x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"საქმე იმაში როდია თქვენს სიმღერას 17 მაისს ქართველი ერი მოისმენს თუ არა"-ღია წერილი თამრიკო ჭოხონელიძეს
imageშეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე ღია წერილით მიმართავს ცნობილ მომღერალს თამრიკო ჭოხონელიძეს, "რომელმაც განაცხადა, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე არ იმღერებს.


"ქალბატონო თამრიკო, საოცრად დამწყვიტეთ გული, საქმე იმაში როდია, თქვენს სიმღერას 17 მაისს ქართველი ერი მოისმენს თუ არა. საქმე იმაშია, რომ თქვენ ხმის მიცემა ბნელსა და ნათელს შორის – ოჯახის სიწმინდის დღისთვის დაგენანათ. არ მსურს გარემოებებზე ვისაუბრო, არც ის მაინტერესებს, რა გიკეთებიათ აქამდე. ცხოვრება გვირაბია, ან მას გადიხარ ღირსეულად ან თავს იმართლებ. ამ შემთხვევაში თქვენ თავს იმართლებთ. ხალხის სიყვარული ამავდროულად ტვირთია ეს ვალდებულებაა რჩეულთა ხვედრია და მძიმე ჯვარიც ვფიქრობ ამ ვალდებულებას და პოპულიზმს შორის თქვენ სხვაობას უნდა გრძნობდეთ. ცოტა არ იყოს, ვერ გავიგე პატრიარქის მიწვევაზე უარის თქმის თქვენეული მიზეზი. ვციტირებ:


“ თუ 17 რიცხვი იქნება დაპირისპირებისთვის დაგეგმილი, მე აი, ამას გავაპროტესტებ”. მე კი გეტყვით ოჯახის სიწმინდეს და ღმერთს მხოლოდ ეშმაკი შეიძლება დაუპირისპირდეს – აქვე გკითხავთ, თქვენ ამ მარადიულ ომში, რომელიც უფალსა და სატანას შორის მიმდინარეობს, რას გააპროტესტებთ? სახელმწიფოა სუსტი, სიბილწის დაკანონება მისი მიზანია ეს არაეროვნული ხელისუფლების პოლიტიკაა, თქვენ კი მისი მსხვერპლი ხართ როგორც მოქალაქე, რომელიც ფსიქოლოგიურ საინფორმაციო და იდეოლოგიურ ომს ვერ გაუმკლავდით. ეს სახელმწიფოს უბედურების ფორმულაა, თორემ პიროვნულად არაფერი გამართლებთ. მე თქვენი სიმღერების მსმენელი არ ვარ, ამ ფაქტის შემდეგ კი შეგნებულად არ მოვუსმენ – თქვენ პიროვნულად მიყვარდით, ამიტომაც მოგმართეთ ასე საჯაროდ და არა მათ, ვინც თავს მომღერალს და კომპოზიტორს ეძახის, ვისაც პუბლიკა და ავტორიტეტი ხელოვნურად შეუქმნეს, რათა მათი გავლენებით შემდგომში საზოგადოებრივი განწყობები მართონ. ვისაც უნდა და სადაც უნდა იქ წავიდეს…


“რაჭველად” ფსევდონიმირებული მემანიშვილი ვერასოდეს გაცდება სააკაშვილის პარტიული მუზიკანტის იმიჯს, ქათამაძე კი ვერასოდეს ვერ გაფრინდება ცაში არწივად და მას არასოდეს დაურეკავს პატრიარქი, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე რომ იმღეროს. მომიტევეთ, მაგრამ თქვენ სისუსტე გამოიჩინეთ და ავტომატურად ჩაეწერეთ იმ რუხი და ბნელი მასის პრობაგანდისტთა ქულად, ვინც ერთი სქესით ცდილობს უფლის გმობას და ფსევდოსიყვარულის ნაყოფის შექმნას. იმედია, იცით, რომ უფლის წინააღმდეგ სვლა სიყვარულის ნაყოფს ვერასოდეს შექმნის.


პატივისცემით, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე"

image

0
739
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0