x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137286
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
თევდორე ქართველიშვილი
თევდორე ქართველისვილის პოეზია სულის უკანასკნელი კუნჭულიდან ამოგორებული ქართული ხმაა... იგი წერს ვერლიბრებს. მართალია ქართველი მკითხველი ნელ-ნელა ეჩვევა ვერლიბრს, მაგრამ ჯერ კიდევ სრულად არაა მკითხველებში ჩამოყალიბებული ვერლიბრის კულტურა. ვერლიბრს სპეციფიკური კითხვა ესჭიროება, ინტონაციური და მხატვრული, მის არსს რომ ჩაწვდე... ჩვენ, ქართველებს, გვყავს ქართული ვერლიბრების კორიფეეფი (ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა და სხვ.).

გთავაზობთ თ. ქართველიშვილის რამდენიმე ვერლიბრს.

~~~~~

გარეჯის პრობლემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. გარეჯზე მრავალი ლექსი დაწერილა. თ. ქართველიშვილმაც სცადა თავისი ბედი და დავით გარეჯის პრობლემას უძღვნა ვერლიბრი.


~~~

ჩემო გარეჯო

დრს, ჩვენ გვიპირებენ

წართმევას, წარსულის,

აწმყოს და

მომავლისას...

ჩვენი დავით გარეჯა,

სადაც ქართველი საუკუნოობით

ირჯებოდა,

შრომობდა,

ტკბილის ხმით გალობდა,

უფლის ხმით ლოცულობა...

დღეს სხვა გიჩემებს,

ჩემო გარეჯო,

დავით გარეჯა ჩემიაო,

ჩემიაო დავით გარეჯა..

ჩემო გარეჯო,

ჩემო სამოთხევ,

ჩემო გარეჯო,

ჩემო დიადო,

მესაიდუმლევ,

შენ ამ სამყაროს ლალ-მარგალიტო,

შენ ამ ქვეყნის მანათობელო,

შენ ამ ქვეყნის კარიბჭეო,

გზაო,

ბილიკო,

ხიდო

გადებულო სამოთხისამდის!...

ჩემო გარეჯო,

ჩემი გულიდან ვერვინ ამოგგლეჯს,

ჩემი სულიდან ვერვინ წაგიღებს...

ჩემო გარეჯო,

ხვიჩა და გოჩა

და მრავალი სხვაჲ

წამართვა თურქმა, მონღოლმა და სპარსმა,

ჩემი არჩილი

და მრავალი სხვაჲ

წამართვა რუსმა,

ჩემი შვილები, შვილიშვილები

წამართვა სხვამა,

ჩემი აფხაზეთი,

ჩემი ცხინვალი და ჩემი ლაზეთი,

ჩემი საინგილო,

ჩემი სილამაზე წამართვა სხვამა

და იგივ შეცდომას მე არ დავუშვებ...

არა და არა...

არა და არა...

ჩემო გარეჯო,

ჩემო სიამაყევ,

ჩემოპ გარეჯო,

ამა ქვეყნის ჩემო სამოთხევ,

ვერვინ წამართმევს,

ვერვინ წამართმევს

მე შენსა თავსა,

ჩემო გარეჯო!..

ტყვილა ირჯება

ის უთვისტომო,

უისტორიო,

ის ისტორიის მეცამეტე გოჭი ტყვილა ირჯება..

ჩემო გარეჯო,

ჩემი ხარ,

ჩემი იყავ და ჩემი იქნები,

ასე იქნება მარად და მარად!..

ჩემო გარეჯო,

ჩემი ქვეყნის მტკიცე გვირგვინო,

ჩემო გარეჯო, მე ვერვინ წამართვმევს შენსა თავსა, ჩემო გარეჯო...

ჩემი სულიდან,

ჩემი გულიდან,

ვერვინ წაგიყვანს,

ჩემო გარეჯო...

2019 წ.

~~~

ამ ლექსს ინტონაციურობა და რიტმი არა აკლია. იგი მარტივია მაგრამ ამავდროულად რთული. ამ ლექსით ყველა ქართველის სათქმელი ითქვა..


