ჩერნობილს ბევრი დავიწყებული გმირი ჰყავს, მაგალითად: "გმირი მყვინთავები".
ჩერნობილის კატასტროფიდან 10 დღეში, მე-4 რეაქტორის ქვემოთ არსებულ აუზში წყლის დაგროვება დაიწყო. თუ მასში ატომური რეაქტორიდან გამდნარი საწვავის მასები ჩაიღვრებოდა, მივიღებდით აფეთქებას, რომელიც ატომური ბომბის აფეთქებაზე 10-ჯერ ძლიერი იქნებოდა.
საჭირო იყო დაზიანებული აუზიდან წყლის გაშვება, ამისათვის გამოჩნდა 3 მოხალისე მყვინთავი, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს რადიაციით გაჟღენთილ წყალში ჩასვლა და ქვეყნისა და მსოფლიოსთვის ტრაგედიის თავიდან აცილება. ესენი იყვნენ:
ალექსეი ანანენკო, ვალერი ბესპალოვი და ბორის ბარანოვი.
ისინი აუზიდან უკან აღარ დაბრუნებულან.