სისხლის სამართალი ყველაზე შემზარავი სერიული ჰომოსექსუალი მანიაკი მეტსახელად "კლოუნი" 2019, 10 მაისი, 12:42 ![]() მოქმედების სქემა პრაქტიკულად ერთგვარი იყო:საღამოობით დადიოდა საკუთარი ავტომობილით და მორიგ მსხვერპლს ეძებდა - ახალგაზრდა სექს-პარტნიორს, შემდეგ ეცნობოდა მათ, მიჰყავდა სახლში, აუპატიურებდა, სცემდა და აწამებდა.თან ეს გრძელდებოდა დიდხანს, წამების დროს, შესვენებებზე გეისი საკუთარ მსხვერპლს უკითხავდა ბიბლიას, რის შემდეგაც გუდავდა და სარდაფში მარხავდა, შემდეგ კი მდინარეში აგდებდა, რადგან სარდაფში ადგილი აღარ ჰქონდა. 25 წელის წინ, 1994 წლის 10 მაისს სიკვდილით დასაჯეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი-მანიაკი ისტორიაში ჯონ გეისი, მეტსახელად - კლოუნი. ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო, ჯონის მამა სტენლი გეისი მუდმივად სცემდა ცოლს შვილების თვალწინ და არც ჯონს აკლებდა, ოთხი წლის ასაკში მამამისმა ჯონი მათრახით სცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ავტომობილის ძრავის რაღაც კომპონენტი დააზიანა, მოგვიანებით კი ცოცხი ისე ძლიერად ჩაარტყა თავში, რომ გონება დააკარგვინა, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მამას ახლობელმა გაუკეთა - ბიჭუნა გააუპატიურა, რამაც მოზარდის ფსიქიკა საბოლოოდ გაანადგურა და საბოლოოდ აქცია ХХ საუკუნის ერთ-ერთ სასტიკ მანიაკად. ![]() 18 წლის იყო ჯონი, როდესაც მშობლიური ჩიკაგოდან ლას-ვეგასში გაიქცა, სადაც მუშაობა დაიწყო ადგილობრივ მორგში, თუმცა დიდხანს არ გააჩერეს იქ, მორგის მფლობელმა პოლიციას განუცხადა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა თანამშრომელი გვამებთან სექსუალური კავშირს ამყარებსო, აღსანიშნავია, რომ პოლიცია ზერელედ მოექცა ამ განცხადებას და რეაგირებაც არ მოახდინა, რამაც ჯონს საშუალება მისცა, აორთქლებულიყო იქიდან. იგი ქალაქ ვატერლოში(აიოვას შტატი) გადაბარგდა. იქვე მუშაობა დაიწყო - ადგილობრივ KFC-ში მოეწყო და მალე ადმინისტრატორის თანამდებობაც მიიღო, თან დაქორწინდა მერილინ მეირსზე, რომელიც რესტორნის მფლობელის გერი იყო. ![]() თითქოს ცხოვრება აეწყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა. ოჯახი, კარგი შემოსავლიანი სამსახური, კოლეგებისგან პატივისცემა, მაგრამ ჯონ გეისი უცებ ჭაობში აღმოჩნდა - დააკავეს და 10 წელი პატიმრობა მიუსაჯეს KFC არასრულწლოვანი თანამშრომლების მიმართ სექსუალური ძალადობის გამო. მხოლოდ 1, 5 წელი დაჰყო ციხეში(არა და ბრალდება სამუდამო პატიმრობას ითხოვდა), დაბრუნდა მშობლიურ ჩიკაკოში, წამოიწყო სამშენებლო ბიზნესი, გახდა დემოკრატიული პარტიის წევრი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ქველმოქმედებას და განმანათლებელ საქმიანობას ეწეოდა.მალევე მეორედ დაქორწინდა სკოლის მეგობარზე, კეროლ ჰოფზე. ![]() ამავე პერიოდში გეისს ცოლთან ექმნება პრობლემები და იწყება გაყრის პროცესი. ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა მას აშკარად არ აკმაყოფილებდა. ეს არ იყო მისი მოწოდება. ![]() პარალელურად, ჯონი ანიმატორის კარიერას იწყებს, კლოუნის ფორმაში გადაცმული ბავშვთა ზეიმებზე და დაბადების დღეებზე დადის და მინი-შოუებს აწყობს. ![]() საქმე გაიხსნა იმავე, 1978 წლის დეკემბერში, როდესაც გეისმა 15 წლის ბიჭუნას, რომერტ პისს შესთავაზა სამუშაო. ამის შემდეგ ბიჭუნა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, არადა, მათი საუბრის შინაარსი შემთხვევით მოისმინა აფთიაქარმა, რომელიც პირადად იცნობდა გეისს. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩხრიკა პოლიციამ გეისის სახლი, სადაც საშინლად მყრალი, ხრწნადი სუნი იდგა, სარდაფში სამართალდამცველებმა 3 გვამი აღმოაჩინეს, ეზოს გათხრების შემდეგ კი, კიდევ 26 გვამი იპოვეს. ![]() ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ
362 4-ს მოსწონს
|