებს და, ყოველი შემთხვევისთვის, გადაამოწმეთ სადმე სხვაგან სხვა ცხოვრებითაც ხომ არ ცხოვრობს და სხვა სიცოცხლეც ხომ არ ჰყავს.

image


ბაჭია – იგი აზარტული ადამიანია და ხშირად გეთამაშებათ. არ მოგატყუოთ გარეგნული გამოხატულებით, სინამდვილეში ძალიან ეჭვიანია და სულ თვალს გადევნებთ.


ფისო, ფისუნა – მას მოსწონს ახლო და თბილი ურთიერთობები და სიტუაციის დაძაბვას მუდამ ერიდება.


ჩემი ოქრო, ჩემი ბრილიანტი, ჩემი განძი – თქვენი პარტნიორი თქვენი ურთიერთობის მნიშვნელობისთვის ხაზგასმას ცდილობს და რეალურად უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე გრძნობს.


ბეკეკო – იგი თქვენთან ძალიან დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობს, მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ, თუნდაც ამას მთლად კარგად ვერ გამოხატავდეს.


კნუტი – იგი თქვენ ძალიან ახლობლად გთვლით, უნდა, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაამყაროს, რომ ენდობოდეთ და ცდილობს დაგიმტკიცოთ, რომ მისი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.


ბარტყი – იგი თქვენ გამო ნებისმიერ რისკზეა წამსვლელი.


image


მელაკუდა – იგი მთელ თავის ყურადღებას თქვენ გითმობთ და იმავეს ითხოვს თქვენგანაც.


მარმელადი, კანფეტი, შოკოლადი და ა.შ. – იგი ძალიან მესაკუთრეა და თქვენც მის საკუთრებად მიგიჩნევთ, ძალიან მარტივ, უბრალო ურთიერთობას გთავაზობთ თითქოს, მაგრამ რეალურად მთელ მის ცხოვრებას და დროს თქვენ იკავებთ…


საყვარელო, სიყვარულო – იგი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, სჩვევია ემოციური ამოფრქვევები და უეცარი გადაწყვეტილებები.


დათუნია, დათუჩა, დათვის ბელი – იგი მგრძნობიარეა, მაგრამ დაჩქარება არ უყვარს, თუმცა ყურადღებიანი და ფრთხილია და თქვენი დაკარგვა არ სურს.


ბუსუ, ბასუ, ბუსიკა, ბასუკა, ბაბუსიკა და ა.შ. – ძალიან ძლიერი გრძნობები აქვს და ზომიერების გრძნობა აკლია.


თაგუნია, ვირთხუნია, წრუწუნა... – მისი გრძნობები არავითარ ჩარჩოში არ ჯდება, თუნდაც ერთი შეხედვით ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს. ძალიან მოწებებულია თქვენზე, თუმცა ხან ძალიან თავზეხელაღებულივით იქცევა.


პუსი, პასი, პუპსიკ და ა.შ. – იგი ურთიერთობაში ბოლომდე შემოსვლას ცდილობს, თუმცა შესაძლოა გრძნობების გარდა, პრაქტიკული ინტერესებიც ჰქონდეს.


image


თევზუკა – თქვენ უფრო საქმიანი კუთხით გააგრძელოთ ურთიერთობა სჯობს, თუ რომანტიკა გჭირდებათ, რადგან მას უფრო პრაქტიკული ინტერესები აქვთ, ვიდრე რომანტიკული.


პონჩიკი, დონატი, კრუასანი და ა.შ. - ის მთელი ძალით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას და სავარაუდო მეტოქეების ჩამოცილებას. მას სურს ახლო, ჰარმონიული ურთიერთობა და სიმშვიდე.


ტკბილო, გემრიელო – იგი ცდილობს ემოციურ ადამიანად მოგაჩვენოთ თავი, თუმცა შინაგანად ძალიან მშვიდი და დაბალანსებულია.


ჩემი მზე, ჩემი სინათლე, ჩემი მზის სხივი – იგი ძალიან დიდ სინაზეს და ცხოველ ინტერეს გრძნობს თქვენს მიმართ, მისთვის თქვენ ხართ შანსი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას.


ვეფხვუნა, პანტერა, ავაზა, ბოკვერი... – იგი თქვენს დამოუკიდებლობას პატივს სცემს, არასოდეს ეცდება თქვენს გადაკეთებას და თანასწორუფლებიან, სამართლიან კავშირს გთავაზობთ.


image


ზაზუნა, ზღვის გოჭი და ა.შ. – იგი იმპულსური ქმედებებისკენ არის მიდრეკილი და ამ "წამოვლებს" აყოლილმა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.


წიწილა, ჭუკი, ჭუჭული... – მას უყვარხართ, მაგრამ მთლად სერიოზულად არ აღგიქვამთ, გულის სიღრმეში მაინც უკან იხევს, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ კონტაქტზე გამოდის.


მარწყვი – იგი დამოუკიდებელი ადამიანია და თავის პიროვნულ თავისუფლებას პატივს სცემს. მისთვის მთავარი საკუთარი თავია.


ასევე დაგაინტერესებთ:


3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი კი არა, შენი გამოგონილი ადამიანი გიყვარს


რატომ ჰყავს ყველა კაცს "ის ერთადერთი" ქალი, რომელიც არასდროს დაავიწყდება


რატომ ვერ ივიწყებენ ყოფილ შეყვარებულებს? - ჯანსაღი ურთიერთობების 6 წესი ფსიქოლოგისგან


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან

"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
11231
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
11231
  
2020, 25 იანვარი, 16:10
ბევრი ვიცინე დდდ
0 1 1