სხვა სილამაზე,რომელიც აუცილებლად უნდა ნახო - საოცარი გომისმთა და მისი სამკურნალო კლიმატოთერაპია 2019, 25 მაისი, 20:13 ზაფხული - მოგზაურობებისა და ლაშქრობების, უჩვეულო თავგადასავლების სეზონი.
საქართველოს ყოველი კუთხე ხომ თავისებურად საინტერესო და ლამაზია. ზღვით, მთით, ჰავით... მორაკრაკე ნაკადულებით, მდინარეებით, ბუნებრივი, ყინულივით ცივი წყლით, წიწვოვან - ფოთლოვანი მცენარეებით... და სხვა უამრავი რამით...
გამორჩეულია საოცარი გომისმთაც, რომლის ნახვის მოთხოვნილება დღითი დღე მატულობს.
ეს კი არც გასაკვირია... რადგან თუ ერთხელ მაინც გომისმთაზე ალიონს შეხვდები, მას ვეღარასოდეს დაივიწყებ...
გომისმთა გურიის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. იგი ოზურგეთიდან დაახლოებით 35 კილომეტრშია და მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში - ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. მთას ძველად გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად იყენებდნენ. საძოვრები აქვე მდებარე შემოქმედის მონასტერს ეკუთვნოდა. საავტომობილო გზა ოზურგეთიდან გომისმთამდე 1950-იანი წლების ბოლოს იქნა გაყვანილი. ამ დროს გომისმთაზე 500-მდე დასასვენებელი კოტეჯი იდგა და ყოველწლიურად საშუალოდ 4500-5000 დამსვენებელი სტუმრობდა. 1970 წლისთვის სახლების რაოდენობა 1000, დამსვენებლებისა კი 10 000 იყო. 1980-იან წლებში კი გომისმთაზე უკვე 1500 დასასვენებელი კოტეჯი იყო. 2010 წლიდან დაწესდა დღესასწაული „გომისმთობა“. გარდა საოცარი სილამაზისა გომისმთას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. მისი კლიმატოთერაპია საუკეთესოა შემდეგი დაავადებების დროს: 1. სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებები, 2. ქრონიკული ბრონქიტი, 3. მშრალი ბრონქიტი, 4. მეზენტერიული ბრონქული და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ლიმფადენიტი, 5. ქრონიკული ტუპრტკულოზური ანთებითი პროცესების დახურული ფორმები, რაქიტი, 6. მეორადი ანემია 7. ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები. ეს კი ის ფოტოებია, რომელიც აუცილებლად მოგცემთ სტიმულს მოინახულოთ საოცარი გომისმთა 164 1-ს მოსწონს
|