x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136008
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510279
ეს სამოსი არავის უხდება, მოაშორეთ ისინი გარდერობიდან!
მოდა-უზარმაზარი ინდუსტრიაა, სადაც დიდი ფული ტრიალებს. მოდის სახლები ყოველწლიურად ასობით კოლექციებს უშვებენ და შესაბამისად, მაღაზიებშიც საქონელი რეგულარულად იცვლება.

მიუხედავად ამ უზარმაზარი ინდუსტრიის და მისი გავლენისა, მაინც ითვლება, რომ არის სამოსი, რომელიც პრაქტიკულად არავის უხდება და მოდური ტენდენციების მიუხედავად მასზე უარი უნდა ვთქვათ.

ესენია:

1. სპორტული მაისური მსგავსი ზურგით


imageასეთი მაისურები ვიზუალურად ადიდებენ ვიწრო მხრებსაც კი და სხვადასხვა ნაკლოვანებებს გამოკვეთენ. უმჯობესია თუ მათ სპორტდარბაზისთვის შემოინახავთ. ყოველდღიურად კი ჩვეულებრივი აჭიმებიანი მაისურები ატარეთ.


2.“დედიკოს მეგობრის კაბა"

imageასეთი კაბების განუყრელი ატრიბუტებია: გაურკვეველი ფერი, უცნაური ფასონი, თასმებით გაფორმება, მაქმანები და სტილის არარსებობა. ამ კაბების მიზანი ერთადერთია-არ მიიქციოს ყურადღება.

თანამედროვე მოდა უამრავ ალტერნატივას გვთავაზობს-ეს შეიძლება იყოს კაბა ორიგინალური ფასონით, პრინტიანი კაბა ან ერთი ტონის კაბა დამატებითი აქსესუარების გარეშე.


3.ტულის ქვედაბოლოები

imageასეთი ქვედაბოლოები გამოსაშვებ საღამოს, საღამოს წვეულებას ან მოზარდებისთვის განკუთვნილ პოპ-სიმღერის ვიდეორგოლს უხდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში 10-დან 9 შემთხვევაში ისინი სულელურად გამოიყურებიან. გარდა ამისა, მიუხედავად მათი ჰაეროვნებისა, ისინი სხეულს ვიზუალურად ამძიმებენ ქვედა ნაწილში.

მათი მშვენიერი ალტერნატივაა სხვადასხვა სიგრძის ქვედაბოლო ტრაპეცია.


4. მაღალწელიანი კაბა

imageითვლება, რომ მაღალი წელი წელის არეში მდებარე ნაკლოვანებებს ნიღბავს, თუმცა, როცა წელის ხაზი მკერდთან ძალიან ახლოსაა, საპირისპირო ეფექტს ვიღებთ და სწორედ იმის ხაზგასმას ვახდენთ, რისი დამალვაც გვსურს.

ნაკლოვანებების დასამალად სქელი ნაჭრისგან შეკერილი, ოდნავ თავისუფალი სტილის კაბა იდეალურია.


5.აჟურული კოლგოტები

imageკოლგოტი-ეს ის შემთხვევაა, როცა ფერებით უნდა იხელმძღვანელოთ და არა ტექსტურით. აჟურული კოლგოტები და ბადე-კოლგოტები შესაძლოა ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ მხოლოდ სწორად შერჩეული ლუქის შემთხვევაში: პანკ-როკის ან გლემ-როკის სტილში. საქმიან და ე.წ. ქეჟუალ სტილს კი ისინი ვულგარულ იერს ანიჭებენ.


6.სპორტული ფეხსაცმელი მაღალ ძირზე

imageსპორტული ფეხსაცმელი პლატფორმაზე ნამდვილად არაა მოსახერხებელი და მითუმეტეს-ლამაზი . ამგვარ ფეხსაცმელში ფეხი მასიური და მოუქნელი ჩანს.

კლასიკური კედები გაცილებით მომგებიანია და ნებისმიერ სტილს შეგვიძლია შევუხამოთ.


7.“ღამურა" სახელოები

imageასეთი სახელოები ფიგურას “აფუჭებენ", ვიზუალურად ადიდებენ მხრებს, მკერდს მალავენ, სილუეტს კი ფორმას უკარგავენ.

მსგავსი სახელოების ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭეთ ამ სეზონზე პოპულარულ oversize სვვიტერს.


8.ტიტა-ქვედაბოლო

imageტიტა-ქვედაბოლო ფართო თეძოებს კარგად ნიღბავს, სამაგიეროდ გამხდარ სხეულზეც კი გამოკვეთს მუცელს. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ამ ქვედაბოლოს დიდმკერდიანი ქალბატონები. გაცილებით უნივერსალური არჩევანია ქვედაბოლო-ფანქარი.


9.სანდალი გლადიატორები

imageასეთი სანდლები “ფანქარი ჭიქაში" ეფექტს ქმნიან, თან ფეხს უჭერენ, რაც მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი არაა. მუხლამდე თასმებიც არ გამოდგება საზაფხულო გარდერობისთვის. გაცილებით უკეთესია არჩევანია ესპადრელები ან კოჭებამდე თასმიანი სანდლები.


10.ტრიკოტაჟის სამოსი

imageტრიკოტაჟით გამოცდას პრაქტიკულად ვერცერთი ფიგურა ვერ უძლებს. ეს მასალა ხომ ყველაფერს გამოკვეთს: ნაკეცებს წელზე, თეძოებს, მენჯის ძვლებს და ქვედა საცვლებსაც კი.

თუ მომდგარი სამოსი გინდათ შეიძინოთ, შეარჩიეთ სქელი ქსოვილი.


11.ზოლიანი ვიწრო შარვლები

imageასეთი შარვალი მხოლოდ ძალიან გამხდარ გოგონებს მოუხდებათ. ფართო თეძოები ან მსხვილი წვივები მასში ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება. თუ მაინცდამაინც ზოლიანი შარვალი გინდათ, უფრო თავისუფალი სტილი შეარჩიეთ.


0
1109
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0