x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები - ეს ბიჭი ყველას...." - რა სტატია მიუძღვნა ზურა ყიფშიძეს "ვაშინგტონ პოსტ"-მა 1990 წელს
image

ზურა ყიფშიძე იმ მსახიობთა კატეგორიას განეკუთვნება, ყველა თაობის გამორჩეული მსახიობი რომ შეიძლება უწოდო.

1976 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართული ფილმში" და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეკრანზე არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

სამოცამდე ფილმი, არაერთი წარმატებული თეატრი, უამრავი პრიზი თუ ჯილდო, მათ შორის:

  • 1985 წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

  • 1990 წ.- გრამპრი სპექტაკლში „დონ ჟუანი“

  • 1997 წ. „ოქროს ნიღაბი“ - სპექტაკლი „მამა“

  • 1998 წ. რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი „ნიკა“ - ფილმი „მოცეკვავის დრო“

  • 1999 წ. - გრამპრი - სპექტაკლი „მამა“

  • 2017 წ. - წლის საუკეთესო მამაკაცი - სპექტაკლისთვის „მეფე ლირი“ საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია

  • 2017 წ. - წლის საუკეთესო მამაკაცი / სპექტაკლისათვის „მეფე ლირი“ / თეატრის კრიტიკოსთა კავშირი
...
ძნელია, ზურას რომელიმე როლზე უემოციოდ საუბარი, რადგან თითქმის ყველა მათგანი უზადო და შთამბეჭდავია. თუმცა, ზურა ყიფშიძის სახელისა და გვარის ხსენებისას, გონება მაშინვე მაინც რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მხატვრული ფილმის "როცა აყვავდა ნუშისკენ" გაგირბის.


image

იმ 50-60 ფილმიდან რომელშიც გადამიღეს, ყურადსაღები და საინტერესო შეიძლება იყოს სადღაც ათი ფილმი, მაგრამ აქ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „როცა აყვავდა ნუში” აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ რომ პირველი ფილმი იყო, რომელიც ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა",

- წერს მსახობი და მართლაც, "როცა აყვავდა ნუში" თავისი თემატიკით, იდეით, ბრწყინვალე ადამიანებითა თუ თანდართული, გია ყანჩელის ჯადოსნური მელოდიით, დღემდე არ კარგავს თავის მნიშვნელობას და ერთნაირად ხიბლავს ძველსა და ახალ თაობას.


imageფოტოზე: მიხეილ თუმანიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ზურაბ ყიფშიძე

ზურა ყიფშიძის დიდი მაესტრო თავად მიხეილ თუმანიშვილი გახლდათ.

მსახიობი თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მისი დაარსების დღიდან მოღვაწეობს.

ამ საოცარ თეატრს კი არაერთხელ მოუხდენია ფურორი საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

ერთერთი ასეთი ფურორი მოჰყვა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლს "დონ ჟუანი" (1981 წელს), სადაც მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებდა.

image"დონ ჟუანი" - მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.

სპექტაკლი უდიდესი აღფრთოვანებით მიიღო მსოფლიომ.

მის შესახებ რამდენიმე ათეული სტატია დაიბეჭდა მსოფლიო პრესაში.

მათგან აღსანიშნავია "ვაშინგტონ პოსტი"- 1990 წელს, კინომსახიობთა თეატრის ვაშინგტონში გასტროლების შესახებ.

...
1990 წელს ზურაბ ყიფშიძის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" წერდა:

"..ყიფშიძის დონ ჟუანისთვის მზად ხარ მოკვდე.. მისი თითოეული ჟესტი პოეზიაა, მეტყველება - სიმფონია. ყოველი გამოხედვა - ჟრუანტელის მომგვრელი. თქვენ შეგიძლიათ გყვადეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები - ეს ბიჭი ყველას მტვერში აგორავებს. "


image"დონ ჟუანი" - მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.

მრავალი წარმატების მიუხედავად ალბათ, არც ისე იოლია იყო მსახიობი (თუნდაც იყო ზურა) და ცხოვრობდე საქართველოში.

ზურაბ ყიფშიძეს ყოველთვის შეეძლო ებრწყინა მსოფლიოს ნებისმიერ სცენაზე.

მაგრამ...

მან ცხოვრებაში გააკეთა ერთი რთული, თუმცა გულიდან წამოსული არჩევანი:

ზურა სამარადისოდ დარჩა ქართველ მსახიობად !


imageზურა ყიფშიძე - სცენა სპექტაკლიდან "მეფე ლირი"

2
1081
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1081
  
2019, 13 ივნისი, 9:08
მარტო მისი ხმა ღირს ერთ მსახიობად.
2019, 13 ივნისი, 0:14
როცა აყვავდა ნუში საოცარია ზურა ამ ფილმში
0 1 2