x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იესო ქრისტეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება
image
ბიბლიაში იოანეს სახარებაში აღწერილია იესო ქრისტეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაფრთხილება, სადაც ამბობს:

იოანე 8:24: "ამიტომაც გითხარით, რომ თქვენ მოკვდებით თქვენს ცოდვებში, თუ არ დაიჯერებთ, რომ ეს მე ვარ, მოკვდებით თქვენს ცოდვებში."

ქრისტე აფრთხილებს ხალხს, რომ თუ არ დაიჯერებენ, რომ ის არის მესია, მაშინ მოკვდებიან ცოდვების მონანიების გარეშე.

ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ ადამიანს არ შეუძლია ღვთისგან პატიების მიღება, მისი საუკეთესო საქმეებითაც კი.


თუ დავფიქრდებით იესო ქრისტეს მსხვერპლის შესახებ, მიხვდებით რამდენად უყვარს ღმერთს თითოეული ადამიანი.

ღმერთმა იცის ჩვენი მანკიერება, მაგრამ არ სურს მივიღოთ დამსახურებული სასჯელი. იესო ქრისტე ჯვარს ეცვა, ყველა სასჯელი თავის თავზე აიღო, რითაც მთლიანად მოგვიხსნა ჩვენი ცოდვები და დანაშაული.

ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი გვპირდება, რომ ყველა, ვინც იესო ქრისტეს იწამებს, კერძოდ, იმას, რომ ქრისტემ თავის თავზე აიღო სასჯელი ჩვენი ცოდვების გამო, მიიღებს მონანიებას და გადარჩება.

0
1682
4-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0