საზოგადოება მთავრობებო, თქვენ დედა გყააავთ?!- 2019, 10 ივნისი, 14:01 ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 90 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.საქართველოში 3, 5 მილიონიც არა!
ირანის ნომერ პირველი პრობლემაა სასმელი წყლის მწვავე დეფიციტი და მზად არის საქართველოსგან დღესვე იყიდოს მდინარე და მილებით გადაქაჩოს!რატომ საქართველოდან?იმიტომ, რომ - საქართველომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მტკნარი წყლის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ერთ-ერთი პირველი, სადაც დიდი რაოდენობით წყლის გატანა მოხდება, ირანი იქნება. ეს საკითხი სამთავრობოთაშორისი უწყებების დონეზე უკვე გადაწყვეტილია(ჯერ კიდევ 2014 წელს გადაწყდა). დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანას 18 მლრდ კბ/მ მტკნარი წყლის მარაგი აქვს, საიდანაც მხოლოდ 5%-ია ათვისებული(გესმით რა ციფრებზეა საუბარი?!).
როგორც ცნობილია, მტკნარი მიწისქვეშა წყლის რესურსული პოტენციალის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ მხრივ იგი, საშუალოდ, 2, 5-ჯერ აღემატება მსოფლიო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. სპეციალისტთა ერთი ნაწილის გათვლით, საქართველოს მიწისქვეშა სასმელი წყლების საექსპლოატაციოდ დასაშვები მარაგის რაოდენობა არის 301 კბ/მ წამში, ანუ 26 მილიარდი ლიტრი დღე-ღამეში. ადამიანის დღიური ფიზიოლოგიური ნორმის (2-2, 5 ლიტრია!!!) გათვალისწინებით, ეს რესურსი საშუალებას იძლევა, ყოველდღიურად დააკმაყოფილოს მსოფლიოს მოსახლეობის მოთხოვნილება 17, 5 მილიარდი ლიტრი მტკნარი სასმელი წყლით ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას საქართველოს ბიოეკოლოგიურ გარემოს."
...და ამ დროს, საქართველოში არის დაბები, სოფლები, ქალაქების უბნები სადაც დღემდე წყალი ენატრებათ, ან გრაფიკით მიეწოდებათ!
წყლის საკითხში არც ერთი მთავრობა არ გამოგვადგა, დაწყებული გამსახურდიას დროის მთავრობიდან, ივანიშვილის მთავრობით დამთავრებული! მთავრობებო, თქვენ დედა გყააავთ?!!!???? თამაზ ჭეიშვილი.10 ივნისი, 2019.ფიტავი.დილის 5 საათი. PS: მცხეთა მთიანეთის გუბერნიის დუშეთის რაინის დაბა ფიტავის 90 ოჯახიანი დღემდე უწყლოდ არის!სირცხვილი ამ ხელისუფლებას(თუკი შემორჩა)." - წერს ჟურნალისტი, პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი 156 1-ს მოსწონს
|