სხვა ბრიტანელი ქალი თვითმფრინავში არ შეუშვეს ღრმა დეკოლტეს გამო(ფოტო) 2019, 2 ივლისი, 16:36 დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 31 გარიეტ ოსბორნი იძულებული გახდა, მალაგას აეროპორტის იატაკზე გაეთენებინა ღამე, რადგან ბორტგამცილებლებმა ახალგაზრდა ქალი არ შეუშვეს თვითმფრინავის სალონში ძალზე ღრმა დეკოლტეს გამო. თვითონ ოსბორნი ამბობს, რომ ბლუზის ქვეშ არ ეცვა ბიუსტჰალტერი, მაგრამ ბლუზის ქვეშ სპეციალური სკოტჩით ჰქონდა ძუძუს თავები დაფიქსირებული.მიუხედავად ამისა ავიაკომპანია EasyJet-ის თანამშრომლებმა ქალი თვითმფრინავის ბორტზე არ შეუშვეს. "ეკიპაჟი საშინლად იქცეოდა, მათ თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც იაფასიანი ბოზი, სტიუარტი ქალი დადგა ჩემს წინ, ხელი მიაფარა ჩემს ბლუზს და მითხრა:"ო, არა გვერდზე გადადექი" გარიეტს მიაჩნია, რომ ინციდენტში სექსისტური გამოვლინება იკვეთება, ახალგაზრდა ქალი მხოლოდ მეორე დღეს, სხვა რეისით გამოფრინდა სახლში. ამასობაში EasyJet -ის პრეს-სამსახურმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ქალს სთხოვეს ღია დეკოლტე დაეფარა, სხვა რამე ჩაეცვა, ან ბლუზზე რაიმე მოეცვა, თუმცა იგი აგრესიულად იქცეოდა და სტიუარტ ქალების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახდა. "ჩვენი თანამშრომლები სპეციალურად გაწვრთნილები არიან სიტუაციიის სწრაფად შეფასებაში და იქცევიან ადეკვატურად"-განაცხადა ავიაკომპანიის პრეს-სამსახურმა. 151 4-ს მოსწონს
|