სხვა 8 აქამდე უცნობი ფაქტი ავიაციის შესახებ 2019, 28 ივლისი, 11:35 რატომ არის თვითმფრინავის ფანჯრები მრგვალი? რატომ არის მისი ფრთების ბოლოები აპრეხილი? რატომ ადიან მგზავრები თვითმფრინავში ყოველთვის მარცხენა მხრიდან?
ყველაფერი, რაც საფრენ აპარატებთანაა დაკავშირებული, კარგად გამოთვლილი და დაგეგმილია. ალბათ, სწორედ ამიტომ არის თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად მიჩნეული.
სტატიაში ავიაციასთან დაკავშირებულ 8 ყველაზე პოპულარულ შეკითხვაზე გთავაზობთ პასუხებს.
8. რატომ არის თვითმფრინავის ფანჯრები მრგვალი?1950-იანების დასაწყისში de Havilland-მა გამოუშვა "კომეტა", მსოფლიოში პირველი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. ეს ნამდვილი სასწაული იყო. თუმცა, 1 წლის შემდეგ ის ნაწილებად დაიშალა ცაში. რამდენიმე თვეში კიდევ 2 თვითმფრინავი გაფუჭდა.საბოლოოდ, ინჟინერებმა კატასტროფის მიზეზი დაადგინეს: თვითმფრინავის ფანჯრები ოთხკუთხა ფორმის იყო. საქმე ისაა, რომ ფანჯრის კუთხეებში წნევა მეტად აწვება, რაც ფრენის დროს კიდევ უფრო იზრდება. ამიტომაც გადაწყვიტეს, მრგვალი ფანჯრები გაეკეთებინათ. ამ გადაწყვეტილების წყალობით, დღეს ფრენა ბევრად უფრო უსაფრთხოა. 7. რატომ არის თვითმფრინავის ფრთების ბოლოები აპრეხილი?იმის გამო, რომ თვითმფრინავის ფრთის ზევით და ქვევით წნევები საკმაოდ განსხვავდება, საჭირო გახდა ფრთების ბოლოების აპრეხვა. წარსულში ფრთები სწორი იყო (იხილეთ ზედა ფოტო), რაც მგზავრობას სახიფათოს ხდიდა. გარდა ამისა, აპრეხილი ფრთებით საწვავიც იზოგება.6. რატომ აქვთ თვითმფრინავებს სხვადასხვა ცხვირის ფორმა?სამხედრო თვითმფრინავის ცხვირი წაწვეტებულია. რაც უფრო ბასრია ცხვირი, მით უფრო სწრაფია თვითმფრინავი. თუმცა, დიდი ცხვირი პილოტებს ხელს უშლის საჰაერო გზის დანახვაში, ამიტომაც სამგზავრო თვითმფრინავებს უფრო მომრგვალებული ცხვირი აქვს. 60-იანებში რუსმა ინჟინრებმა ეს პრობლემა გადაჭრეს. მათ გამოიგონეს თვითმფრინავი, რომლის ცხვირიც აწეული იქნებოდა დაშვებისას და აფრენის დროს, ჰაერში კი - დაბლა დაწეული. როგორც გაირკვა, ფოტოზე მოცემულ უცნაურ დიზაინს თავისი მიზეზი აქვს: პილოტები უკეთ ხედავენ გზას და თვითმფრინავიც უფრო სწრაფია.5. რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად?თვითმფრინავები თითქმის ყოველთვის თეთრადაა შეღებილი. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ⁂სიცხის არეკვლა - თუ თვითმფრინავი თეთრადაა შეღებილი, ის ნაკლებად გადახურდება მზისგან. ეს როგორც მგზავრებისთვისაა უკეთესი, ასევე ავიაკომპანიებისთვისაც ეკონომიკურად მომგებიანია. ⁂თეთრი საღებავი უფრო იაფია სხვა ფერებთან შედარებით. ⁂ფრინველებთან "შეტაკების" თავიდან აცილება - ფრინველები თეთრი ფერის ზედაპირზე ანარეკლს კარგად ხედავენ და ამ მიზეზით ხშირად არ ეჯახებიან თვითმფრინავებს. ⁂გარეგანი დაზიანებების მარტივად გამოვლენა - თეთრ ფერზე კარგად ჩანს ნებისმიერი ნაკაწრი თუ ფოსო, რაც თვითმფრინავის გარეგანი დათვალიერებისას მარტივად გამოჩნდება.4. რატომ არის გასასვლელი მარცხენა მხარეს?