სხვა 10 ტურისტული ადგილი,სადაც ფოტოების გადაღება აკრძალულია 2019, 4 ივლისი, 9:08 ეიფელის კოშკის საოცარი განათებები, აშშ-ს დიდი კანიონის თვალისმომჭრელი ხედები, მიქელანჯელოს განუმეორებელი სიქსტეს კაპელა... თითქოს ეს ყველაფერი იმისთვის შეიქმნა, რომ სანახაობით დავტკბეთ და სურათები გადავუღოთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პირველის გაკეთება ნებადართულია, მეორეს გაკეთება კი არც ისეთ მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგი კარგად ცნობილი ტურისტული ადგილის გადაღება აკრძალულია. თუ ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ, ფოტოების გადაღებაში ხართ შეზღუდული, სხვაგან კამერის თან შეტანაც კი არ შეგიძლიათ. კუმსუსანის მზის სასახლეკუმსუსანის მზის სასახლე სამხრეთ კორეაში წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის, კი ირ სენისა და მისი ვაჟის, კიმ ჩენ ირის მავზოლეუმს. სასახლეში შესვლა მარტივი არაა. ამისთვის ნებართვის აღებაა საჭირო, ეს კი უცხოელებს მხოლოდ ოფიციალურ მთავრობის ტურზე შეუძლიათ. ის ადამიანები, რომლებიც სასახლეში შესვლას მოახერხებენ, განსაზღვრულ წესებს უნდა დაემორჩილონ. მაგალითად, მავზოლეუმის ნებისმიერ ადგილას აკრძალულია ფოტოს და ვიდეოს გადაღება, მოწევა და საუბარი. ამას გარდა, ყველა ვიზიტორს ატარებენ სპეციალურ მანქანაში, რომელიც მათ თანდაყოლილი, ქუჩიდან შემოტანილი მტვრისგან წმენდს.ეიფელის კოშკიეიფელის კოშკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტოზე აღბეჭდილი ობიექტია მსოფლიოში. თუმცა, განსაზღვრული შეზღუდვები არსებობს. საქმე ისაა, რომ ეიფელის კოშკის ღამის განათება ხელოვნებას წარმოადგენს და მასზე საავტორო უფლებები მოქმედებს. თუმცა, თუ არაპროფესიონალი ფოტოგრაფი ხართ და კოშკს ფოტოს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის უღებთ, პრობლემები არ გექნებათ. ნოიშვანშტაინის სასახლეგერმანიაში მდებარე ამ რომანტიკული სასახლისთვის ფოტოს გადაღება მარტივი არაა. უსაფრთხოების რეგულაციების გამო, ტურისტებს სასახლეში ყოფნა გიდთან ერთად მხოლოდ 35 წუთის განმავლობაში შეუძლიათ, ამ დროს კი ეკრძალებათ ფოტო-ვიდეო გადაღება. გარდა ამისა, აკრძალულია შიგნით ზურგჩანთის შეტანაც.დიდი კანიონიერთ-ერთ ყველაზე ღრმა კანიონს მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ულამაზესი ხედით დასატკბობად ტურისტები სპეციალურ შუშის ხიდზე დგებიან, სადაც ფოტოების გადაღება აკრძალულია. საერთოდ, დიდ კანიონზე კამერის შეტანა არ შეიძლება. გარდა ამისა, შუშის ხიდზე დადგომისას სპეციალური ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ, რათა ზედაპირზე ნაკაწრები არ გაჩნდეს.ტაჯ-მაჰალითანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას შეგიძლიათ იმდენი ფოტო გადაუღოთ, რამდენიც გსურთ, ოღონდ - მხოლოდ გარედან. ტაძარში კი აკრძალულია როგორც ფოტოების გადაღება, ასევე ჭამა, ხმაური და მოწევა. გარდა ამისა, მოთხოვნაა, რომ მობილური ან გამორთული იყოს, ან - უხმო რეჟიმზე დაყენებული.სიქსტეს კაპელაერთ დროს ეს ტაძარი იყო, დღეს კი მუზეუმი და რენესანსის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მონუმენტია. ალბათ, გასაკვირი არცაა, რომ სიქსტეს კაპელა ათასობით ტურისტს იზიდავს და შიგნით ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება სასტიკად აკრძალულია.უესტმინსტერის სააბატომიიჩნევა, რომ თუ სააბატოს შიგნით ფოტოებს გადაიღებთ, სხვა ადამიანები აღარ დაინტერესდებიან მისით, ამიტომაც არის აკრძალული ფოტო-ვიდეოს გადაღება ამ შენობაშიც. თუ სურათები ძალიან გსურთ, შეგიძლიათ ამ საიტიდან გადმოწეროთ, ოღონდ მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის.ლენინის მავზოლეუმიდღესდღეობით ლენინის მავზოლეუმი ტურისტებში ისეთი პოპულარობით აღარ სარგებლობს, როგორც ერთ დროს იყო, თუმცა დაინტერესებულ პირებს, ვინც შიგნით შედიან, ეკრძალებათ ფოტოების გადაღება.ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნული პარკითუ ეროვნული პარკის ფოტოების კომერციული მიზნით (მათ შორის, სოციალურ მედიაზე ასატვირთად) გამოყენება გსურთ, სპეციალური ნებართვა უნდა აიღოთ; პირადი მოხმარებისთვის კი შეგიძლიათ თავისუფლად გადაიღოთ სურათები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ზოგი ადგილის გადაღება სასატიკად აკრძალულია, რადგან წმინდად ითვლება. უფრო მეტიც, მათი დახატვაც კი არ შეიძლება.ლას-ვეგასის ზოგი კაზინოლას-ვეგასის ზოგ კაზინოში ფოტოების გადაღება აკრძალულია უსაფრთხოების წესების გამო. ეს საჭიროა, რათა კაზინო დაიცვან პოტენციური გაძარცვისგან და გაუფრთხილდნენ მომხმარებელთა კონფიდენციალურობასა და ინტერესებს. წარსულში ქალაქის ყველა კაზინოში იყო აკრძალული სურათების გადაღება, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად ზოგმა დაწესებულებამ ეს წესი გააუქმა.ასევე დაგაინტერესებთ:1. მოგზაურები გირჩევენ, ამ ტურისტულ სანახაობებში ფული არ გაფლანგოთ 2. 28 უცნაური რამ, რასაც მხოლოდ აზიაში შეხვდებით 3. ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი არ არსებობს - 14 საინტერესო ფაქტი ბუტანის შესახებ 100 2-ს მოსწონს
|