x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„მამაშენმა წაგვართვა პრეზიდენტის არჩევის უფლება. ხან პლასტელინა შეტენა ერს ხან კარტოფილების დედოფალი"

image

ღია წერილი ბერა ივანიშვილს.

ყოველგვარი დამცირების და აკრძალული ილეთის გარეშე, თქვენ უკვე პატარა ბიჭი აღარ ხართ.

არც ცხოვრება ნანახი ვინმე ბრძანდებით ამაოების ავ-კარგის რამე გაგეგებოდეთ.

ერთადერთი მატერიალური ძალა რაც გაგაჩნიათ ესაა მილიარდელის შვილობა.

მუსიკებს უნიჭოდ წერთ, სიმღერით უფრო უნიჭოდ მღერით. 2012 წელს თქვენს “შემოქმედებას" ხალხი მამაშენის ხათრით უსმენდა.

პრობლემებში ჩაძირული პუბლიკა რომელიც ხსნას იძულებაში ხედავს, ისე გისმენდა როგორც სვარკის აპარატს შეუიარაღებელი თვალით მიშტერებული ბრბო.

არცერთი გაზეთი ამ წერილს არ დაბეჭდავს მაგრამ მინდა იცოდეთ რომ არამატერიალური ძალა თავისუფალ სიტყვაშია.

შეიძლება იყიდო სხეული, მსმენელი, სახლი, მეგობრები, გარემოცვა მაგრამ ხალხის სიყვარულს ვერ იყიდით.

მამას თუ შვილი იცავს ეს დასაძრახი არაა. მაგრამ თქვენ დაკარგეთ ზღვარი.

მითები თქვენი გულწრფელობის შესახებ საფანტივით გაიბნა და გაუფერულდა.

თქვენ თავს უფლება მიეცით შეხებოდი ინსტიტუციებს.

პოლიციის მიერ ე.წ. რეპერების საქმეზე დაკავებულ პირებს ასე გამოეხმაურეთ.

"თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia#თავისუფლება"

კანონმა თქვენი facebook პოსტის მხარეს მოინდომა ყოფნა.

ხედავთ ივანიშვილის შვილობა კანონზე მაღლა დგას.
სამართლიანი სახელმწიფოსთვის ასეთი ფორმები მიუღებელია.

თქვენი უნიჭო სიმღერით მხარს უჭერდით მამათქვენის ინიციატივას მარიხუანის ლეგალიზაციაზე.

მოგვიანებით კი ერს მამათქვენის არსებობა დაგვამადლეთ რომ “რუსეთის მონები არ ვართ"

თქვენ იდექით ტრანსგენდერ ანასტასია პირველთან, ბასიანის ბარიგებთან, პოლიციის მაგინებლ რეპერებთან მაგრამ არ გაგხსენებიათ ქუჩაში გიტარით ხელში მომღერალი ბიჭი სამირ სავჩუკი რომელიც ცივ ლოგინში ცხოვრების ამაოებამ მოკლა.

მდიდრებს ქუჩაზე და ნიჭზე ალერგია გაქვთ მეტადრე ხალხის სიყვარულზე.

შენ რა იცი რას ნიშნავს პატიოსანი შრომა, უპატრონობა, თავის გატანა, მიზნის მიღწევა უსამართლოდ დაჩაგვრა, დაუფასებლობა, სამსახურიდან სხვისი სიცოცხლის გადარჩენის გამო გამოშვება, შენ არასოდეს არ გაივლი გზას სამსახურიდან სახლამდე ხოლო მეუღლეს და მცირეწლოვან შვილს არ ეტყვი რომ სიმართლეს მათი ლუკმა პური შესწირე.

შენ არასოდეს გიბრძოლია არც ქვეყნისთვის და არც ლუკმა პურისთვის, რადგან მამაშენმა ბევრი გაყიდული მეომარი იყიდა და ჰგონია ასეთი “არმიით" ომს მოიგებს.

