x
image
ელენე გუმა
"დაიწყება თუ არა ომი რუსეთსა და საქართველოს შორის?"- რას ამბობენ ასტროლოგები
image
"დაიწყება თუ არა ომი რუსეთსა და საქართველოს შორის?-
ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი.


მისი თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ბევრს გაუჩინა აღნიშნული კითხვა და გადაწყვიტა აეგო პოლარული რუკა და მასში მოეძებნა პასუხი.


როგორც ნოელი წერს, მის მიერ მოძიებული ინფორმაციით ომის საშიშროება რუსეთთან არ გვაქვს.


მოდი ვნახოთ უფრო დეტალურად რას წერს ის:




"დაიწყება თუ არა ომი რუსეთსა და საქართველოს შორის?

ეს კითხვა, ეს შიში ამ დღეებში ბევრს გაუჩნდა. იგივე შეკითხვით მეც, როგორც ასტროლოგს, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მომმართა. ცხადია, არც მე ვარ გულგრილი ამ საკითხის მიმართ, ამიტომ გადავწყვიტე ამეგო ჰორარული რუკა და მასში მეძებნა პასუხი.


ძველი დროის ცნობილი ასტროლოგის, ჰორარისტის- გვიდო ბონათის მიხედვით, ომთან დაკავშირებულ შეკითხვებში პირველი სახლის მმართველ პლანეტას ვიღებთ ‘’ ჩვენი ‘’ მხარის განმსაზღვრელად, ასევე ჩვენს მხარეს პოზიციონერებს მთვარეც. მოწინააღმდეგე ქვეყნის აღმნიშვნელი არის საპირისპირო სახლის ( ანუ მე7ს ) მმართველი პლანეტა. სწორედ ეს ელემენტები უნდა შეფადეს, რომ ვითარება გავარკვიოთ.


პირველი სახლის მმართველი ჩემს მიერ აგებულ რუკაში აღმოჩნდა ვენერა, რადგან ასცენდენტი კუროს ნიშანში მოხვდა. შესაბამისად მისი საპირისპირო სახლი იწყება მორიელით და მმართველად მარსი უნდა ვიგულისხმოთ.- ჰორარულ ასტროლოგიაში მხოლოდ ე.წ. სეპტენარის 7 პლანეტას განვიხილავთ. შესაბამისად პლუტონი მარსით უნდა ჩანაცვლდეს. როგორც უკვე ვახსენე - გვჭირდება მთვარეც- ის ამ რუკის XI სახლში, თევზების 29 გრადუსზე დგას. ვენერა ტყუპებშია, I სახლში, ხოლო მარსი- კირჩხიბში, III სახლის ტერიტორიაზე იმყოფება.


ახლა შევაფასოთ მათი ძალა. ‘’ ჩვენი ‘’ ვენერა ტყუპებში არც სუტია და არც ძლიერი. მისთვის ეს საშუალო მდგომარეობაა. სამაგიეროდ სუსტი პოზიცია აქვს ვენერას სახლის მიხედვით. მაგრამ მთვარე, მისთვის ბუნებრივ წყლის სტიქიაში, თევზებში კარგად გრძნობს თავს. ეს დადებითად აბალანსებს ჩვენს პოზიციებს.


რაც შეეხება ‘’რუსეთის ‘’ მარსს, მისი მდგომარეობა აშკარად სუსტია, კირჩხიბში ის დაცემულად ითვლება და ბევრი არაფერი შეუძლია.
საინტერესო დამთხვევა გამოვიდა ისიც, რომ მარსი მართლაც ომის პლანეტად ითვლება, თუმცა ასტროლოგიის მცოდნენი დამეთანხმებიან, რომ ასეთ მარსს ბრძოლა არ შეუძლია. გარდა ამისა, მარსი ‘’ჩვენს მთვარესთან’’ ჰარმონიულ ასპექტს- ტრინს ჰქმნის. ჰარმონიის დროს კი კონფლიქტები არ ხდება.
არა აქვს ჩვენს ვენერას არც ე.წ ‘’ ალყა’’ ანუ მისი უახლოესი პლანეტები არ არიან ბოროტები/ნეგატიურები.


რაც შეეხება მარსის დგომას III სახლში, ეს სახლი ჭორების სახლს მიეკუთვნება და თუ შეკითხვას ფორმას შევუცვლით და ვიკითხავთ - მართალია თუ არა გავრცელებული ხმები, რომ მალე რუსეთთან ომი გვემუქრება, აქაც პასუხი იქნება არა !! და აი, რატომ:


ამჯერად უილიამ ლილის დავესესხები, რომელიც თვლის, რომ თუ III სახლში მარსი ხვდება, და ამასთან ის თავისი გაძევების ან დაცემის ადგილშია ( ჩვენ კი უკვე გავარკვიეთ, რომ კირჩხიბში დგას და დაცემაშია. ), უნდა ჩავთვალოთ, რომ ინფორმაცია, რომლის შემოწმებაც გვსურს, არ შეეფერება სიმართლეს.
კიდევ ერთი მაჩვენებელი რომ ეს მხოლოდ ჭორებია, გახლავთ ის ფაქტიც, რომ III სახლის მმართველი ამ რუკაში გახლავთ კირჩხიბი და ის თევზების ნიშანში ხვდება. ლილის მიხედვით ესეც ცრუ ინფორმაციაზე მიგვანიშნებს.
ანუ ომი არ იქნება."- წერს ხათუნა ნოელი.

1
2142
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2142
  
2019, 25 ივნისი, 12:42
გადავრჩენილვართ!
0 1 1