~~~~

ვერლიბრი შენ!..

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

შენ, ტკბილო ჩემო! –

მაგ ოქროს ძარღვში

გიჩქეფს სისხლი ქართული!

სისხლი ოქროსი!..

ეს პატივია!

დიდი პატივი!

რომ შენს ძარღვში

ჩქეფს: ილიას,

ვაჟას,

აკაკის,

შოთას,

ცოტნეს,

თევდორეს,

ქ ე თ ე ვ ა ნ ი ს,

გალაკტიონის,

შ უ შ ა ნ ი კ ი ს,

შო რ ე ნ ა ს ა და

უტას,

აღმაშენებლისა და

თ ა მ ა რ ი ს -

წმიდათა-წმინდა,

ქართული სისხლი!

სისხლი ოქროსი!..

ეს პატივია!

დიდი პატივი!

ასეთი ზეცა,

გინახავთ ვინმეს?..

--დიახ, გვინახავს -

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი!

ასეთი მიწა,

გინახავთ ვისმე?

--დიახ, გვინახავს -

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი,

და გაგვივლია მასზე

ფეხშიშვლოად!..

შენ, ჰე, ჩემო ლამაზო,

ამ მიწაში გაქ გართხმული

ურყევთურყევი ფესვები!..

ვერც ქარი მოგწყვეტს,

ვერცა: არაბი,

თურქი,

სპარსი,

მონღოლი,

რუსი და...

ვერცა წაგაქცევს სხვა!..

შენს ფესვებს წყალს ასმევს -

მიწა ქართული!

შენს ფესვებს წყალს ასმევს -

ქართული მიწა!..

და ასველებს, შერნს ლამაზ ფოთლებს -

წვიმა ქართული!..

მონარნარე, ქართული წვიმა!..

ასეთი მზე,

გინახავთ სადმე?

--დიახ, გვინახავს -

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი!..

ასეთი ზღვა, ზღვა უწმინდესი,

გინახავთ ვისმე?

--დიახ, გვიანახავს -

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი!..

მაშ

საქართველოა

ედემის

ბაღი!..

--დიახ, ასეა,

საქართველოა ედემის ბაღი!..

ბაღი, რომელსაც

სატანები გარს ეხვევიან!..

ბაღი, რომლის დაგესვლა სურდა

ადამისა და ევას მაცდუნებელ -

გველთაგველს!..

„ციხე შიგნიდან გაგვიტყდა“!..

დავსაჯეთ ციხის გამტეხი,

ციხეს დავადეთ ცხრა კლიტე,

ცხრაჯერ ჩავრაზეთ ცხრა კარი!..

საქართველო-

ერთგულკთა და კეთილდა,

არა -

ორგულთა და ბოროტთა

სამშობლოა!..

საქართველოში არარა ეძრახება

თუნდაც ტურისტად:

არაბს,

თურქსა და

სპარსს,

მონღოლსა და

რუსსა და

სხვას!..

გახსოვდეს, ჩემო, ყოფილი მტრები არ არსებობენ!

არ არსებობენ - ყოფილი მტრები!..

ეს მხოლო ქართველთ მიწაა!.. –

მხოლოდ ქართველთა განსასვენებელი!..

ეს მხოლოდ ქართველთ მიწაა!.. –

მაშასადამე, -უფლის!..

