x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134518
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ყველაზე სიმპათიური და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიური ვაჟები (ფოტოები)
მითი, იმის შესახებ რომ სიმპათიური მშობლების შვილებზე ბუნება ისვენებსო, არარეალურია.

ახლა დავამსხვრევთ ამ სტერეოტიპებს და წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.


ალენ დელონ და ალენ - ფაბიენ დელონი


imageimage


გასული საუკუნის 70-იანი წლების ყველაზე ლამაზ მამაკაცს ძალიან სიმპათიური და ქარიზმატული ვაჟი ჰყავს. ის მოდელად მუშაობს. 2013 წელს მან ითამაშა ფილმში „შენ და ღამე“.


კლინტ ისტვუდი და სკოტ ისტვუდი


imageimage

ისტვუდი-უფროსი საზოგადოებას დიდხანს უმალავდა იმ ფაქტს, რომ სკოტი სტიუარდესა ჯეისლინ რივზისგან ჰყავდა, თუმცა შვილთან ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა და მის აღზრდაშიც მონაწილეობდა. სწორედ მან ჩააბ შვილი სამსახიობო ბიზნესში. სკოტმა უკვე ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „თვითმკვლელთა რაზმი“, „სიყვარულის გზა“ და „წყნარი ოკეანის ტიტანების“ მეორე ნაწილი.


პირს ბროსნანი და მისი ვაჟები: დილანი, პერისი, შონი


imageimage

ვარსკვლავი მამის უფროსი ვაჟი - შონი, მამის მსგავსად, კინომსახიობია. უმცროსები კი - პერისი და დილანი მოდელის კარიერაში იკვლევენ გზას.


ჯად ლოუ და რაფერტ ლოუ


imageimage

რაფერტი - ჯად ლოუს ვაჟი, რომელიც მას სეიდი ფროსტისგან ჰყავს, სამოდელო ბიზნესითაა დაკავებული.


არნოლდ შვარცნეგერი და პატრიკ შვარცნეგერი

imageimage


მშობლების დახმარებით, პატრიკ უკვე 10 წელია, მამაკაცის ტანსაცმელს აწარმოებს. მან ერთი-ორი როლიც კი ითამაშა კინოში. ახლა მოდელის კარიერასა და წარმოებას უთავსებს ერთმანეთს.


დევიდ ბექჰემი და მისი ვაჟები : რომეო, ბრუკლინი და კრუზი

imageimage

ცნობილი მამის გზას მხოლოდ ბრუკლინი გაჰყვა და ფეხბურთელობას მსახიობისა და მოდელის კარიერასაც კი უთავსებს. რომეოც მოდელია, კრუზს კი მუსიკის მიმართულებით სურს წასვლა, თანაც უკვე ჩაწერა თავისი პირველი სიმღერა.




0
1295
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0