x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138423
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თვალებს არ დაუჯერებთ - გრენლანდია დნება!! ნახე ის, რაც მეცნიერებს აშინებთ (ვიდეო)
image

დანიელმა კლიმატოლოგმა სტეფან ოლსენმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ძაღლების მარხილით წყლის ზედაპირზე გადაადგილება. სოციალური ქსელის წყალობით, კადრებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და მეცნიერებს კიდევ ერთხელ შეახსენა გრენლანდიაში ყინულის დნობის პრობლემაზე. მოგვიანებით ოლსენმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც უფრო გამაოგნებელია.

დანიელი კლიმატოლოგები დიდი ხანია იკვლევენ გრენლანდიაში ყინულის დნობას. ეს ყველაზე დიდი ყინულის ნაწილია დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ოლსენმა განაცხადა, რომ კადრები გადაღებულია 13 ივნისს, თბილ ამინდში, როცა მეცნიერები გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ ფორდ ინგლფილდის აკვატორიაში მუშაობდნენ.

ტვიტერში გამოქვეყნებულ ამ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კი მიიჩნევს, რომ ზაფხულში ყინულის დნობა ნორმალური მოვლენაა და რომ ჩაძირვის ფენომენიც არახალია. ხოლო ოლსენი "ექსტრემალურურად უჩვეულოდ" იმას მიიჩნევს, რომ ზაფხულის ამ მონაკვეთში ჰაერის ტემპერატურა +17ºC დაფიქსირდა.


კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ ამ კადრებს ესთეტიური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე საერთო მეცნიერებასთან. რაც შეეხება არქტიკულ რეგიონებში კლიმატის სწრაფ ცვლილებას, არა მხოლოდ მეცნიერებში იწვევს მღელვარებას.


კლიმატის ცვლილებების კვლევებმა აჩვენა რომ ყველაზე მეტად ეს პროცესები პლანეტის უკიდურეს ჩრდილოეში აისახება. განსაკუთრებით მკვეთრად კლიმატის ცვლილება წელს გამოვლინდა, როცა ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ჩრდილოეთის პოლარული წრე, ხანძრის კერები გაჩნდა, დაიწყო ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ყინულების დანობა და ალიასკაზე დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა.




ასევე კანადას თავისი ნაგავი დაუბრუნდა (+ვიდეო)


image


Turkish Airlines რეისზე მგზავრმა თავით მინის გატეხვა სცადა


image


ხისასი იოჩი, რომელმაც რადიაციის მიღების შემდეგ 83 დღე იცოცხლა


image

0
1801
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
1801
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0