x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი ტურისტის მიერ ქართველების გარეშე დარჩენილი აფხაზეთის ძალზე უარყოფითი შეფასება

image რუსი ტურისტი, რომელსაც რუსული ტურისტული სააგენტოები ოკუპირებულ აფხაზეთს საოცარ ფერებში უხატავდნენ, გადმოგვცემს თუ როგორ გაუცრუვდა წარმოდგენა აფხაზეთზე და აფხაზებზე, როგორც კი გაიარა ფსოუს გამშვები პუნქტი.
ტურისტი წერს, რომ როგორც კი გაიარა ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტი პირველი რაც მოხვდა თვალში, ეს იყო საშინლად გაფუჭებული გზა, სადაც 50 სანტიმეტრიანი სიღრმის ორმოები ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან გამოიარა ამ ადგილმა მასიური დაბომბვა.
მეორე რაზეც გაამახვილა სოხუმისკენ მიმავალმა რუსმა ტურისტმა ყურადღება, ესაა ლამის საყოველთაოდ განადგურებული ინფრასტრუქტურა და ქართველების და სხვა ეროვნების მოსახლეობის დევნილობაში ყოფნის გამო მიტოვებული სახლები და გაპარტახებული ეზოები.
"პირველივე კაფეში, სადაც შევედი საუზმისათვის, ოფიციანტმა გოგონამ ისე ცივად მომიგდო კითხვა თუ რას შევუკვეთდი, თითქოს მისი მოსისხლე მტერი ვყოფილიყავი.
დიდხანს მალოდინა და ბოლოს ისეთი ცივი სახით და აგდებული იერით დამიდო მაგიდაზე საუზმე, თითქოს უფასოდ მაჭმევდა და თითქოს მისგან დავალებული ვყოფილიყავი.
არანაირი ღიმილი, არანაირი თავაზიანობა. საუზმეში კი საკმაოდ ძვირი გადამახდევინა. კაფედან გამოსული ტაქსის გასაჩერებელ ადგილზე მივედი, სადაც სომეხი ეროვნების ტაქსისტები ჭარბობდნენ, როცა ვკითხე თუ რა თანხად მიმიყვანდნენ საჭირო ადგილამდე თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა ფასი დამისახელა, და არც ეს ფასი იყო დაბალი, მეტიც ალბათ ჩათვალეს, რომ მე ჩახედული არ ვიყავი აფხაზეთში ტრანსპორტირების ფასებზე.
მე კი აფხაზეთში ჩასვლამდე გულდასმით შევისწავლე აფხაზეთის ღირსშესანიშნავ ადგილებამდე მისასვლელად თუ რა თანხა იყო საჭირო.
ტაქსებს გავერიდე და ავტობუსს გავყევი სოხუმისაკენ, გზაზე მხვდებოდა დანგრეული და გაპარტახებული ადგილები, რომლებსაც მომვლელი ხელი აკლდა აშკარად.
გაგრა შედარებით უკეთ გამოიყურება, რადგან რუსი ბიზნესმენების მიერ გარემონტებული და აშენებული სასტუმროები ასე თუ ისე ბევრად კოხტად და თანამედროვედ გამოიყურება, ვიდრე თავად აფხაზების საკუთრებაში მყოფი სასტუმროები.
ყველა ცდილობს შენგან რაიმე ხეირი ნახოს, არავის აინტერესებს საიდან ხარ, აფხაზები ქედმაღლურად გიყურებენ და ისეთი სახით გიყურებენ, თითქოს ამბობენ: ეს ჩენი ქვეყანაა და მე ვარ აქ უფროსი, შენ კი უცხო ხარ და შესაბამისად ვალდებული ხარ დამემორჩილო.
აეროპორტის სალაროს შენობა დავაფიქსირე, არ ვიცი რაში ჭირდებათ აფხაზებს აეროპორტის სალაროები, როცა მოქმედი აეროპორტი არა აქვთ.
გარდა ამისა, რაც დავაფიქსირე ეს იყო, რომ აფხაზები საკმაოზე მეტად ზარმაცი ხალხია, მათ მიერ დასაკუთრებული დევნილი ადგილობრივი მოსახლეობის სახლები ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა აფხაზები ცდილობენ ასეთ სახლებში შეიტყუონ გაუთვიცნობიერებელი ტურისტი.
რუსმა ტურისტებმა, რომლებსაც შვხვდი სოხუმში მირჩიეს თუ რომელი ღირსშესანიშნავი ადგილის ნახვა არც კი მეცადა, რადგან იმ ტერიტორიაზე ხშირი იყო განურჩევლად ეროვნებისა ტურისტების დაყაჩაღება, ძალადობა, გაუპატიურება და მკვლელობებიც კი.
სოხუმში ჯერ კიდევ აშკარად იგრძნობა ომის კვალი, დანგრეული და დამწვარი სახლები, გაპარტახებული მრავალსართულიანი კორპუსებია ამისი მაგალითი.
სოხუმის ცენტრში უზენაესი საბჭოს შენობაც ისეთივე დამწვარი და იავარქმნილია, როგორიც 1993 წელს ვნახე ტელევიზიით.
ულამაზესი ბუნება, რომელიც "დამოუკიდებელ" აფხაზეთშია უამრავ ტურისტს მოიზიდავდა, რომ არა შემდეგი გარემოება: აფხაზეთი მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო რუსეთმა და რამდენიმე რუსეთის სატელიტმა თუ მეგობარმა ქვეყანამ მაინც იზოლაციაშია და აფხაზებიც დიდად არ "იკლავენ" თავს რათა საკუთარი ქვეყანა ტურისტებისათვის მიმზიდველი გახადონ.
რუსეთისაკენ მიმავალი ვფიქრობდი, თუ რა ლამაზი რეგიონი შეეწირა ვიღაცის თუ ვიღაცეების დამოუკიდებლობის მოთხოვნის ამბიციებს.
მეორე რაც მიკვირს ესაა, რატომ ინახავს რუსეთი საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი საკმაოდ დიდი თანხებით "დამოუკიდებელ" აფხაზეთს, რადგან ეს თანხა მიდის დე ფაქტო ხელისუფლების ჯიბეში, არაფერი კეთდება, ამისი მაგალითი რიწის ტბაში სანახევროდ ჩაძირული კატარღების ნახვაც იყო და საერთოდ, რატომ ვარჩენთ ხალხს, რომელიც აბუჩად იგდებს ტურისტებს, ძარცვავს და ძალადობს მათზე?
ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტიდან არცთუ შორს აფხაზური საგზაო მილიციის ეკიპაჟს რუსი ტურისტების მანქანები ჰყავდა გაჩერებული და მძღოლებს დაუფარავად სძალავდნენ ფულს.
როგორც კი გადავედი რუსეთის ტერიტორიაზე შვებით ამოვისუნთქე, რადგან მას შემდეგ რაც აფხაზეთში ვნახე და რუსი ტურისტებიც მომიყვნენ, აქ თავი სამშვიდობოს ვიგრძენი და მივხვდი, აფხაზეთში ომამდე თუ კი რამ მუშაობდა ქართველების და მათთან ერთად აფხაზეთიდან გაძევებული სხვა ეროვნების ადამიანების დამსახურება იყო ვიდრე, გაბღენძილი და მედიდური აფხაზებისა, რომლებიც მათი მარჩენალი რუსეთის მოქალაქე ტურისტებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ძარცვავენ.
imageimageimageimageimageimage
image






0
2368
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2368