x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
20 ფაქტი ცხოველთა ცხოვრებიდან, რომლის შესახებ სკოლაში არ ასწავლიან (ნაწილი I)

დედამიწაზე არსებობს ცხოველთა 8, 7 მილიონ სახეობაზე მეტი, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი ჩვევები და თავისებურებები. მაგალითად, იცოდით, თუ არა, რომ ზღვის სპილოს შეუძლია 2 საათით სუნთქვის შეკავება, ყველა თეთრი დათვი კი დაბადებიდან ცაციაა? ცხოველთა სამეფო მრავალ საიდუმლოს ინახავს, რომელთა გაცნობა ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

მერწმუნეთ, ქვემოთ მოყვანილი ფაქტების მიმართ გულგრილობას ნამდვილად ვერ გამოიჩენთ.

ირბისი კუდს პირით ატარებს. ამ გზით იგი ცხვირს სიცივისგან იცავს.

ირბისი

ზრდასრული მექვიშეები უფრო მეტად ეფერებიან ერთმანეთს, როდესაც მათ მაყურებელი ჰყავთ, ხოლო ახალგაზრდები პირიქით, აგრესიას იჩენენ.

მექვიშე

ვეფხვის ბეწვზე ზოლები უნიკალურია ისევე, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები.

ვეფხვი

კოღოებს უყვართ ნასვამი ადამიანების კბენა. ეს დაკავშირებულია ფაქტთან, რომ მწერებს ძალიან იზიდავს ოქტანოლის (ნივთიერება, რომელიც ცხიმიანი სპირტების კლასს მიეკუთვნება) სუნი.

კოღო

მაჩვის სოროებში არის სპეციალური „ოთახი“, რომელიც საპირფარეშოს ფუნქციას ასრულებს.

მაჩვი

ალბატროსს ფრენის დროს ძილი შეუძლია: მისი ტვინის ერთი ნახევარი ისვენებს, მეორე კი აკონტროლებს, რომ ფრინველი ჰაერში დარჩეს.

ალბატროსი

ოპოსუმები მტაცებლის თავდასხმის დროს თავის მკვდრად მოჩვენება სჩვევიათ.

ოპოსუმი

გაწვრთნილ მტრედებს შეუძლია პიკასოსა და კლოდ მონეს ფერწერის გარჩევა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფრინველების ტვინი ასევე აზოგადებდა ინფორმაციას და პოულობდა განსხვავებას ნახატებზე, რომლებსაც მტრედები პირველად ხედავდნენ.

მტრედი

ფლამინგო რუხი ბუმბულით იბადება, ვარდისფერი კი ხდება იმის გამო, რომ კრევეტით იკვებება.

ფლამინგო

მარტორქას რქა შედგება კერატინისგან, რომელსაც თმა და ფრჩხილები შეიცავს.

მარტორქა

თქვენ თუ იცით რაიმე უცნაური ფაქტი ცხოველების შესახებ?

47
303
1-ს მოსწონს
ავტორი:alienat
alienat
303
  
2019, 6 ივნისი, 3:34
ყველაზე მაღალი გადატვირთვის მქონე ფრინველი მიმინოა მისი გადატვირთვა 17G-ზე მეტია ადამიანი კი 6-7G-ზე უკვე გონებას ჰკარგავს
2019, 6 ივნისი, 3:31
ყველაზე განიერი ფრთები ალბატროსს აქვს
2019, 6 ივნისი, 3:29
თეთრი დათვი ზოგჯერ ერთი ბელის გადასარჩენად მეორეს უფრო სუსტს სჭამს ხოლმე ხოლო მამლისთვის პატარა ბელები პოტენციურ საკვებს წარმოადგენენ
2019, 6 ივნისი, 3:28
ყველაზე ძლიერი ნაკბენი კატისებრთა ოჯახში იაგუარს ეკუთვნის შემდეგი ვეფხვია ხოლო ლომს მესამე ადგილი უჭირავს.
2019, 6 ივნისი, 3:26
ბაბუინის ეშვები ლომის ეშვებზე დიდია
2019, 6 ივნისი, 3:25
შემპანზეები მცენარეებთან ერთად დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ხორცსაც. ისინი ძირითადათ მყვირალა მაიმუნებზე ნადირობენ.
2019, 6 ივნისი, 3:22
აქამდე არსებობდა მოსაზრება რომ შავი მამბა ყველაზე შხამიანი გველია, ეს იმიტომ რომ ადამიანის და მისი გზები უფრო ხშირად იკვეთება ვიდრე ადამიანის და ავსტრალიური ტაიპანის რომელიც გაცილებით შხამიანია ვიდრე მამბა.
აფრიკის ერთ-ერთი ტომის კაფრების ენაზე შავ მამბას პიკა-ხოლუ ეწოდება რაც უეჭველ სიკვდილს ნიშნავს.
2019, 6 ივნისი, 3:19
სამეფო კობრის ნაკბენზე, ენოტი 27ჯერ უფრო გამძლეა ვიდრე ძაღლი
2019, 6 ივნისი, 3:17
ყველაზე ნელი გველი გიურზების რიგს მიეკუთვნება
2019, 6 ივნისი, 3:16
ყველაზე მეტ ადამიანს ბანანის ობობა ჰკლავს ყოველწლიურად მას მოხეტიალე და მოგზაური ობობის სახელითაც იცნობენ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10