შენ მხოლოდ მამაშენის რეპუტაციისთვის იბრძვი.

შუშის სასახლის უფლისწულო
შენ არ იცი ამ გაუბედურებულ ქვეყანაში ვის როგორ უღამდება ან როგორ უთენდება.

შენ არ გინახია შიმშილისგან აწრიალებული ბავშვები. ბაზარში ურიკაზე მომუშავე ხელებდამაზოლებული თანატოლები.

თქვენი ბრალი არაა რომ ასეთი მემკვიდრეობა გერგოთ თქვენი დანაშაული მხოლოდ სითავხედეა, კანონზე მაღლა გინდათ დგომა ეს სწორი არ არის.

გუშინ წინ შენს თანატოლებს როდესაც თვალები მოთხარეს დუმდი მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაგახსენდა რომ თურმე “თავისუფალი თაობის შვილი ხარ" და პროტესტს უერთდები.

თქვენს სიტყვებს ვციტირებ.

"მინდა შევუერთდე სამართლიან პროტესტს, რომელიც ერთი სამარცხვინო, გზააბნეული პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო"

- მამათქვენმა შექმნა ეს სამარცხვინო პოლუტიკა,

მოატყუა ჩემი ერი: იყიდა პოლიტ პარტიები, ჟურნალისტები, მიცვალებულთა პატრონები, სტუდენტები, პოლიციელები, პოლიტ პატიმრები, სამხედროები.

დაიწყო გარიგებები და ადამიანთა სულით თამაში შექმნა კოაბიტაცია ერს სასურველ კომბინაციაზე აიძულა თამაში.

უსახური და უწიგნური ვიგოდნიკი ტიპები ცოლებით ძმებით ბიძაშვილებით ეტენებიან საცოდავი ერის ბიუჯეტს - მამაშენის ბიზნესი ასეთ სტრუქტურულ იერარქიაზე დგაას როგორიც სახელმწიფოში მოაწყვეთ?

მამაშენმა წაგვართვა პრეზიდენტის არჩევის უფლება.
ხან პლასტელინა შეტენა ერს ხან კარტოფილების დედოფალი.

ერში მადლი დაკარგეთ ხალხს ეჯავრებით.

საკმარისია ერთი დღე გეცხოვრა ერის ტანჯული ყოფით დაინახავდი ურჩხულის ბუნებას.

სააკაშვილი გერქმევა თუ ივანიშვილი რა მნიშვნელობა აქვს როცა შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება.

ამ საუბარს ისევ გავაგრძელებ...image

2
796
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
796
  
2019, 25 ოქტომბერი, 0:03
ბერას თავისი ცხოვრება აქვს და არაკაცია ყველა ვინც მამის ტვირთს შვილს აჰკიდებს, ბარემ ისიც მოყევი ნემსაძევ რატომ მოგისროლეს ჯარიდან, რომ დადიხარ და ქვეყანას აყვედრი ვიბრძოდიო, სხვაც ბევრი ვიბრძოდით, მაგრამ შენგან განსხვავებით არავისთვის დაგვიყვედრებია.
შენ ხარ ტიპიური პროვოკატორი მეგრელთმოძულეც ყველა "სიკეთესთან" ერთად. თავი დიდი ვინმე კი გგონია, მაგრამ ერთი დაბოღმილი და შეუმდგარი არსება ხარ, რომელსაც ვითომ ძალიან შესტკივა გული...
2019, 24 ივნისი, 12:44
ყოჩაღ, ასეთი სიმართლე დიდი ხანია არ თქმულა. ყველაზე დიდი უბედურება რა არის იცით? ხალხს სიმართლის თქმა და გაზიარება გვეშიანია. ასე იყო სააკაშვილის დროს და ასეა ახლაც. ყველა სტატუსს, ყველა ზედმეტად ნათქვამს რეპრესიები მოყვება, როგორც სახელმწიფოდან ასევე სამსახურიდან. გაიხარეთ!
0 1 2