x
მეტი
  • 05.12.2022
  • სტატია:124109
  • ვიდეო:355518
  • სურათი:496759
"გრაფი სეგედის" 100 წელი შეუსრულდებოდა

image



18 ივნისს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა ცნობილ ესტონელ მსახიობს იური იარვეტს, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს უპირველეს ყოვლისა გრაფი სეგედის როლით მინი-სერიალიდან "დათა თუთაშხია"



დაიბადა 1919 წლის 18 ივნისს ტალინში, დედა რუსი ჰყავდა, მამა კი ან ფრანგი იყო ან გერმანელი ლოტარინგიის რეგიონიდან, იური ესტონურმა ოჯახმა იშვილა, რუსულ ენას ძალზე ცუდად ფლობდა, ამიტომ რუსულენოვან ფილმებში მის როლენს სხვა მსახიობები ახმოვანებდნენ, '


1930-იან წლებში ტალინის გუსტავ ადოლფის გიმნაზიაში სწავლობდა, დაკავებული სპორტული ტანვარჯიშით და ტალინის ჩემპიონიც კი გახდა.



1938 წლამდე იგი გიორგი კუზნეცოვი იყო, მხოლოდ 1938 წელს, როდესაც ესტონეთში გვარების გამოცვლის ბუმი დაიწყო, იგი იური იარვეტი გახდა.


თეატრში იური იარვეტი სრულიად შემთხვევით მოხვდა, სპორტულ დარბაზში ქორეოგრაფებმა ნახეს და დაასკვნეს – ის ცეკვასაც შეძლებდა. ასე მოხვდა 1941 წელს იური იარვეტი ტალინის მუშათა თეატრის მოცეკვავეთა გუნდში, მალე კი ესტონეთის სახელმწიფო ანსამბლშიც.ომის დაწყების შემდეგ სამი თვე მსახურობდა სარეზერვო პოლკის შრომით ბატალიონში.


1944-46 წლებში სწავლობდა ნაციონალურ დრამატულ სტუდიაში.ამავე ხანებში

მოზარდმაყურებელთა თეატრის დასში ჩარიცხეს, ხოლო 1949 წლიდან ესტონეთის თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა.

სწავლის პარალელურად ესტონეთის რადიოში მუშაობდა და

, ესტონურ პრესაში, კულტურის განყოფილებას უძღვებოდა.


1952 წლიდან კი ესტონეთის დრამატული თეატრის მსახიობია, ხოლო 1967 წლიდან კინოსტუდიებთან:"ტალინფილმთან" "ლენფილმთან და "მოსფილმთან"ხელშეკრულებით თანამშრომლობს.


1979 წლიდან გამოდის ტელევიზიით და რადიოთი როგორც საესტრადო მსახიობი სკეჩებით და ფელეტონებით


1982 წლიდან 1987 წლამდე იარვეტი ესტონეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო.ხოლო 1984-89 წლებში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.


იური იარვეტი გარდაიცვალა 1995 წლის 5 ივლისს ტალინში, 76 წლის ასაკში

image

მსახიობს ნათამაშები ჰქონდა 100-ზე მეტი როლი თეატრში, სატელევიზიო დადგმებში თუ მხატვრულ ფილმებში, ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა მხატვრულმა ფილმმა "მეფე ლირი"(1970), სადაც მსახიობი მთავარ როლს ასრულებდა,

1971 წელს, თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ლირის განსახიერებისთვის, იური იარვეტი წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს, 1972 წელს ფილმს ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალზე გადაეცა პრიზი "ვერცხლის ჰიუგო", ხოლო 1973 წელს მილანის კინოფესტივალზე ოქროს მედალი.


1975 წელს იარვეტს მიანიჭეს საბჭოთა კავშიროს სახალხო არტისტის წოდება.



ამ წარმატებას მოჰყვა, მეორე წარმატება, გრაფი სეგედის ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის "დათა თუთაშხიაში" მსახიობს 1981 წელს სახელმწიფო პრემია გადაეცა.

image


გრაფი სეგედი იარვეტის როლს რეზო ლორთქიფანიძე ახმოვანებდა.

0
324
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0