2019

~~~~

ჯ ვ ა რ ს ვ ა ც ვ ი თ!..

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

ჩვენი სამშობლო ვაწამეთ!..

ჩვენი სამშობლო ჯვარს ვაცვით!..

ჩვენი სამშობლო ვანერვიულეთ და

გაუთეთრდა თმები,

ჩვენი სამშობლო ფეხქვეშ გავთელეთ,

ახლა კი ტირის დედა სამშობლო,

ტირის და ცრემლი

ორ ზღვაში ჩადის!..

ტირის სამშობლო,

რომელიც წავბილწეთ!..

ტირის სამშობლო,

რომელიც გავრყვენით!..

ჩვენი სამშობლო ვაწამეთ!..

ჩვენი სამშობლო ჯვარს ვაცვით!..

ახლა კი ვზივართ და ველოდებით

მკვდრეთით აღდგომას!..

და თუ სამშობლომ

ჩვენსკენ ისევ მოიხედა,

გვაპატია და მკვდრეთიდ აღდგა,

წამიც არ იქნება გასული

და ისევ ვაწამებთ,

ისევ ჯვარს ვაცვამ,

ისევ წავბილწავთ,

ფეხქვეშ გავიგდებთ!..

მგრამ სამშობლო,

ისევე, როგორც

შვილისაგან მიტოვებული

დედა,

ისევ იტირებს,

იტირებს ორი ზღვისათვის,

იტირებს იმისთვის ზღვა რომ არ დაშრეს,

ცრემლებს ჩვენ დავლევთ,

ოჰ, რა ძნელია საყურებლად დედის ტირილი,

მაგრამ დედის ცრემლები უებარი წამალია!..

და სამშობლო ისევ აღდგება,

უკვე მერამდენედ მკვდრეთით,

ისევ უგუნური,

ისევ ზნედაცემული

შვილის ფეხზე წამოსაყენებლად!..

სამშობლოვ ჩემო,

ჩემო დედაო,

გელოდება შენი უგუნური შვილი!..

მკვდრეთიდ აღდექი, აღდექი მკვდრეთით,

გელოდება შენი უგუნური შვილი!..

გაზაფხულია,

იქნებ თმები

ისევ გაგიმწვანდეს...

თვალები ისევ,

იქნებ,

გაგილურჯდეს...

და ზღვამ,

ცრემლის ნაცვლად

ჭაღარის გამწვანების ჟამს

გათავისუფლებული

წყალი დალიოს -

შენი ცრემლების ნაცვლად...

მენატრები სამშობლოვ, მენატრები დედავ,

მაპატიე სამშობლოვ, მაპატიე დედავ...

2019 წ.

~~~

თევდორეს ყველა ლექსი მარტივია, მაგრამ ამავდროულად რთული... იგი, ამ ლექსებით ყველას სათქმელს ამბობს, ყველას ტკივილი მიაქვს გულთან და თავის ტკივილსაც გვიზიარებს. მისი პოეზია, სიყვარულკით სექმნილი პოეზიაა..


~~~~

ქართველი ემიგრანტი

დახორბლებული ყურძენი ვჭამე,

გადახვეწილმა უცხო ქვეყანაში...

უცბად შევიგრძენი

ქართული ვაზი,

ქართული ვაზი

უცბად შევიგრძენი...

ვაზი, რომელიც მე მივატოვე...

ვაზმა კი მიერთგულა, არ მიმატოვა,

და მომძებნა უცხოთ ქვეყანაში...

ძლიერ დამცხა,

სული შემეკუმშა,

აჩქარდა,

შენელდა,

აჩქარდა,

შენელდა ფეთქვა გულისა...

თვალი დავხუჭე...

ჩემი ტერფებით შევეხე

ჩემს წმინდა მიწას...

საქართველოში უკვე რთველია,

მამაპაპური რთველი...

წინ მივიწევ,

მინდა ხელი შევახო

ჩემს წმინდა ვაზსს,

ვაზსს საქართველოჲსას...

ქართული ვაზი შევიგრძენი,

ქართულმა სიომ დაუბბერა...

ღრმად ჩვისუნთქე,

თურმე ეს ყოფილა ჩემი ჩასუნთქვა,

ამოსუნთქვა ვერ გავბედე,

მინდოდა ქართული სიო,

ქართული ჰაერი ჩემთან ყოფილიყო...

უცებ, ვიღაც თეთრხალათიანმა კაცმა

მარჯვენა მკლავზე,

სადღაც მაჯასთან

ორი თითი დამადო,

მერე კი ათრთოლდფა,

რთოლვით შემახო ყელზედაც...

სათვალეები მოიხსნა,

თვალი დახუჭა,

ცრემლის ერთი გორგალი ჩამოაგორა,

ცრემლმა ჩემს ხელზე განუტევა სული..

ექიმმა კი თქვა:

“უცხო ქვეყანაში მოკვდა საწყტალი''...

მე კი ჩავიცინე,

მე კი არა, ჩემმა სულმა...

მან არ იცოდა, ჩემი ტერფები ქართულ მიწაზე, რომ მედო,

მან არიცოდა, ჩემს სულში, რომ ქართული ქარი ქროდა,

ქროდა და ქროდა,

ჩემს სულში ქართული ქარი ქროდა...

ჩემი ხორცი ეშმაკსაც წაუღია,

სულია მტავარი,

ჩემს სულსი კი ქართული ვაზის ფოთლები შრიალებდნენ,

ცემს სულში კი ქართული ქარი ქროდა,

ქროდა და ქროდა...


2019წ.


