ტენდენციები 5 სტილის ფეხსაცმელი, რომელიც გარდერობში ყველა ქალს უნდა ჰქონდეს 2019, 12 ივლისი, 18:27 შეუძლებელია ზუსტად ითქვას, ზუსტად რამდენი წყვილი ფეხსაცმელი უნდა იყოს ქალის გარდერობში, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, მაგრამ ის კი ზუსტადაა ცნობილი- რაც მეტია, მით უკეთესი. გთავაზობთ 5 ტიპის ფეხსაცმელს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ქალის ცხოვრება. კედები ან ბოტასები მიუხედავად იმისა, ხართ თუა არა დაინტერესებული სპორტით, სპორტული ფეხსაცმელი შორ გზებზე სასიარულოდ საუკეთესო ვარიანტია. არჩევანი ამ შემთხვევაში მართლაც რომ ძალიან დიდია, შეგიძლიათ თეთრი ფერის სტანდარტული კედებიდან დაწყებული უამრავფერიანი ბოტასით დამთავრებული აირჩიოთ, მითუმეტეს წელს ზაფხულის მოდაში არაერთ ბრენდს აქვს შემოთავაზებაში სხვადასხვა ფორმის სპორტული ფეხსაცმელები. მაღალქუსლიანი ე.წ. "შპილკები" საბაზისოდ გირჩევთ მინუმუმ ორი ფერის, შავი და ყავისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები იქონიოთ. ასეთი ფეხსაცმელები მიესადაგება თითქმის ყველაფერს, ამასთანავე შეგიძლიათ ნებისმიერი მოდელებიდან აარჩიოთ. რაც შეეხება მკვეთრი ფერის ფეხსაცმელებს, ისინი უკვე ტანსაცმლის სპეციალურ შეხამებას "ითხოვენ". ამიტომ მთავარია შეინარჩუნოთ ფერთა გამა. სანდლები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის გარდერობში უნდა იყოს ტყავის დაბალ ძირიანი ან საშუალო სიმაღლის პლატფორმაზე სანდლები. თან ასეთი სანდლებით თავისუფლად შეგიძლიათ წვეულებაზე მისვლაც და ქალაქგარეთ გასვლაც. ბოტილიონები შემოდგომის დადგომისთანავე აირჩიეთ ისეთ მოხერხებული და სტილური ვარიანტი, როგორიცაა ბოტილიონი. თქვენი გემოვნების მიხედვით აირჩიეთ შემაღლებულ ქუსლზე გინდათ თუ სწორ ძირზე. ასეთი ფეხსაცმელები განსაკუთრებით მაშინაა მოსახერხებელი, როცა ზამთრის დათბილული ჩექმებისთვის ჯერ ადრეა, ხოლო ზაფხულის ღია ფეხსაცმელებისთვის - გვიანი. ჩექმები ზამთრის სუსხიანი ამინდებისთვის საუკეთესო ვარიანტია ჩექმები. აქ კი აუცილებელი არაა კლასიკური შავი და ყავისფერი ფერები აირჩიოთ, მუქი ლურჯი, მწვანე და სხვა უნივერსალური ფერები პრაქტიკულია ყველა შემთხვევისთვის. ეცადეთ შეარჩიოთ შიგნიდან ორმაგად დათბილულები. ყურადღება მიაქციეთ, რომ მატერია იყოს ხარისხიანი, მოხერხებულად რომ იაროთ და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნათ. ასევე ნახეთ რა გვაქვს გარდერობში კოკო შანელის შექმნილი? 163 2-ს მოსწონს
|