ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნები სკოლის გამოსაშვებ საღამოზე - სახალისო GIF-გალერეა 2019, 19 მაისი, 22:06 ვერძი პირველი დათვრება, პირველი იცეკვებს (მათ შორის მაგიდაზეც), პირველი გაბრაზდება, პირველი იჩხუბებს და პირველი დაამტვრევს იქაურობას. მერე შეიძლება ცოლიც მოიყვანოს, ან გათხოვდეს… კურო კარგს ჭამს, კარგს სვამს, სხვებსაც რეკომენდაციას გაუწევს, გულსაც აიჩუყებს, კლასელებს და მასწავლებლებს სთხოვს არ დავეკარგოთ ერთმანეთსო, ყველაზე კარგ დროს გაატარებს და რომანის დასაწყისსაც გამოკრავს ხელს. ტყუპები მაგიდიდან მაგიდასთან დარბის და ყველას უყვება როგორ იჩხუბა ვერძმა, რამდენი ჭამა კურომ, როგორ ჩააწყო დედოფლობა ლომმა, ვისთან იცეკვა მშვილდოსანმა… უფრო სწორად კი არ დადის, დაცეკვაობს… კირჩხიბი სამახსოვრო სურათებს იღებს და ცდილობს არავინ გამორჩეს, დამლაგებელიც კი, გეგონება სკოლის გამოსაშვები საღამო კი არა ცხოვრების გამოსაშვები საღამო იყოს. შეიძლება ბლოკნოტსაც დაათრევდეს თან და სამახსოვრო ჩანაწერების გაკეთებას სთხოვდეს ხალხს. მაზეგ ამ ყველაფერს დაათვალიერებს და იტყვის: თითქოს გუშინ იყო… ლომი პირველ რიგში ჩექინდება, მერე თავზე იმხობს ყველაფერს და ბოლოს გამოსაშვები საღამოს დედოფალი/მეფე ხდება. ქალწული არ მოსწონს თევზის საქციელი, მორიელის ზედმეტად თამამი კაბა, ვერძის ფეხსაცმელები და საერთოდ საღამო. ცოტა უკეთესად შეიძლებოდა ყველაფრის ორგანიზება! სასწორი ისეთი ამაღლებული განწყობაა… ისეთი რომანტიკა… გადაწყვეტს, რომ უყვარს… დღეს მაინც… დღეს ნამდვილად უყვარს.. მორიელი ცდილობს, რომ აეჭვიანოს შეყვარებული და ახერხებს იმას, რომ მთელ საღამოს კოშმარად აქცევს მისთვისაც და თავისთვისაც. მერე კი ძალიან სასიამოვნოდ გაახსენდება ეს დღე მთელი ცხოვრება. მშვილდოსანი ეფლირტავება ისეთ ხალხს, რომლებიც ცხოვრებაში არ მოსწონებია, იმიტომ რომ ატმოსფეროა რაღაცნაირი… ბედნიერი და ასე გამოხატავს სიხარულს… თხის რქა დათვრება და გადაწყვეტს, რომ ცეკვა სთხოვოს იმ გოგოს, პირველი კლასიდან რომ მოსწონს და აღმოაჩენს, რომ თურმე იმასაც მოსწონს. მერწყული ცეკვავს, მღერის, ერთობა თავისთვის... თევზები დასევდიანდება. მერე სევდის გულიდან გადასაყრელად თვრება და თუ საავადმყოფოში წასაყვანი არ გახდა, რას შვრება, თვითონაც არ იცის გალერეის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 1271 შეფასება არ არის
|