ლუდი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია მთელ მსოფლიოში.
უამრავი ადამიანია, ვისაც ლუდი უყვარს და მას ყოველდღიურად მიირთმევს.
ლუდს ამზადებენ ნატურალური მარცვლოვანი ნედლეულისაგან: ალაო, ქერი, ჭვავი, ხორბალი, სვია და ზოგ შემთხვევაში – სიმინიდის და ბრინჯისაგან.
ლუდის სარგებლიანობა (ზომიერად მიღებისას) და მისი შემცველობა ასეთია
- ეთილის სპირტი
- საფუარი, რომელიც შეიცავს B და PP ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აძლიერებენ ენერგეტიკულ პროცესებს და აუმჯობესებენ გულის მუშაობას;
- კალციუმი და მაგნიუმი, რომელიც ხელს უშლის თირკმელებში და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას;
- კალიუმი, რომელსაც ნორმაში მოყავს წყლის და მარილის ბალანსი;
- სახამებლისებრი შენაერთები, რომლებიც აუმჯობესებსნ საჭმლის გადამუშვების პროცესს;
- ანტიქოსიდანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერიოზული დაავადებების კარგ პროფილაქტიკას;
- ეთერზეთები და ცილები, რომელთაც აქვთ ბაქტერიციდული მოქმედება;
- ორგანული მჟავები (ნიკოტინის, ფოლიუმის, პანტეტონის და სხვ.), რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის შემადგენლობას, ნივთიერებათა ცვლას, აქვთ შარდმდენი მოქმედება
ლუდის პოპულარობიდან გამომდინარე, არაერთი საინტერესო ღონისძიება და სხვადასხვა ფესტივალი ეწყობა სხვადასხვა ქვეყნებში.
ყველაზე გამორჩეული ამ კუთხით ფინეთი აღმოჩნდა.
ფინეთში არსებობს
"ცოლით რბენის ჩემპიონატი"!ჩემპიონატის მოსაგებად აუცილებელია მამაკაცმა ცოლი ზურგზე მოიკიდოს ისე ირბინოს.
გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე სწრაფად მიირბენს "ფინიშამდე" სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვით.
დავალებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ცოლის ხელში აყვანის მხოლოდ რამოდენიმე მეთოდია ნებადართული: მეხანძრის მეთოდი (მხარზე გადაკიდებული) და მეორე მეთოდი - ისე როგორც ფოტოზე ვხედავთ .
ეს არც თუ ისე ადვილი კონკურსია, სამაგიეროდ გამარჯვებულს პრიზად იმდენი ლუდი ერგება, რამდენსაც მისი ცოლი იწონის.
ფინეთში ლუდთან დაკავშირებით ერთი კურიოზული შემთხვევაც დაფიქსირდა.
კომპანია Hartwall-მ პეპსის ქილებში შეცდომით ლუდი ჩამოასხა.
შეცდომის შესახებ ცნობილი სასმელის რეალიზაციაში გაშვების შემდეგ გახდა, როდესაც პირველმა მყიდველმა, 13 წლის მოზარდმა გამაგრილებელი სასმელი შეიძინა.