~~~

როდესაც ამ ლექს წაიკითხავ, არ შეგიძლია შენც “ცრემლის ერთი გორგალი არ ჩამოაგორო''... ქართველი ემიგრანტის მონოლოგად დაწერა ტ. ქართველიშვილმა ეს ლექსი... შესანიშნავი ლირიუკული გადახვევებიტა და რიტმით...


~~~

თევდორე ქართველიშვილს ქალვაჟური სიყვარულით გამსჭვავლული ლექსებიც აქვს...

~~~

წვიმა და ქალი

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

წვიმაში მოდის მიჯნური ჩემი.

არა, ჩემი კი არა, ვიღაცა ვაჟის...

წვიმაში მოდის მისი მიჯნური,

წვიმაში მოდის მიჯნური მისი...

საოცარია ადამიანი --

ხანაც მუნჯია,

ხანაც ზესწრაფი...

წვიმაში მოდის მიჯნური ჩემი,

არა, ჩემი კი არა, ვიღაცა ვაჟის...

ქალი,

ქარი,

ქალის ქროლვა,

ქალური წვიმა

და

ქალური ქარი...

წვიმაში მოდის ლამაზი ქალი,

ქალი ლამაზი, მოდის წვიმაში...

ქალი სველდება

წვიმის წვეთებით,

წვიმის წვეთებით

სველდება ქალი...

ჯერ ქალი მოდის

მა მერე მოდის წვიმა,

ქალური წვიმა,

ქალური ქარი...

წვიმა ეშვება,

ეშვება

ზეციდან,

ქალი კი სახლიდან მოდის...

წვიმაში მოდის, ლამაზი ქალი...

ქალთან ერთად კი

ქალური წვიმა,

ქალური ქარი...

ჯერ ქალი მოდის

მერე კი წვიმა...

რომ არა გავყვე მე

სხვისა მიჯნურის ქალურ ნატერფალს...

ქალის ნატერფალს შლის

ქალური წვიმა,

ქალური ქარი...

ქალი სველდება წვიმის წვეთებით...

წვიმის კი არა -- ჩემი ცრემლებით...

ცემი ცრემლები შლის მის ნატერფალს...

ქალი,

ქალური ქალი,

ქალური წვიმა...

ვაჟური ცრემლი,

ვაჟური წვიმა....

წვიმაში მოდის მიჯნური ჩემი.

არა, ჩემი კი არა, ვიღაცა ვაჟის...

არა, ჩემი კი არა, ვირაცა ვაჟის...


2019 წ.


შიში

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

მეშინია...

მეშინია სიყვარულის გამხელის...

რომ გაგიმხილო

ჩემგან შორს წახვალ,

და არც

დამიბრუნდები...

ახლა ჩემთან ხარ,

მაგრამ არა, როგორც მიჯნური,

არამედ, როგორც

მეგობარი...

არადა მე

მი-

ყვარ-

ხარ!..

მე მეშინია --

სიყვარულის გამხელის!..

რომ გავამხილო --

დაგკარგავ!..

რომ არა, სული დამტანჯავს!..

რა ვქნა? რა ვქნა?

არა ვიცი რა!..

თავი მოვიკლა?..

მე ჯოჯოხეთში,

შენ სამოთხეში,

იქაც ვერ შევხვდებით ერთმანეთს!..

