x
მეტი
  • 06.12.2024
  • სტატია:138625
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512331
ბარბადოსელმა მომღერალმა საკუთარი ბრენდი სახელწოდებით "Fenty" შექმნა ( + ფოტოები და ვიდეო )

imageბარბადოსელმა მომღერალმა, 31 წლის რიანამ პარიზის ძვირად ღირებული ბრენდების მაღაზიებს კიდევ ერთი ლამაზი და მოდური ბუტიკი შემატა, სახელწოდებით "რიანა".პოპ - ვარსკვლავმა საკუთარი ბრენდი დააარსა, რომელსაც "Fenty" უწოდა.ეს სახელწოდება ბარბადოსელის გვარის იდენტურია.პოპ - ვარსკვლავის სრული სახელი და გვარია რობინ რიანა ფენტი. რიანას ბრენდი მოიცავს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სხვადასხვა სტილს, ფეხსაცმელებს, სუნამოებს, აქსესუარებს, პირველ ეტაპზე რიანას კოლექცია იმიტირებული რაოდენობით გაიყიდება, ხოლო ბაზრის ათვისების შემდეგ კი მომღერლის დიზაინის ნამუშევრების სერიულ წარმოებაშიც ჩატარდება. ეს იყო ბრენდის მწარმოებელი კომპანიის უმთავრესი პირობა. 31 წლის მომღერალმა პროექტზე ისეთ კორპორაციასთან ითანამშრომლა, რომელიც "ლუი ვუიტონისა" და სხვადასხვა დიზაინერულ ბრენდებს ფლობს.პირველ მომხმარებელს მაღაზია "ფენტმა" უკვე გუშიდან უმასპინძლა. რაც შეეხება ონლაინ მაღაზიას, ის 29 მაისიდან ამუშავდება.imageimage
როგორც წყარო წერს, მისი დიზაინერის ტიტული ახალ სიმაღლეებზე გადადის, თუმცა ფანები კვლავ უბიძგებენ ახალი მუსიკის, ახალი ალბომის შექმნისაკენ.( ცნობისათვის პოპ - ვარსკვლავს ბოლო სამი წელია ახალი არაფერი შეუქმნია).ინტერვიუში მომღერალმა თქვა, რომ მას არასოდეს ჰქონია სურვილი გაეყიდა საკუთარი ლიცენზია: – " მე ნელ - ნელა ვვითარდები მოდის სამყაროში.მე ძალიან პრაქტიკული ადამიანი ვარ, ამიტომაც მაქვს მოტივაცია სასწრაფოდ შევქმნა რაღაც ახალი და მაფასებდნენ, როგორც დიზაინერს".

ბოლო ერთი წელია, ვარსკვლავი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და პარიზი მისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.ინტერვიუში მომღერალმა და აწ უკვე დამწყებმა დიზაინერმა აღიარა, რომ მისი შთაგონების წყარო იყო "new luxury fashion line".imageimageimageimageimage
მომღერალმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში თავისი კოსმეტიკური ბრენდის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. პროდუქცია 14 თებერვლისთვის სპეციალურად ვალენტინობის დღესასწაულისთვის გაიყიდა. "Fenty Beauty" -ის ახალი პროდუქტის საიმიჯო ფოტო ვარსკვლავმა სოციალურ ქსელშიც კი გამოაქვეყნა.







0
149
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0