x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა უნდა ვიცოდეთ საკვებით მოწამვლის დროს
image

ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევები, ამის მიზეზი გახლავათ ტოქსინები და მიკროორგანიზმები, რომლიც ცხოველმყოფელობა ცხელ ამინდში ძლიერდება .მოწამვლას ძირითადად იწვევს მალფუჭებადი პროდუქტები, ცუდად გარეცხილი ხილი ან ბოსტნეული და დაბინძურებული სასმელი წყალი.


საკვების ინტოქსიკაციის პირველი ნიშნებია:გულის რევა, ღებინება, სხეულში სიცივის დავლა და დიარეა, ხშირად ტემპერატურის მომატებაც.





პირველადი დახმარება:ავადმყოფს უნდა მივცეთ 3-იდან 6 ჩის ჭიქამდე თბილი წყალი(სასურველია სოდით გაზავებული)და ამასთანავე სასურველია ორი თითით ენის ფუძეს მიწვდეს, რომ დააჩქაროს ღებინება, პროცედურა მანამდე გავიმეოროთ, სანამ გამორეცხვის შემდეგ წყალი სუფთა არ იქნება.


ამის შემდეგ ავადმყოფს ოთხჯერ ყოველ 15 წუთში მივცეთ რომელიმე ენტეროგოსერბენტი(აქტივირებული ნახშირი, ნეოკარბონი, ეუკარბონი და სხვა)და ვამყოფოთ მოსვენებულ მდგომარეობაში, თუ ამცივნებს ჩავაცვათ თბილად.მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მივცეთ სიცხის დამწევი პრეპარატი, თუ პაციენტს უგრძელდება ღებინება და არ შეუძლია მედიკამენტის მიღება, მაშინ საჭიროა გადავიყვანოთ სტაციონარში, სადაც გაუკეთდება გადასხმა.

ინტოქსიკაცია სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა 1 დღიდან 10 დღემდეც გაგრძელდეს.


დიეტა:მოწამავლის შემდეგ ავადმყოფს ენიშნება დიეტა, აკრძალულია ყოველგვარი შემწვარი, ცხარე და მწარე საკვები.ასევე დროებით რაციონიდან უნდა ამოიღოთ რძის პროდუქტები.

მეორე დღიდან შეიძლება ქათმის ბულიონის, ბრინჯის სუპის და უცხიმო კარტოფილის პიურეს მიღება.ხილიდან მხოლოდ ვაშლი და ბანანი .სითხეებიდან გაზგაცლილი მინერალური წყალი, ტკბილი ჩაი და კისელი, არავითარ შემთხვევაში გაზიანი სასმელი.დროთა განმავლობაში მენიუ გააფართოვეთ.






0
213
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0