რომ ვიცოცხლო --

რისთვის?!.

მშიშრებისათვის აქ ადგილი არაა!..

მე კი ყოველთვის, როდესაც გხვდები

გამარჯობას გეუბნები,

როგორც და -- ძმას,

მეგობარი -- მეგობარს..

გულში, რომელიც დათუთქული მაქვს, ამას ვამბობ:

მი-

ყვარ-

ხარ!..

მიყვარხარ!..

შიში...

მეშინია...

შიშის მეშინია...

შიშის, რომელსაც

უშენობა ჰქვია!..


2019 წ.

შეკითხვა

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

მხოლოდ ის მითხარი,

მეტს არ

შეგაწუხებ!..

რას გრძნობ ჩემდამი?..

სიძულვილს?

სიყვარულს?

არაფერს?

რატომ?

თუმც ეს უკვე

მეორე შეკითხვაა...

“რატომ“-ს მე გავცემ პასუხს,

შენ იმაზე მიპასუხე!..

და მაინც დუმხარ!..

პასუხს რატომ არ მაძლევ?!.

ნეტავ შენი სიტყვები

მაინც არ მიმატოვებდეს...

მაგრამ მანაც მიღალატა,

მაგრამ მანაც მიმატოვა,

და წავიდა ჩემგან

შორს!..

ეს შენ იყავი ჩემს

გულში,

შენ კი ვერ მიმიღე!..

ეს შენ იყავი ჩემს

გულში!..

შენ კი წახვედი და დამტოვე!..

ახლა, შენმა სიტყვებმაც უკუ მაქციეს!..

გძულვარ?

გიყვარვარ?

რატომ?

თუმცა სიტყვებმაც მიმატოვეს!..

ნახვამდის!..

შენ მაინც ჩემს გულში ხარ,

ეს მე ვერ შევედი შენს გულში!..

ნახვამდის, ჩემო!..

ჩემო, ნახვამდის!..

2019 წ.

ვერლიბრი

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

იცით, როგორი საცოდავია

ა დ ა მ ი ა ნ ი,

რომელიც

სიყვარულს ვერ ამხელს?!.

ძალიან სცოდავია!..

მე ვიტყოდი -

სწორედ ამას ჰქვია

საცოდაობა,

უბადრუკობა!..

ვისაც უყვარს

ყველამ უნდა

იბრძოლოს!..

არ შეუშინდეს

არცა ავ სიტყვას,

არცა ტყვიას

და არცა...

მიყვარხარ,

მიყვარხარ,

მიყვარხარ!..

ეს არის ანი და ჰოე!..

გულით მიყვარხარ!..

სულით მიყვარხარ!..

მთელი გრძნობით მიყვატხარ, ჩემო!..

2019 წ.

დ ა ნ ა შ ა უ ლ ი

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

როგორ მიყვარხარ,

არც კი იცი

ჩემო ლამაზო!..

შენ კი არც მამჩნევ,

სენ კი არც მამჩნევ!..

მე კი ეს მაღელვებს,

მაწუხებს,

ძლიერ,

ძლიერ!..

შენ თავადა ხარ სიყვარული!..

მაშინ მე სიყვარული მიყვარს!..

შენ კი არც მამჩნევ,

ჩემო ძვირფასო!..

გთხოვ,

გთხოვ მიპასუხო!

გთხოვ მიპასუხო!..

რა დაგიშავე,

რა დაგისავე?!>

ალბათ ის, რომ

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!..

სიყვარულია, ალბათ დანაშაული!..

მაშ დამიჭირონ, მე ამ საქმისთვის!..

ოღონდ არა პოლიციამ -

არამედ შენმა გულმა დამიჭიროს,

შენს გულში დამამწყვდიოს,

ცხრა კლიტე დამადოს,

რომ ვერ ამოვიდე იქიდან!..

დამიჭირე,

დამამწვდიე

შენს გულში!..

მიყვარხარ!..

დანაშაული თუა სიყვარული -

გთხოვ დამიჭირო,

გთხოვ დამიჭირო,

გთხოვ დამიჭიროს შენმა გულმა, ჩემო!..

