x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:512215
5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს
image

როცა ვინსენტ კასელმა მონიკას უღალატა, ყველას დაებადა ერთი კითხვა, საერთოდ რა უნდათ კაცებს, თუ ასეთ იდეალურ ქალებსაც ღალატობენ? რატომ ღალატობენ ჭკვიან და მოვლილ ლამაზმანებს? ეს კითხვები დაუსვეს ერთ-ერთ ფორუმზე მამაკაცებს, სადაც შემაჯამაბელი 5 მთავარი მიზეზი გამოიკვეთა.


'ტვინის მბურღავი ცოლი"


რა თქმა უნდა, ყველაზე გავრცელებული პრეტენზია ცოლის მიმართ აღმოჩნდა – "ტვინის ბურღვა". მამაკაცები ჰყვებიან, რომ დაუსრულებელი შენიშვნები ცოლის მხრიდან აიძულებთ მეტად "მსუბუქი და მხიარული" ქალებისკენ გაიხედონ, რომლებთანაც "თავი არ უსკდებათ".



" ჩემ ცოლს არაფერი არ მოსწონს ჩემი - როგორ ვჭამ, კბილებს როგორ ვიხეხავ, როგორ ვიხდი ფეხსაცმელს... როცა დავიღალე ამისგან, საყვარელი გავიჩინე. მას კი ყველაფერი მოსწონს ჩემი. ჩემი "ოქროს ხელები" და ისიც კი, როგორ ეროტიკულად ვიხდი პერანგს"- განაცხადა ფორუმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.



"მზრუნველი" ცოლი


ბევრმა თქვა, რომ საშინლად არ მოსწონდათ, რამდენად "მზრუნველები" იყვნენ თავიანთი ცოლები. ის, რომ ცოლების ერთადერთი მიზანი - ქმრებზე ზრუნვა იყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ ძალიან აღიზიანებდათ. "მასთან ვერ გაერთობოდი, ამიტომაც ინტერნეტში სხვა გოგო გავიცანი" - ასეთმა სცენარმა, როგორც სჩანს, არაერთი ოჯახო დაანგრია.


" დავიწყებული სექსი"


მამაკაცები ჩივიან, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ, ცოლები საერთოდ ივიწყებენ სექსს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ესმით, რომ ზოგჯერ ცოლს საერთოდ აღარ რჩება ძალა საწოლში და მოთმინებით ელოდებიან, მაგრამ საბოლოოდ გარკვეული ხნის შემდეგ სექსუალური მოთხოვნილება მორალურ მხარეზე მაღლა დგება, ხოლო სექსის "თხოვნა" - უსიამოვნო მომენტი. ამიტომაც "სხვა ადგილებში" იწყებენ "შემცვლელის" ძებნას.


ერთფეროვნება


ყოველი დღესასწაული კინოში, ყოველი სიუბილეო დღე საყვარელ რესტორანში, ყოველი გასეირნება ერთი ვარცხნილობით, ხოლო ყველა კითხვაზე პასუხი - " როგორც ადრე". ბევრი მამაკაცი განიცდის, რომ მეორე ნახევარი ერთფეროვანია. ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ, რომ მამაკაცთა უმეტესობა მხოლოდ იმიტომ ღალატობს ცოლს, რომ ეძებს უკეთესს, ახალს, ახალ აქტივობებს, ახალ ეროტიკულ თეთრეულს და მასთან ერთად, ახალ შეგრძნებებს.


"ვერ ვხედავ ქალს"


არაერთი მამაკაცი აღიარებს, რომ ქორწინების შემდეგ კარგა ხანია ცოლში ქალს ვერ ხედავს. არიან მრეცხავები, დიასახლისები, დედები, მაგრამ მათში ქალს ვეღარ პოულობენ. მამაკაცები ჰყვებიან, რომ მათი ცოლები მთელი დღის განმავლობაში კოლოსალურად ბევრ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მათში არაა სიმყუდროვე და სტილი.

"ქუჩაში ჩემი ცოლის გამო არ მოვტრიალდებოდი, რომ შემეხედა და ეს ძალიან სამწუხაროა"- აღიარა ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ.

0
648
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0