x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ესპანეთში საცირკო წარმოდგენისას, მაღალ სიმაღლეზე მყოფ აკრობატ გოგოს დიარეა დაემართა, დაზარალდა 23 მაყურებელი

image არავინ არაფრისგან არაა ცხოვრებაში ასი პროცენტით დაზღვეული, მაგრამ ის რაც ბელგიური ცირკის აკრობატს მოუვიდა ესპანეთში გასტროლებისას სასაცილოცაა და სამწუხაროც, ისეთ სიტუაციაში ჩავარდა ბელგიელი აკრობატი გოგო.
ესპანეთში, კერძოდ კი ვალენსიაში საცირკო გასტროლებზე ჩასული ბელგიური საცირკო დასის აკრობატ გოგოს მაღალ სიმაღლეზე აკრობატული ილეთების ჩატარებისას უმწვავესი დიარეა დაემართა. აკრობატ გოგოსაც რა ექნა, თოკზე მოტრიალე გოგონამ ფეკალური მასა ლამის მთელ წრეზე "მოაფრქვია".
ადგილობრივი პოლიციის ცნობით მინიმუმ 23 მაყურებელი დაზარალდა.
თითოეულ მათგანს ჩაუტარდა ფსიქოლოგიური დახმარება. ცირკის მესვეურებმა თითოეულ მაყურებელს ბილეთის ფული დაუბრუნეს და მომავალ წარმოდგენაზე კომპენსაციის სახით უფასოდ დაშვებას დაპირდნენ ცირკში.
"ეს არაა საცირკო წარმოდგენა, ესაა ფეკალური მასის წარმოდგენა"-გაყვიროდნენ "ცხელსისხლიანი" ესპანელები, რომლებიც აღაშფოთა ცირკში მომხდარმა.

0
2503
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2503