2019 წ.


მ ხ ო ლ ო დ მ ზ ე დ ა მ ხ ო ლ ო დ შ ე ნ

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

საოცარია ადამიანი,

ადამიანი საოცარია!.

მე ვფიქრობ,

უფრო მნიშვნელოვანი,

უფრო საოცარი

ეს არის -

ქ ა ლ ი!..

მზიურ სხივებს სხვა ვინ

აფრქვევს -

მხოლოდ მზე და

მხოლოდ შენ!..

უკვდავი სხვა ვინ არის -

მხოლოდ მზე და

მხოლოდ შენ!..

მზე ღმერთია,

შენ -

სიყვარული!..

ორივე უკვდავი,

ორივე მუდმივი!..

ჩვენ კი მოკვდავნი,

ჩვენ კი წარმავალნი!..

მზიურ სხივებს სხვა ვინ

აფრქვევს -

მხოლოდ მზე და

მხოლოდ შენ!..

მხოლოდ მზე და

მხოლოდ შენ!..


2019 წ.

მ ა რ ტ ო დ ა რ ჩ ე ნ ი ს ს უ რ ვ ი ლ ი

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

როგორ მინდა

დავრჩეთ მარტო...

მარტო, სრულად მარტო...

მხოლოდ მე და

მხოლოდ შენ...

მხოლოდ ჩვენ ორნის

გულები

შეეყარნენ ერთმანეთს...

სულებმა შეიცნონ ერთმანეთი,

თვალებმა დალიონ ერთურთი,

ცხვირმა ერთმანეთის სულის სურნელი შეიგრძნოს!..

რა საჭიროა ენა!..

ჩვენ ერთმანეთს

სულით,

გულით,

თვალით,

სულის სულით

ვებაასებით...

როგორ მინდა, დავრჩეთ მარტო...

სხვას ნუ იფიქრებ -

გთხოვ!..

მხოლოდ იმიტო, მინდა

მარტო ყოფნა შენტან,

რომ სულმა სული შეიგრძნოს,

შენი სულით დავთვრე...

მე შეგიგრძენი...

შენ, გთხოვ, შემიგრძენი...

შემიგრძენი, ჩემო!..

მე შევიგრძენი,

შევიგრძენი შენი სულის სინაზე,

მე შევიგრძენი შენი

გულის ფეთქვა,

მე შევიგრძენი შენი სუნთქვა -

და შენი სუნთქვით ვსუნთქავ...

შენ ჩემი სუნთქვა ჯერაც არ გესმის,

არც ცემი გულის ფეთქვა გაგიგია,

მე კი შენი გულის ფეთქვით მიცემს ჩემი გული,

მე კი შენი სუნთქვით ვსუნთქავ...

შორს ხარ...

შორს ხარ...

მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მიზიხარ!..

ოჰ, როგორ მინდა დავრჩეთ მარტო!..

მხოლოდ მე

და მხოლოდ შენ!

არც მზე,

არც მთვარე,

არცა რა და არცა რა...

მხოლოდ შენ

და მხოლოდ მე!..

მე შენი სუნთქვით ვსუნთქავ....

მე შენი გულისცემით ვარსებობ....

შენი თვალით ვიყურები

და მაინც

შორს ხარ,

შორს ხარ...

მიყვარხარ, ჩემო!...

2019 წ.


გ ვ ი რ ი ლ ე ბ ი
(ვუძღვნი მ.ა.-ს)

