x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
18 წლის თურქი გოგო 30კმ/სთ სიჩქარით მიმავალი ავტობუსიდან ჩავიდა და ავტობუსის ბორბლებს ჩაუვარდა. გოგო დაიღუპა

image თურქეთში, ქალაქ გებზეში, რომელიც სტამბოლიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, სამშაბათს, 16 ივლისს ავტობუსიდან, რომელიც საქალაქო რეისზე მუშაობდა და გადაადგილდებოდა 30 კმ/სთ სიჩქარით, მგავრმა 18 წლის გოგონამ ისე გადაწყვიტა ავტობუსიდან ჩასვლა, რომ ავტობუსის სრულ გაჩერებას არ დალოდებია.
ავტობუსის ვიდეო რეგისტრატორმა დააფიქსირა, თუ როგორ ჩადის 18 წლის გოგო ჯერ კიდევ მოძრავი ავტობუსიდან. გოგო ავტობუსის უკანა ბორბლებს ჩაუვარდა, კადრში ჩანს თუ როგორ იწევს ავტობუსის ძარა ზევით, როცა უკანა საბურავებმა გოგოს გადაუარა, ასევე ისმის შეკივლების ხმა.
მძღოლმა ავტობუსი გააჩერა, მგზავრებიც სწრაფად ჩავიდნენ ავტობუსიდან ენახათ თუ რა მდგომარეობაში იყო ავტობუსის ბორბლებს შორის მოყოლილი გოგო.
სამწუხაროდ 18 წლის თურქი გოგო გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა მრავლობითი ტრავმების შედეგად. დიდი ალბათობით მძღოლის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე- გაუფრთხილებლობით გამოწვეული ადამიანის სიკვდილის გამო, რაც გამოიწვია უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ.
მოძრავი ავტობუსის კარების გაღებამ გამოიწვია აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა.
სტატიის დაწერის მომენტში წყაროს გაცნობისას დავაფიქსირე შემდეგი რამ, როგორც გამომცემლობა Sabah -ი იუწყება მძღოლი დღის ბოლოს იქნა დაკავებული და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება დროებითი დაკავების საკანში.
image+14

0
949
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
949