x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გიორგი კვიწინაშვილის ხსოვნის საღამო დედოფლისწყაროში (სტატია-ვიდეო)
image


დედოფლისწყაროს კულტურის სახლის სცენაზე ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედმა“ საანგარიშო კონცერტი ანსამბლის სოლისტის, გიორგი კვიწინაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. ანსამბლის გამორჩეული სოლისტი 19 წლის ასაკში, 2018 წელს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ის ამ ანსამბლში 10 წლის განმავლობაში ცეკვავდა.


ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ დედოფლისწყაროში 2018 წლის 2 იანვარს მოხდა, რამდენიმე დღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გიორგი კვიწინაშვილი თბილისის ერთერთ კლინიკაში გარდაიცვალა.


განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა თეატრალიზებული ფინალური ნომერი, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის დაიდგა და სკოლიდან გარდაცვალებამდე პერიოდს ასახავდა.



ღონისძიებას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი კაპანაძე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე და გიორგი კვიწინაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.


ამ კონცერტით „იმედმა“ მუშაობა დაასრულა. გიორგი კვიწინაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ ანსამბლმა სახელიც შეიცვალა - ამიერიდან მას „იმედის“ ნაცვლად „გიორგელები“ ერქმევა.


საღამოს დასრულების შემდეგ კულტურის სახლიდან სასაფლაოზე მსვლელობა მოეწყო, შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ პატივი მიაგო უდროოდ გარდაცვლილი მოცეკვავის ხსოვნას.


.

(პირველი ნაწილის სრული ვიდეო)

(მეორე ნაწილის სრული ვიდეო)

image

0
171
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0