გოგო ბიჭთან შეხვედრაზე შიშველ სხეულზე დახატული ტანსაცმლით მივიდა, თუმცა ბიჭს ეჭვი არ შეპარვია, რომ მის წინ შიშველი გოგო იჯდა
ცნობილი ფაქტია, რომ გოგონები და საერთოდ ქალები მაკიაჟს ხშირად ძალიან მოხერხებულად იყენებენ და ძნელია მაკიაჟის მერე მათი ნამდვილი, უმაკიაჟო სახის ამოცნობა.
პრაქტიკულად მაკიაჟის შესაძლებლობები თითქმის შეუზღუდავია, თუმცა ისტორია, რომელზეც ახლა მინდა მოგითხროთ უბრალო მაკიაჟის გაკეთებას სცილდება.
გოგონებმა ძალზე ეშმაკური და ამავდროულად სახალისო მიზანი დაისახეს და განახორციელეს კიდეც.
მოდელ გოგონას, რომელიც უცნობ ბიჭს უნდა შეხვედროდა პირველად, მისმა დაქალებმა საოცარი და სახალისო იდეა შესთავაზეს.
წმინდა ვალენტინობის დღესასწაულის წინა დღეებში ჯოიმ სოციალურ ქსელში გაიცნო სიმპათიურ ბიჭი, რომელმაც ჯოი დაპატიჟა ყავის დასალევად. ახალგაზრდა მამაკაცი სულ არ ეჭვობდა, რომ მხიარულ და მოულოდნელ სიურპრიზს მოუწყობდნენ.
ჯოის სხეული მისმა მეგობარმა მხატვარმა და მისმა თანაშემწემ დაუჯერებლად რეალურად მოხატეს, ჯოის მხოლოდ ტრუსი ეცვა და მას გოგონებმა ჯინსები და ტოპი ისე დაახატეს, რეალური ტანსაცმლისაგან ვერ გაარჩევდა ვერავინ.
ჯოიმ ქურთუკი ჩაიცვა და დათქმული ადგილისაკენ გაემართა, კავალერმაც არ ალოდინა და წყვილი ერთმანეთს შეხვდა.
როგორც კი მიუახლოვდნენ მაგიდას, სკამზე დაჯდომამდე ჯოიმ გაიხადა ქურთუკი და კავალერის წინ დაჯდა სკამზე.
ბიჭი ვერ მიხვდა, რომ მის წინ იჯდა გოგო, რომელსაც არაფერი არ ეცვა.
ბიჭს ძალიან მოეწონა ჯოი, მაგრამ უკვე ეჭვი შეეპარა, ხომ არ იყო გოგო ტანსაცმლის გარეშე, რაზეც ჯოიმ სიცილით უპასუხა, როგორ ფიქრობ ბიჭთან პირველ პაემანზე ტიტველი მოვიდოდი?
რამაც ბიჭს ეჭვები გაუქარწყლა.
თუმცა სავაჭრო ცენტრში სეირნობისას ჯოის უკვე ბევრმა დაუწყო ეჭვის თვალით თვალიერება.
ჯოის გეგმები ლამის ჩაშალეს თინეიჯერებმა, რომლებმაც იეჭვეს, რომ ჯოი შიშველი იყო და ტანსაცმელი დახატული ჰქონდა სხეულზე.
ისევ ჯოიმ იყოჩაღა და თინეიჯერებს შესთავაზა ხელი მოეკიდათ მისი ჯინსისათვის, ჯინსის შარვალი კი ტრუსზე იყო დახატული და ჯოის გეგმამ აქაც გაამართლა.
თინეიჯერებმა ჯოისთან ერთად რამდენიმე სელფიც გადაიღეს.
პაემანი მივიდა ბოლომდე და წყვილი გასასვლელისაკენ გაემართა.
ჯოიმ გადაწყვიტა კავალერისათვის "გაეხსნა საიდუმლო" და მასთან ერთად გავიდა ქუჩაში, სადაც წვიმდა და აქ უკვე ყველაფერი ცხადი გახდა.
ჯოის და მისი მეგობრების ოინბაზობა შედგა.
ჯოი და მისი ოინის ავტორი გოგონები ერთად.
ბიჭმა აღიარა, რომ ყველაფერს მხოლოდ ქუჩაში, წვიმაში გასვლის მერე მიხვდა და განაცხადა, რომ სულაც არაა ნაწყენი.
+16