x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა არის კარიესი და რა იწვევს მას?

კარიესი

კბილის კარიესი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში, კბილის კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება შემდგომში ღრუს წარმოქმნით.

აშშ-ის კონსერვატიული სტომატოლოგიის სახელმძღვანელოში კბილის კარიესი განმარტებულია როგროც კბილის ინფექციური მიკრობიოლოგიური დაავადება, რომელიც იწვევს კალცინირებული ქსოვილების ლოკალურ დაზიანებას. მიუხედავად კარიესის უძველსი დროიდან ცნობისა, მისი გავრცელება მკვეთრად გაიზარდა მთეს მსოფლიოში უკანასკნელი 50-80 წლის განმავლობაში, რაც უკავშირდება კვების ხასიათის ცვლილებებს, კერძოდ კი ნახშირწყლების მოხმარების რაოდენობის გაზრდას. ჯანმო-ს მონაცემებით შაქრის მოხმარება გასული საუკუნის ბოლოსთან შედარებით დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა.

სამწუხაროდ არ არსებობს ზუსტი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კარიესული პროცესების განვითარების წინასწარ განჭვრეტა. თუმცა რისკის ხარისხს ადგენენ შემდეგი მაჩვენელებლებით: კარიესული ღრუების რაოდენობა, პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობა, კვების ხასიათი, ნერწყვის ინტენსივობა, ფტორის შემცველობა სასმელ წალში და ა.შ.


ფაქტორები რომლებიც მნიშვნელოვანია კბილის კარიესის განვითარებაში:

1.კვება- კარიესის წარმოქმნაში დიდი მნიშველობა აქვს კვების ხასიათს. მრავალრიცხოვანი კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკლვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება იწვევს კბილების კარიესული ინტენსივობის გაზრდას, მაგალითად დადგენილ იქნა კარიესის მაღალი ინტენსივოპა საკონდიტრო ფაბრიკაში მომსახურე პერსონალებში. აღასანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყურადღება უნდა მიექცეს გამოყენებული ნახშირწყლების არა მარტო რაოდენობას, არამედ პირის ღრუში მათი მოხვედრის სიხშირეს და დაყოვნების ხანგძლივობას. ასევე რბილი საკვები რომელიც არ საჭიროებს ინტენსიურ მექანიკურ დამუშავებას იწვევს ნადებს, რომელიც უშუალოდ უწყობს ხელს კარიესის წარმოქმნას.

2.გადატანილი დაავადებები-კბილის მინანქარი არის მაღალმინერალიზებული ქსოვილის, რომელიც კბილის ამოჭრის შემდეგ თავის მუდმივობას ინარჩუნებს იონთა გაცვლის გზით გარემომცველ არესთან-პირის ღრუს სითხესთან. გადატანილი დაავადებები რომლებიც იწვევენ ნერწყვის შემადგენლობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებს ირიბად მოქმედებენ დემინერალიზაციის პროცესთან.

3.მიკროორგანიზმების მნიშვნელობა-კბილის მინანქრის ზედაპირთან მიკროორგანიზმებისა და ნახშირწყლების კონტაქტის გარეშე კარიესი არ წარმოიქმნება. აღსანიშნავია სტრეპკოკები კერძოდ: მუტანსი, მიტის, სანგიუსი.

4.კბილის ქსოვილების გარე ფაქტორების ზემოქმედება-ცნობილია, რომ სხივური თერაპიის შეეგად, განსაკუთრებით თავის და კისრის მიდამოში, 6-8 თვის შემდეგ ჩნდება კბილების დაზიანების ნიშნები თეთრი ლაქების სახით, შემდეგ კი ყალიბდება კარიესული ღრუები, დაზიანების თავისებურება მდგომარეობს ყელის მიდამოში კარიესის ინტენსიურ განვითარებაში.

5.კბილის ნადები-ესაა ბაქტერიების გროვა, რომლებიც მჭიდროდ ეკვრიან კბილის ზედაპირს და განსაზღვრულ პირობებში გარკვეულ უბანზრ შეუძლიათ შექმნან მინანქრის დემინერალიზაციისათვის საკმარისი მჟავე გარემო. კბილის ნადები არის გამჭვირვალე, რბილი, წბოვანი მასალა, რომელიც თითქმის მთლიანად შედგენა ბაქტერიებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებისგან. მას აქვს მიმაგრების ამორჩეული ადგილები, რაც განსაზღვრავს კარიესული დაზიანების ლოკალიზციას.

6.ნერწყვის დაცვითი მნიშვნელობა-ნერწყვის საშუალებით ორგანიძმი ახდენს პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების კონტროლს.პირის ღრუს ნორმალუი ფლორა ხელსაყრელია ადამიანებისთვის, რადგან ის იცავს გარედან მოხვედრილი მრავალი პათოლოგიური მიკროორგანიზმებისგან. თუ მიკროორგანიზმებმა მოახერხეს მიწებება კბილის მიმანქარზე მათზე მოქმედებს ფერმენტული სისტემები, სანერწყვე ჯირკვლების გამოიმუშავებენ ანტიმიკრობული მოქმედების მქონე ნივთიერებებს: ლიზოციმს, ლაქტოპეროქსიდაზას, ლაქტფერინს, აგლუტინებს. ასევე ნერწყვის ბუფერულ უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს კარიესისგან დაცვის თვალსაზრისით, რაც გამოიხატება მჟავე რეაქცსიის შემცირებაში.

0
664
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0