x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
აჰმედ მელაშვილი-"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის"-თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძე
image

39 წლის წინ, 1980 წლის 5 ივლისს, ქალაქ ბურსაში თურქმა ულტრა-ნაციონალურმა დაჯგუფების "რუხი მგლების" აქტივისტებმა სახლიდან გამოსული აჰმედ მელაშვილი ავტობუსის გაჩერებაზე ჩაცხრილეს, მასთან ერთად დაიჭრა აჰმედის ვაჟი- იბერია, დიდი ქართველი მოღვაწე 58 წლის იყო, აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) სოფელ ჰაირიეში დაკრძალეს, მის საფლავს ქართულ-თურქულად აწერია:"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის".


გასული საუკუნის პირველ ნახევარში დიდი თურქი მოღვაწის და თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ქემალ ათათურქის რიგი რეფორმათა სიაში, რომელმაც ხელი შეუწყო თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ერთ-ერთი იყო ნაციონალიზმი და ნაციონალური ერთობა, ათათურქის ცნობილი გამოთქმა"რა ბედნიერებაა როცა ამბობ "თურქი ვარ"(Ne mutlu Türküm diyene!), თურქული ნაციონალიზმის ლოზუნგად იქცა, სწორედ ამ ფონზე უწევს აჰმედ მელაშვილს მოღვაწეობა, რა დროსაც თურქეთის ქართველობის ინდენტიფიკაცია ფაქტობრივად დაკარგულია, ადგილობრივმა ქართველებმა იციან(და ასეც ასწავლიან), რომ არიან ეროვნული უმცირესობა, რომლებიც რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდნენ და გამოდევენეს იქიდან რელიგიური მრწამსის გამო.ხოლო სიტყვა "საქართველო "მათთვის არც არსებობდა.





"საქართველო სიტყვაც არ არსებობდა, ჩვენზე ამბობდნენ რუსეთი, რუსეთი...კარგი რუსეთი, კაი ჩვენი მემლექეთი(სამშობლო), მაგრამ საიდან მოვედით, ჩვენი წყარო სად არის? ჩვენ ვინ ვართ?აი ამ საკითხებზე იყო საუბარი ძირითადად"(ილია ხიმშიაშვილი)





"ვინ ვართ, რა ვართ, რა ისტორია გვაქვს, ყველაფერი ამის შესახებ ფაქტიურად არაფერი არ ვიცოდით, როდესაც მშობლებს ვეკითხებოდით, ეს რა ენაა, საიდან ვართ?ისინიც გვპასუხობდნენ ბათუმიდან ვართ-მემლექეთი ბათუმი, მეტი იმათაც არაფერი იცოდნენ"(გურამ ქოქოლაძე)




აჰმედ მელაშვილი დაიბადა 1922 წლის 10 ივნისს გონენის რაიონის სოფელ ქოჩბაირში, მისი წინაპრები სოფელ არხავეთიდან ყოფილან, ადგილი სადაც მდინარე მურღული უერთდება ჭოროხს.

მათი ოსმალური პერიოდის გვარი იყო უზუნ ალიოღლი.

აჰმედმა ბავშვობიდანვე ისწავლა ქართული, რადგან ოჯახში ქართულად ლაპარაკობდნენ, დედა სანიე ადრევე გარდაეცვალა და 6 შვილის გაზრდა მამას- თევფიქის მარტოს მოუწია.



მამამისი პროფესიით ხურო იყო, ბავშვობაში აჰმედი მამას სახურავის გადახურვაში ეხმარებოდა, რა დროსაც გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა, ამის შემდეგ აჰმედი სამუდამოდ დაკოჭლებულა.



მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მატერიალურად ძლიერ უჭირდა, აჰმედმა მაინც შეძლო საშუალო განათლების მიღება, 1943 წელს აჰმედმა დაამთავრა იზმირის ინონუს სახელობის ლიცეუმი. ხოლო 1944 წელს ჯარში გაიწვიეს, სწორედ აქ გაიცნო ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ბევრი რამ მოუთხრო საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. მანვე გააცნო ძველისძველი ქართული ანბანი და მიასწავლა ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო ქართველთა მოძიება, ქართული კულტურის გაცნობა: ეს იყო სტამბოლის ქართველთა სავანე - სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის დიდი ქართული ბიბლიოთეკა.

image

შემდეგ იგი სტამბულის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.1946 წელს უსახსრობისა და ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო აჰმედმა შეწყვიტა უნივერსიტეტში სწავლა.(მოგვიანებით ისევ განაგრძო)



უკვე ამ დროისათვის აჰმედს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა თურქეთის ქართველებში. იგი აქტიურად იკრებდა გარშემო ქართველებს და აცოცხლებდა მათში ქართული ეროვნული ღირსების გრძნობას, სტამბოლში ყოფნისას იგი უფრო დაუახლოვდა სტამბოლის ქართველთა სავანეს. სავანეში მოღვაწე ქართველი მღვდლის დახმარებით მან კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა.

