x
image
კატაპულტი
რით განსხვავდება 2007 წლის 7ნოემბერი და 2019 წლის 20-21ივნისი ერთმანეთისგან?!
image
2019 წლის 20 ივნისი სამარცხვინო ლაქად ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში.პირველი, იმიტომ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამი დაუთმეს სხდომის წასაყვანად; და მეორე, საპროტესტო აქციის დაშლის მეთოდი ძალიან ჰგავდა 2007წლის 7 ნოემბრის მოვლენებს, რომელსაც გამუდმებით იხსენებენ ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლები და წინა ხელისუფლების კრიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც ხშირად გამხდარა.

ისმის კითხვა: რა განსხვავებაა 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს შორის?!

ორივე შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი და “რეზინის ტყვიები". 2007 წელს ამჟამინდელი მთავრობის წევრი, სოზარ სუბარი, რომელიც მ ა შინ სახალხო დამცველი გახლდათ, აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ არაკანონიერად გამოიყენა “რეზინის ტყვიები", რადგან კანონით ასეთი რამ გათვალისწინებული არაა.

და, რა მოხდა 2014 წელს?! კანონში, რომელიც მსგავს შემთხვევებში სამართალდამცველების მხრიდან სპეც-საშუალებების გამოყენებას ითვალისწინებს, 2014 წლამდე ეწერა, რომ დასაშვები იყო რეზინის ხელკეტის, ცრემლსადენი გაზის, ხელბორკილების, აკუსტიკური საშუალებების გამოყენება.2014 წელს იგივე სოზარ სუბარის ინიციატივით შევიდა ცვლილება.და დაემატა წიწაკის გაზი, რომელიც სავარაუდოდ, 2019წლის 20-21ივნისს იქნა გამოყენებული, და “რეზინის ტყვიები", რომლითაც არაერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა 20-21ივნისს .


დიახ, სხვაობა მხოლოდ კანონიერებაშია.2019წელს იგივე იარაღი, იგივე მეთოდები კანონიერია, რაც 2007წელს უკანონო იყო.

4
980
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
980
  
2019, 21 ივნისი, 13:22
გეთანხმებით და არცერთს არ ვამართლებ,უბრალოდ სტატიით მინდოდა მეჩვენებინა რა შეიცვალა ხალხისთვის.2007ში უკანონო იყო,ახლა კანონიერია,ხალხი ორივე ჯერ დაზარალდა
2019, 21 ივნისი, 13:18
თავიდან მეც ეგე ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ წყალი რომ მიესხათ, სანამ დიდი რაოდენობით იყო ხალხი, ჭყლეტა მოხდებოდა და შეიძლება მსხვერპლიც ყოფილიყო. რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით კი გეთანხმებით, ეგ საერთოდ არ უნდა გამოეყენებინათ. მაგრამ, ფაქტია, რომ პოლიცია ადგილიდან არ ინძრეოდა და თავს მომიტინგეები ესხმოდნენ. 2007-ში კი, თითო მომიტინგეს 5-6 პოლიციელი ურტყავდა და თავისუფლების მოედნიდან გაქცეულებს, ავლაბრამდე სდიეს
2019, 21 ივნისი, 10:46
ვერ დაგეთანხმებით იმაში,რომ გუშინ სამართალდამცავები უფრო დაშავდნენ. მათ კორიდორი გაუკეთეს და მშვიდობიანად აბარებდნენ თავიანთ კოლეგებს.ამასთან რეზინის ტყვიებამდე და გაზამდე მოსახლეობის მხრიდან ნაკლები იყო აგრესია.და ბუნებრივია,როცა გადამეტებულ ძალას იყენებენ შენს წინააღმდეგ,მშვიდად ვერ დახვდები.
რეზინის ტყვიები წესით უკიდურესად
განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამოეყენებინათ,დარბევის შემდეგ რომ გამოაჩინეს წყლის ჭავლი,მანამდე სად იყვნენ?მაგით დაეწყოთ
2019, 21 ივნისი, 9:22
კიდევ 2 მნიშვნელოვანი განსხვავებაა: 2007 წელს პოლიცია და სპეცნაზი ურტყავდა მომიტინგეებს, გუშინ მომიტინგეები ესრიდნენ ქვებს და წყლით სავსე ბოთლებს პოლიციელებს. მაშინ, სავადმყოფოში, ძირითადად, მშვიდობიანი მომიტინგეები მოხვდნენ, ახლა დაზარალებულების უმრავლესობა სამართალდამცავი იყო.
0 1 4