x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
4 ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს! (II ნაწილი)

თუ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე არაა დარჩენილი ისეთი ადგილები, რომელიც აღმოჩენას ელოდება, მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ცდებით! დღეს ვისაუბრებთ მორიგ 4 ადგილზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს...


image










იუკატანი

image


მექსიკაში, იუკატანის რეგიონში მდებარე გამოქვაბული ამავე რეგიონის სახელს ატარებს(იუკატანი). ფერადი კირქვებისგან შემდგარ გამოქვაბულში ჯერ კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს. ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე აღბეჭდილია კადრი ფილმიდან, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიებით არის დამზადებული. როგორც ცნობილია გამოქვაბული სააუკუნებიის წინ გაჩნდა და ყოველწლიურად უფრო ღრმავდება, ამჟამად იუკატანის სიღრმე 100 მეტრს აღემატება. მკვლევარების აზრით, გამოქვაბულში შესაძლოა უამრავი ოქრო და ძვირფასეულობა იყოს ჩამარხული.








განგკარი

image


დედამიწის მიწის 83%-ს ადამიანი უკვე შეეხო, თუმცა ჯერ კიდევ 17% -ია, სადაც რთულია ფეხის დადგმა. ერთ-ერთი მათგანია განგკარის მთა, რომელიც პირველად 1922 წელს აღმოაჩინეს და ჩასვეს რუკებში. 1983 წლიდან დაიწყო ექსპედიციები მთის მწვერვალის დასაპყრობლოა, თუმცა ყველა უშედეგოდ დასრულდა, მთის მწვერვალზე ასვლა ვერავინ მოახერხა. 7750 მეტრის სიმაღლის მთაზე ასვლა 1994 წლიდან აიკრძალა აუხსნელი მიზეზის გამო.








მაჩაპუჩარე

image


მაჩაპუჩარე მდებარეობს ჰიმალაის მთებში, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 6998 მეტრია. ნეპალურად ადგილს "თევზის კუდი" ჰქვია. ჩანაწერების თანახმად, ამ მთის მწვერვალზე ფეხი ჯერ არავის დაუდგამს. ერთ-ერთ მთამსვლელმა, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მწვერვალზე ასვლა, გადაიფიქრა მაშინ, როდესაც მხოლოდ 50 მეტრიღა ჰქონდა დარჩენილი. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ადგილობრივ რწმენას პატივი მიაგო. მოგახსნენებთ, რომ ნეპალელებისთვის ეს წმინდა ადგილია და ადგილობრივი მოსახლეობა მთის მწვერვალზე ასვლას კრძალავს.







მადაგასკარის კლდოვანი ტყე


image


მადაგასკარის კლდოვანი ტყე იუნესკოს "მსოფლიოს მემკვიდრეობის" სიაში ჰაყვს შეყვანილი. მადაგასკარის კუნძულის დასავლეთით მდებარე მელაკის რეგიონშია განლაგებული. მადაგასკარზე, ცინგი-დე-ბემარახას ნაკრძალში უცნაური კლდეები პირდაპირ მიწიდან იზრდებიან და წაწვეტებული კიდეები ზეცისკენ აქვთ მიმართული. ამ საოცარ ადგილს "ქვის ტყეს" ეძახიან. სახელწოდებამ შეიძლება ადამიანი დააბნიოს, თუმცა სახელწოდებას ხეებთან მხოლოდ ის კავშირი აქვს, რომ კლდეების ეს მასივი ფორმით ძალიან წააგავს ტყეს. მადაგასკარზე ცინგი-დე-ბემარახას ნაკრძალი 1927 წელს შეიქმნა. ნაკრძალი დასავლეთ სანაპიროზეა განლაგებული და 152 ჰექტარს მოიცავს. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კირქვის წვეტებითაა დაფარული და აქაურობის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მაღალი, ციცაბო და წვეტიანი კლდეების სიმაღლე ზოგჯერ 70 მეტრამდეც კი აღწევს. რუხ მასივში მხოლოდ ალაგ-ალაგ მოჩანს მწვანე მცენარეულობა.

image


მადაგასკარზე ცინგი-დე-ბემარახას ნაკრძალი 1927 წელს შეიქმნა. ნაკრძალი დასავლეთ სანაპიროზეა განლაგებული და 152 ჰექტარს მოიცავს. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კირქვის წვეტებითაა დაფარული და აქაურობის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მაღალი, ციცაბო და წვეტიანი კლდეების სიმაღლე ზოგჯერ 70 მეტრამდეც კი აღწევს. რუხ მასივში მხოლოდ ალაგ-ალაგ მოჩანს მწვანე მცენარეულობა. ამ ნაკრძალში არც ადამიანები და არც ცხოველები არ დაიშვებიან, ზოგიერთ ადგილას ჯერ ადამიანს ფეხი არ დაუდგამს.


image













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!






















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



4 ადგილი დედამიწაზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს!

image




აფრიკელმა მამაკაცმა ძველი საბურავების გამოყენებით სიმდიდრე მოიპოვა!

image




აკაკი ხორავა - უდიდესი ქართველი მსახიობი და პედაგოგი

image




"sos", "help" და "i'm here"- უკაცრიელ კუნძულებიდან გადარჩენილები...

image





დაუჯერებელია - აღმოჩენილია გველთა სახეობა, რომელსაც ფრენა შეუძლია

image
















0
1778
2-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0