ცაზე ვარსკლავებს ეთამაშება,
მიწაზე დაფენილ გვირილებს!..
გული გულსა გრძნობს,
სული სულს,
თვალი თვალსა და
გვირისტებს...
თავისუფლებისათვის იბრძვის გვირილა...
გვირილა ყველგან და
გვირილა ყოველთვის!..
გვირილა მზეზე,
გვირილა ცაზე,
გვირილა გზაზე,
გვირილა მთაში,
გვირილა ბარში,
გვირილა ყველგან,
გვირილა ყოველთვის!..
რა უბრალოა,
რა ნაზია,
სულის სავანებელი ეს
ყვითელგულა, თეთრარშიანი
ყველგან მყოფი
ბალახი!..
ბალახი კი არა, ეს --
გვირილაა!..
თავისუფლებისთვის მებრძოლი
გვირილა!..
ზოგს ვარდი უყვარს,
ზოგს -- გვირილა!..
ვერ ედავები
ვერც ერთსა და
ვერცა მეორეს!..
მე კი მაინც ვიტყვი:
გვირილა მიყვარს,
მიყვარს გვირილა!..
თავისუფლებისთვის მებრძოლი გვირილა!..
ვარდს ვხედავ სცენაზე,
გვირილას კი მინდორში...
სცენაზე ვარდი დახმება
და გადაყრიან ნაგავში!..
გვირილა ცხოვრობს ჩემს სულში,
გვირილა სუთქავს,
გვირილით ვსუნთქავ!..
თავისუფლებისათვის მებრძოლი გვირილა
და არა
დედებისათვის მებრძოლი ვარდი!..
ვარდი წარმავალია,
გვირილა მუდმივი,
მუდმივი, როგორც მზე და
როგორც, შენ...
ამიტომ მიყვარს მებრძოლი,
ნაზი,
სპეტაკი,
გვირილა,
ისევე, როგორც მზე
და ისევე, როგორც შენ!..
ამიტომ მიყვარს გვირილა!..
გვირილა პირს რომ გააღებს...
გვირილა თმებს, რომ გაიშლის...
რაღა იქნება მისი სადარი,
ან მისი საწუნი? --
არა რა რაი!..
მიყვარს მისი ტან-ფეხი,
ქერა თმები და
თეთრი, თეთრი კბილები!..
ეს გვირილაა!
ჩემი გვირილა!..
თავისუფლებისათვის მებრძოლი გვირილა!...


2019 წ.

გ ვ ი რ ი ლ ე ბ ი ს ქ ა რ ი შ ხ ა ლ ი

(ვუძღვნი მარიამ ა.-ს)

გვირილების ქარიშხალმა

გადამიარა,

ისე, როგორც

უდაბნოს გადაუვლის

ხოლმე -

ქვიშის ქარიშხალი!..

გთხოვ,

გთხოვ უფალო,

კიდევ ერთხელ მაგემინე

გვირილების ქარიშხალის

გემო...

გთხოვ უფალო,

თუნდაც ზღვაში ვიყო,

გთხოვ, გვირილების შტორმმა წამლეკოს...

გთხოვ, გთხოვ უფალო,

თუნდაც მთაში ვიყო,

გვირილების ზვავმა გადამიაროს....

გთხოვ, გთხოვ უფალო,

თუნდაც ვიყო უდაბნოში

გვირილების ქარმა გადამიაროს,

თუნდაც ქვიშის ქარმა,

ოღონდაც შიგ ერთი გვირილა მაინც იყოს!..

მაგრამ მე კარგად ვიცი,

გვირილები უდაბნოში არ არიან,

გვირილები ზღვაში არ არიან,

გვირილ;ები თოვლიან მთაში არ არიან....

მაგრამ გთხოვ,

გთხოვ უფალო,

მთაშიც,

ზღვაშიც,

უდაბნოში

ერთი გვირილა მაინც გაახარე, რათა ყველაფერს

თავისი ფასი დასდოს!...

გთხოვ, გვირილების ქარიშხლის გემო

ერთხელ კიდევ მაგემნინე, უფალო!..


2019 წ.


~~~~~~~~~~~~


თევდორეს პოეზია ქართველი კაცის პოეზიაა...


2
14
1-ს მოსწონს
ავტორი:იაგო ქებურია
იაგო ქებურია
14
  
2019, 2 ივნისი, 18:27
მე ვაკომენტარებ. რატომ?
2019, 2 ივნისი, 11:10
ბ-ნ იაგო თქვენ აკომენტარებთ ამ მართლაც რომ შესანიშნავი ნიჭის მქონე კაცის პოეზიას თუ გადმოაკოპირეთ?
0 1 2