ყველას არა, მაგრამ თვითმფრინავების უმეტესობას მგზავრების მთავარი შესასვლელი მარცხენა მხარეს აქვს. ამის ასახსნელად 3 თეორია არსებობს: ⁂თეორია #1. მარჯვენა მხარე ბარგის შესანახადაა, ამიტომაც მგზავრები მარცხნიდან ამოდიან და გადიან. ⁂თეორია #2. ზოგი ადამიანის აზრით, ეს წარსულიდან შემორჩენილი ტრადიციაა: გემებს დახრილი შესასვლელი ყოველთვის მარცხნივ ჰქონდათ. ⁂თეორია #3. პილოტი თვითმფრინავის მარცხენა მხარეს ზის. მგზავრების შესასვლელი კარის მდებარეობა მას შესაძლებლობას აძლევს, თვითმფრინავი მომხმარებლებისთვის უკეთეს ადგილას გააჩეროს.3. რატომ აქვს ზოგ თვითმფრინავს უცნაური ფორმა?ალბათ, გაგიგიათ ე.წ. საიდუმლო თვითმფრინავის შესახებ. მას უცნაური ფორმა ერთი მარტივი მიზეზის გამო აქვს: ასე ნაკლებად შესამჩნევი ხდება რადარებისთვის, სონარებისთვის, ინფრაწითელი სხივებისთვის და სხვა "აღმომჩენი" საშუალებებისთვის. გარდა ამისა, ამ ფორმის თვითმფრინავში მეტი ტვირთი ეტევა და ნაკლები საწვავი იწვება. თვითმფრინავის ფორმის შთაგონების წყაროს ჩიტები წარმოადგენენ. მტაცებელი ფრინველები ამ პოზიციას იყენებენ ფრენის დიაპაზონის გასაზრდელად და ასევე იმისთვის, რომ ნაკლებად შესამჩნევები იყვნენ. ასეთი თვითმფრინავები ძალიან ძვირია, ამიტომ მოქალაქეების გადასაადგილებლად არ გამოიყენება.2. რატომ ჩანს თვითმფრინავი ტევადი?დიზაინერები სპეციალურ ხერხებს იყენებენ, რათა თვითმფრინავი იმაზე დიდი და ტევადი გამოაჩინონ, ვიდრე სინამდვილეშია. მაგალითად, კედლებს იმიტომ აქვთ კონკრეტული ფორმა, რომ სინათლე სწორად აირეკლონ. განათება ჭერსა და სათავსოებს შორის ჭერს უფრო მაღალს აჩენს. ამ ხერხების წყალობით კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებისთვის თვითმფრინავით მგზავრობა უფრო მარტივია.1. რატომ არ აქვთ პილოტებს წვერი?ზოგი ავიაკომპანია პილოტებს წვერის ტარებას უკრძალავს. საქმე იმაშია, რომ სახეზე თმამ შესაძლოა მას ხელი შეუშალოს ჟანგბადის ნიღაბის უსაფრთხოდ მორგებასა და ფუნქციონირებაში. კრიტიკულ მდგომარეობაში აუცილებელია, პილოტი გონზე იყოს და საღად აზროვნებდეს, რათა მგზავრების სიცოცხლე გადაარჩინოს. p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.ასევე დაგაინტერესებთ:1. რატომ არის თვითმფრინავის სკამები ყოველთვის ლურჯი - ის, რაც აქამდე არ იცოდით 2. გაინტერესებთ, რატომ არ შეიძლება სითხის ატანა თვითმფრინავში? 3. 8 საოჯახო ნივთი, რაც WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის 795 3-ს მოსწონს
|