x
მეტი
  • 27.10.2021
  • სტატია:115287
  • ვიდეო:354182
  • სურათი:489068
გაიღვიძეთ, მაგრამ ვერ მოძრაობთ - 9 შემზარავი ფაქტი ძილის პარალიზის შესახებ
image



1) ისეთი შეგრძნება გავთ, თითქოს მკვდარმა გაიღვიძეთ


თქვენი გონება იღვიძებს, მაგრამ სხეულს ისევ სძინავს. საკუთარ სხეულში დატყვევებულივით გრძნობთ თავს. ბევრი ფიქრობს, რომ უბრალოდ მოკვდა.


2) ეს ხდება ჩაძინების და გაღვიძების დროს



თქვენი ბუნებრივი ძილის ციკლის გარდამავალ პერიოდებში, სხეული ამ დროს გონებასთან შეწყობილად და თანმიმდევრულად ვერ გადადის ერთი ფაზიდან მეორეში.


3) ძილის პარალიზს თან ახლავს ჰალუცინაციები


პარალიზის დროს ხშირია კოშმარები, რომლებსაც ცხადისგან ვერ გაარჩევთ. გონებას ღვიძავს და თვალები გახელილია. ზოგიერთი ჰალუცინაცია ძალიან მძაფრი და საშიშია.



image



4) სხეულის გამოძრავებისთვის ბრძოლა უშედეგოა


ვერ შეძლებთ მის გამოღვიძებას, უბრალოდ უნდა დაელოდოთ.


5) ეს ბუნებრივია და შეიძლება თქვენც დაგემართოთ


უმრავლესობას ცხოვრებაში ერთი ასეთი შემთხვევა მაინც ჰქონია, თუმცა ბევრ მათგანს შეიძლება არც გაუცნობიერებია ეს.



image



6) უფრო დიდი ალბათობაა ეს მოხდეს, როდესაც ძილი გაკლიათ


გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ საფუძვლიანად დასვენებას და გამოძინებას, მიდრეკილნი არაიან პარალიზისაკენ.


7) ადამიანები ამ ფენომენის ამოხსნას საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ


სპარსულ სამედიცინო ტექსტებში ჯერ კიდევ X საუკუნეში არის საუბარის ძილის პარალიზის სიმპტომების შესახებ. მას შემდეგ ამ მოვლენას ადამიანები მიაწერენ დემონებს, უცხოპლანეტელებს, ძილის დამბლას და სხვა უამრავ რამეს.



image



8) გეუფლება შეგრძნება თითქოს მკერდზე რაღაც გაწევს


ამ სიმძიმის შეგრძნებას ჰალუცინაციაც თუ დაემატა, წარმოიდგინეთ რამდენად მძაფრი შიშის შეგრძნება დაგეუფლებათ. ბევრი ყვება, რომ მკერდზე რაღაც გობლინისა თუ კუდიანის მსგავსი არსება აჯდა.


9) ეს არ მოგკლავთ


სულ მცირე ამით თქვენი დაიმედება შეგვიძლია.



ასევე დაგაინტერესებთ:



ფროიდის 40 აღმოჩენა, რომელმაც თავდაყირა დააყენა სექსსა და სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები


40 ყველაზე გავრცელებული სიზმარი - როგორ ხსნიან მათ ფსიქოლოგები


ფარული დეპრესიის 5 ნიშანი


არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


ჩაძინება 60 წამში - ინდოელი იოგების უნიკალური მეთოდი, სწრაფად დაძინებისთვის


როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


13 ნიშანი იმისა, რომ გრძნეული ხართ


სტატიის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
883
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
883
  
2019, 26 ივნისი, 12:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1