საზოგადოება ოლივია ჰასისა და ლეონარდ უაითინგის "რომეო და ჯულიეტასავით " საბედისწერო სიყვარული 2019, 13 ივნისი, 15:34 უილიამ შექსპირის ტრაგედიების ეკრანიზებასა და მის გადმოტანას სცენაზე დღემდე არაერთი რეჟისორი ცდილობს. ინგლისის დიდი პოეტის გმირები ხშირად ცოცხლდებიან და სხვადასხვა ფორმით მოაქვთ მაყურებელთან ავტორის უაღრესად ბრძნული და მრავლის მეტყველი სათქმელი... თუმცა ... არ მომერიდება თქმა, რომ იტალიელი რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის 1968 წელს გადაღებული ფილმი „რომეო და ჯულიეტა“ დღემდე ლეგენდად რჩება! ან როგორ გინდა ოლივია ჰასისა და ლეონარდ უაითინგის სახის ჩანაცვლება შეძლო... ეს ხომ თითქმის შეუძლებელია! გადაღებების დაწყების მომენტისთვის ოლივია 15 -ის, ლეონარდი კი 16 წლის გახლდათ. ასაკით ისინი თითქმის შექსპირის გმირების ტოლნი იყვნენ და საოცრად ლამაზად გამოიყურებოდნენ. სივრცეს იპყრობდა მათი ერთად გამოჩენა... აღფრთოვანების დამალვა უჭირდა ყველას... ერთმანეთს საოცრად ანთებული თვალებით უცქერდნენ... და გარშემოც ყველაფერი ნათდებოდა... თურმე მათ შორის მათსავე გმირების მსგავსად, უზარმაზარი გრძნობა გაჩენილიყო, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ გადამღები ჯგუფის წევრებმა და მსახიობების ნათესავებმა იცოდნენ. წყვილს თამაში თითქმის არც სჭირდებოდა. მათი კინო და ცხოვრებისული რომანი ხომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა... და ამიტომაც მსახიობები კი არ თამაშობდნენ, უბრალოდ ცხოვრობდნენ ეკრანზე... იწვოდნენ ... და კვდებოდნენ... „ოლივია ჩემი პირველი დიდი სიყვარული იყო. ფილმის ის ნაწილი, როცა რომეო წვეულებაზე პირველად ხედავს ჯულიეტას, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. აქ ჩანს, რამდენად ძლიერად მიყვარს...“ - აღიარებს რამდენიმე წლის მერე ლეონარდი. თუმცა ყველაფერი ისევე ლამაზად არ გაგრძელებულა, როგორც დაიწყო... ოლივიასა და ლეონარდის სიყვარული საბოლოოდ ისეთივე სევდიანი აღმოჩნდა, როგორც ნინო როტას უკვდავი მუსიკა... და როგორც თვით რომეოსა და ჯულიეტას "ტრაგიკული" დასასრული. წყვილის ურთიერთობებში ოლივიას დედა გამოჩნდა. ქალს ღარიბი მუშის შვილი სასიძოდ დიდად არ აღაფრთოვანებდა და ამას არც მალავდა. რეალური "რომეო და ჯულიეტა", მონტეგებისა და კაპულეტების მსგავსად, საბოლოოდ მშობლის ნებას შეეწირნენ. ოლივიას დედას შეხედულებებმა იმდენი შეძლო, რომ მისმა ქალიშვილმა საყვარელი ადამიანი დატოვა და მდიდარ, ამერიკელ თაყვანისმცემლს გაჰყვა ამერიკაში. განშორებამ შეყვარებულ წყვილზე მძიმედ იმოქმედია... ... *ოლივია თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახლიდან არ გამოდის... ის მალე ცოლად მიჰყვება ცნობილი შანსონიე დინ მარტინის შვილს, დინო მარტინის, რომელიც უზომოდ შეყვარებულია ოლივიაზე. ცოტა ხანში მათ შვილი - ალექსანდრეც უჩნდებათ, მაგრამ ოლივიას გადაწყვეტილებით წყვილი რანდენიმე წელიწადში მაინც შორდება. მარტო დარჩენილი მსახიობი შვებას ანტიდეპრესანტებში ხედავს... *ლეონიდსაც დეპრესია იპყრობს. ის ალკოჰოლს ეძალება... გრძნობს, რომ თავის "ჯულიეტას" ვეღარასოდეს დაიბრუნებს და ცოლად მასზე შეყვარებული იამაიკელ გოგონა მოჰყავს. ... საბოლოოდ ოლივია, ისევე როგორც ფილმში, ლეონარდზე ძლიერი აღმოჩნდა. მან შეძლო დეპრესიის დაძლევა და ჯულიეტას შემდეგ განასახიერა 2 შესანიშნავი როლი. მარიამ ღვთისშობლის, ძეფირელის ფილმში „ იესო ნაზარეთიდან“ და დედა ტერეზას როლი ფაბრიციო კოსტას იმავე სახელწოდების ფილმში... იგი ასევე ბევრს თამაშობდა სცენაზე... ... რაც შეეხება ლეონარდ უაითინგს, მის შესახებ 80-90-იანი წლების დასავლურ პრესაში არაფერი წერია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან რამდენიმე სპექტაკლში ითამაშა და თავისუფალ დროს მუსიკასა და სცენარებს წერდა. ... გაგრძელებული პირადი ცხოვრება * 1980 წელს ოლივია მეორედ გათხოვდა, მისი ქმარი ამჯერად იაპონელი მომღერალი აკირა ფუსე გახდა, რომელთანაც ოლივიას გაუჩნდა შვილი მაქსი... თუმცა სამწუხაროდ, ეს ქორწინებაც ვერ აღმოჩნდა ხანგრძლივი... ოლივიას მესამე და ამჟამინდელი მეუღლე კი, ყოფილი როკ-მუსიკოსი დევიდ გლენ აისლია, რომელიც მან 38 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გაიცნო . „ ის არის მთასავით დიდი და მზესავით თბილი და ყოველდღე მიძღვნის ერთ სიმღერას“- ამბობს ოლივია. მათ ჰყავთ საერთო ქალიშვილი ინდია, რომელიც ძალიან ჰგავს დედას... ოჯახი ცხოვრობს მალიბუში... * რაც შეეხება ლეონარდ უაითინგს, 1997 წელს, 52 წლის ასაკში ლეონარდის ცოლი სიმსივნით გარდაიცვალა, თუმცა „რომეოს“ მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ ლეონარდმა თავის ძველ მეგობარ ლინ პრესნერზე იქორწინა და ამ დრომდე მასთან ერთად ცხოვრობს. ... ახსოვდა თუ არა მთელი ამ წლების მანძილზე ლეონადს ოლივია? რა თქმა უნდა, ახსოვდა! ... უაითინგი საკუთარი სცენარით ფილმის გადაღებასაც კი აპირებდა, რომელსაც „რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ“ ერქმეოდა და ის სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი შექსპირის გმირების ცხოვრებას მიეძღვნებოდა... ეს იდეა სამწუხაროდ განუხორციელებლი დარჩა, მაგრამ მათ მაინც მოუწიათ კიდევ ერთ ფილმში ერთად თამაშმა... ბრუს ვების 2015 წელს გადაღებულ ფილმში „სოციალური თვითმკვლელობა“, რომლის სიუჟეტიც შექსპირის გმირების მსგავსი ახალგაზრდების ცხოვრებას დღევანდელ, სოციალური ქსელების ეპოქაში აღწერს, ლეონარდ უაითინგი, ოლივია ჰასი ისევ აღმოჩნდნენ. იქ მათთან ერთად თამაშობს ასევე ოლივიას ქალიშვილი (მესამე ქმრისგან ) ინდია ეისლიც. ... და აი... თითქმის 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ძეფირელის "რომეომ და ჯულიეტამ" მთელი მსოფლიო მოიცვა... ამჟამად: ლეონარდ უაითინგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და შექსპირის გმირებზე ლექციებს მთელ მსოფლიოში კითხულობს. ოლივია ჰასს საოცრად უყვარს ცხოველები და 2005 წლიდან ხელმძღვანელობს უსახლკარო ძაღლების დახმარების ფონდს. ისინი ცხოვრობენ ბედნიერად... თუმცა ცალ-ცალკე... და მხოლოდ ერთ საკითხზე უწევთ თავის მართლება... რატომ ვერ მოახერხეს დაიცვათ საკუთარი, ლამაზი ბავშვური სიყვარული... (?!) 1997 1-ს მოსწონს
|