image

1959 წლიდან აჰმედი ოჯახთან ერთად ბურსაში გადავიდა საცხოვრებლად, იქ იგი არქიტექტურულ ბიუროში მუშაობდა, ბურსის გარშემო 16 ქართული სოფელი იყო, მათ შორის იყო ჰაირე, სწორედ ჰაირეში დააარსა პირველი კოოპერატივი, რომელიც მიზნად ისახავდა თურქეთში მცხოვრები ქართველების განათლებას და ბიზნესის ხელის შეწყობას, აჰმედი ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს გერმანიაში აგზავნიდა სასწავლებლად.ამავე პერიოდში აჰმედი უკავშირდება ქართველ ემიგრანტებს საფრანგეთში და იქაურ ქართველთა გამოცემას - ჟურნალთავისუფლების ტრიბუნის” ჯგუფს.



აღსანიშნავია, რომ 50-იანი წლების ბოლოს აჰმედმა შეძლო და დაუკავშირდა საბჭოთა საქართველოში მცხოვრებ ქართველებსაც.

imageფოტოზე:აჰმედ მელაშვილი, მეუღლე იუქსელთან და შვილებთან:იბერია და თამართან ერთად




1962 წელს სოფელ ჰაირიეში, ახმედმა დააარსა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ხოლო იმავე პერიოდში ქალაქ ინეგოლში აარსებს "კავკასიის კულტურის საზოგადოებას”.



თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის წიგნს "Gürcüstan" (1968), რომელიც თურქეთის ქართველობას შორის ხელიდან-ხელში გადადიოდა, სადაც სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მყოფმა თურქეთის ქართველებმა შეიტყვეს, რომ რომელიღაც რუსეთის იმპერიის რაღაც ეროვნული უმცირესობა კი არ იყვნენ, არამედ ერი, რომელსაც ჰქონდა იქვე მეზობლად საკუთარი ტერიტორია, ჰქონდა უძველესი კულტურა, დამწერლობა, ჰყავდა მეფეები და ჰყავდა დიდი პოეტები.თურქეთის მთავრობამ წიგნი აკრძალა და მეტიც, აჰმედ მელაშვილი დააკავეს კიდეც, "ანტითურქული პროპაგანდის" გამო, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ იგი გაამართლა.

image

აჰმედ მელაშვილი ამის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას, 1970-იან წლებში მან საქართველოში იმოგზაურა, თურქეთში ჩასულმა თარგმნა ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, აგრეთვე სტატიები საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე.



1977 წელს მელაშვილი აარსებს ჟურნალს "ჩვენებურები", რომელიც დღემდე რჩება თურქეთის ქართული დიასპორის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ პერიოდულ გამოცემად.ჟურნალი ძირითადად თურქულ ენაზეა, (შიგადაშიგ ქართულიც)სადაც მუდმივად იბეჭდება სტატიები საქართველოს შესახებ.

image

ამის გარდა აჰმედ მელაშვილმა შეკრიბა თურქეთის ქართველობაში შემონახული სიმღერები, ლექსები, ანდაზები, გამოცანები, ლეგენდები და საგვარეულო ისტორიები.სიცოცხლის ბოლო წლებში თარგმნიდა "ვეფხისტყაოსანს".თუმცა აღარ დასცალდა..



1980 წლის 5 ივლისს დილით 9 საათზე აჰმედი ვაჟთან, იბერიასთან ერთად გავიდა სახლიდან და ავტობუსის გაჩერებაზე დადგა, რა დროსაც მუხანათურად ჩასაფრებულმა ულტრა ნაციონალისტურმა დაჯგუფება "რუხი მგლების" წევრებმა სროლა აუტეხეს, აჰმედი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო იბერია მძიმედ დაიჭრა.სხვათა შორის ამ ყველაფერს ფანჯრიდან თვალს ადევნებდა აჰმედის მეუღლე ქალბატონი იუქსელ ერგუნი(ჯინჭარაძე).


აჰმედის მკვლელობით დიდი ხნით შეფერხდა ქართველთა ეთნიკური კულტურის გადარჩენის საქმე.


imageფოტოზე: იბერია მელაშვილი


თუმცა 90-იანი წლებიდაბ ისევ აქტიურად განახლდა, მამის საქმე მისმა ვაჟმა იბერიამ გააგრძელა."ჩვენებურებს" დაემატა ორენოვანი ჟურნალი “ფიროსმანი"(რედაქტორია ცნობილი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ფაჰრეთინ ჩილოღლუ (ფარნა ჩილაშვილი), აგრეთვე გაიხსნა რამდენიმე ქართულენოვანი რადიო.

imageფოტოზე:აჰმედ მელაშვილის შვილიშვილი დილა

0
374
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0