x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჩაძინება 60 წამში - ინდოელი იოგების უნიკალური მეთოდი, სწრაფად დაძინებისთვის
image


ზოგჯერ, როდესაც ფიზიკურად ძალიან დაღლილი ვართ, თავი ბალიშზე დადებული არ გვაქვს, რომ მაშინვე გვეძინება. მაგრამ ფიზიკური დაღლა ფსიქიკური დაღლისგან განსხვავდება – ნერვული გადატვირთულობით გათანგული ფსიქიკა ჯანსაღ ძილსა და სწრაფად ჩაძინებაში ხელს გვიშლის. გადაღლილობის ფონზე ადვილად აღგზნებადი ნერვული სისტემის მქონე ადამიანს ჩაძინება უჭირს, განსაკუთრებით, თუ მეორე დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.


image


იმისთვის, რომ მშვიდად დაგეძინოთ, გულისცემის რითმი უნდა მოაწესრიგოთ. შენელებული გულისცემა სისხლში ადრენალინის დონეს დაწევს და ტვინიც აღიქვამს, რომ ჩაძინება უკვე შესაძლებელია. ამის მიღწევა რამდენიმე პრაქტიკით შეგიძლიათ – მედიტაცია ძილის წინ, დამამშვიდებელი აბაზანა, ან მსუბუქი მასაჟი დადებით ეფექტს იძლევა.



თუმცა, არსებობს გაცილებით მარტივი მეთოდი – ის ინდოელი იოგებისთვის უკვე საუკუნეებია ცნობილია და მას "4-7-8" ეწოდება. ციფრების ამ კომბინაციის დამახსოვრება ადვილია და ის უპრობლემოდ ჩაძინების მთავარი გასაღებია.


image


იმისთვის, რომ სწრაფად დაიძინოთ, შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:


1. მშვიდად შეისუნთქეთ ცხვირით 4 წამის განმავლობაში


2. შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა 7 წამის განმავლობაში


3. ბოლოს აუჩქარებლად გამოისუნთქეთ პირით 8 წამის განმავლობაში


image


გააზრებასაც ვერ მოასწრებთ, როგორ ჩაგეძინებათ. ეს მეთოდი არა მხოლოდ სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმარებათ, არამედ აზრებისა და ემოციების მოწესრიგებაშიც.


0
3829
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
3829
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0