x
image
კატაპულტი
საფრთხე,რომელიც ახლო მომავალში საქართველოს ემუქრება
image
როდესაც საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე ვიწყებთ საუბარს, პირველი, რაც თავში გაგვიელვებს, რუსეთია. ასეა ამ შემთხვევაშიც.საქმე ეხება რუსული კომპანიებისა თუ ბიზნესმენების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს.ამჯერად საუბარი გვექნება “გაზპრომზე", რომლის 51%-ს რუსეთის ხელისუფლება ფლობს. იგი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა მთელს მსოფლიოში.

საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს რუსულ კომპანიაზე დამოკიდებულების მწარე ფაქტები. და, აი, ახლა, 2006 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა კვლავ საფრთხეშია, რომ “გაზპრომზე" დამოკიდებული გახდეს.

საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანული “სოკარია" (90%) და ამასთან ბევრად დაბალი ფასით, ვიდრე რუსულ კომპანიას აქვს.

2015 წელს საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები დაიწყო რუსულ “გაზპრომთან" და 2016 წლის ბოლოს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ საქართველო რუსეთიდან სომხეთამდე გაზის გატარების საზღაურად ბუნებრივი აირის ნაცვლად მიიღებდა თანხას. კახი კალაძის განცხადებით, ხელშეკრულება ორწლიანი იყო.ხელისუფლებამ შეთანხმება გარკვეულწილად გაასაიდუმლოვა, რადგან პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნის მიუხედავად, არ გასაჯაროვდა ხელშეკრულების დეტალები.აქვე აღსანიშნავია, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მოლაპარაკებების პერიოდში განაცხადა, რომ არაფერი იქნებოდა ცუდი იმაში, რომ საქართველოს ბუნებრივი აირი რუსული კომპანიისგანაც მიეღო, პირიქით, ეს კონკურენციას გაუწევდა აზერბაიჯანულ “სოკარს".თუმცა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, არარეალური იყო ეს მომხდარიყო, რადგან რუსული კომპანია ბევრად მაღალ ფასს ასახელებდა, ვიდრე აზერბაიჯანული.


ხელშეკრულების ვადა 2018 წლის ბოლოს გავიდა და აი, 2019 წლის 12 მარტს ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ “გაზპრომთან" მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კომერციულ მომხმარებლებს ბუნებრივი აირის შეძენა უფრო დაბალ ფასად შეეძლებათ რუსული კომპანიისგან, ვიდრე “სოკარისგან".თუმცა აქაც გაურკვეველი დარჩა, რა იქნებოდა ეს “დაბალი ფასი".

მწარე გამოცდილების გარდა, ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ როგორ გავლენას ახდენს რუსეთი “გაზპრომით" ევროპაზე.ევროკავშირი ვერასდროს უწესებს სანქციებს რუსულ კომპანიას, რადგან ევროპული ქვეყნები ძირითადად რუსული გაზით სარგებლობენ.

მაშ ასე, აწყობს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებული გახდეს გაზიფიცირების საკითხშიც?! დიახ საკითხშიც, რადგან უკვე ბევრ სფეროში ვართ რუსეთის ხელში.

image

ავტორის სხვა პოპულარული სტატიები

image

ვინ და რატომ მისტირის რუსეთს?!

image

რეალურად რა საფრთხეებს შეიცავს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემის მოუგვარებლობა

image

ერგნეთის ბაზრობა და მისი ავკარგიანობა საქართველოსათვის



1
344
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
344
  
2019, 5 ივნისი, 15:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1