x
image
Lerato
ქალის 10 სუნამო, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს აღაფრთოვანებს
image


არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ სურნელი ადამიანის ქვეცნობიერზე მოქმედებს. ამით შეუძლია ნებისმიერმა ქალმა ისარგებლოს, ვისაც საწინააღმდეგო სქესის მიზიდვა და მოხიბვლა სურს.

სტატიაში წარმოგიდგენთ სუნამოების ჩამონათვალს მშვენიერი ქალბატონებისთვის, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავს.


1. MIU MIU


image


ბრენდის პირველი არომატი – და 100% წარმატება: შროშანის, ვარდისა და ჟასმინის სურნელი ისე მაცდურად და მიმზიდველად ჟღერს, რომ მაშინვე იპყრობს ყურადღებას. ამას ემატება წიწაკისა და მერქნის სურნელი, შედეგად არომატი ხდება ცივი, რაც თავის მხრივ მისი მფლობელის ირგვვლივ იდუმალებისა და ხელმიუწვდომლობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიზიდვა და ხელის კვრა – სასიყვარულო თამაშის დასაწყისია!



2. NOBLE LEATHER – YVES SAINT LAURENT


image


პაჩული, ქარვა და ვანილი ქმნის განუმეორებელ აღმოსავლურ არომატს, რომელიც ძალიან უჩვეულოდ და ვნებიანად ჟღერს. მდიდრული, მდგრადი, იდუმალებით სავსე – ეს სუნამო განსაკუთრებულად საბედისწერო ლამაზმანებისთვის შეიქმნა, რომლებიც მამაკაცების გულებს სამუდამოდ იპყრობენ.



3. DECADENCE – MARC JACOBS

image


ზამახი – ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ყვავილი, მისი არომატის აღწერა სიტყვებით ძალიან რთულია, თუმცა დავიწყება – შეუძლებელი. რბილი და ცივი, ისეთი, როგორც უნაზესი აბრეშუმი, რომანტიკასა და მარადიულ სიყვარულზე ოცნებებს აღძრავს. ამ სიყვარულის სიმბოლოდ შესაძლოა ვიღაცისთვის თქვენ იქცეთ.


4. EUPHORIA ESSENCE – CALVIN KLEIN

image


არომატი, რომელიც ძირითად ინსტიქტს აღვიძებს: ჟოლოს, მაყვლისა და თეთრი შოკოლადის ჰარმონიული შერწყმა. ასეთი გემრიელი, მომნუსხველი, ტკბილი და მადის აღმძვრელი – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.


5. ROSES DE CHLOÉ

image


რა შეიძლება ვარდის ფურცლებზე უფრო სექსუალური და რომანტიკული იყოს? Chloé -ს ახალ არომატში მთელი ვარდების ბაღია მოქცეული, რასაც ბერგამოტისა და მუშკის სასიამოვნო არომატი ერწყმის. მას აბრეშუმისა და ვნების სურნელი აქვს, თამაშობს კონტრასტებით და სამუდამოდ გამახსოვრებთ თავს.


6. MANDORLO DI SICILIA – ACQUA DI PARMA

image


ატამი, ვანილი და ილანგ-ილანგი: დაახლოებით ასეთი სურნელი ასდის რომანტიკულ არდადეგებს სიცილიაზე, სადაც ჰაერში ხმელთაშუაზღვის ტემპერამენტი ტრიალებს.


7. CHANCE EAU VIVE – CHANEL

image


მსუბუქი და ანცი, ეს არომატი-ფლირტია, არომატი-სატყუარა, რომელიც ყველას დააინტერესებს, თუ ვინ იმალება ფორთოხლის, გრეიფრუტის და ვეტივერის სურნელის მიღმა.


8. MIMOSA & CARDAMOM – JO MALONE

image


ილი, თაფლი და მიმოზა: ამაღელვებელი ქალურობისა და მძაფრი სიტკბოს სინთეზი ეფექტურ შთაბეჭდილებას ტოვებს შემოდგომის ცივ დღეებში, ხაზს უსვამს სინაზესა და დახვეწილობას. შენ ისეთი არ ხარ, როგორც ყველა, შენ ეგზოტიკური ყვავილი ხარ, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე და წარმოუდგენელია, რომ მისით არ აღფრთოვანდე.


9. EROS POUR FEMME – VERSACE

image


სუნამო, რომელსაც სიყვარულის ღმერთის საპატივსაცემოდ "ეროსი" დაარქვეს, ის მამაკაცის სულში ყველაზე იდუმალ სიმებს ეხება და აიძულებს, უცნობ ლამაზმანს ყველგან გაჰყვეს. კალაბრიული ბერგამოტი, ბროწეული და ჟასმინი – მძაფრი და ცხელი კოქტეილი, რომელიც გულში საოცარ გრძნობებს იწვევს.


10. L’EXTASE – NINA RICCI

image


მგრძნობიარე და მათრობელა ყვავილების სურნელი: ეს არომატი წარმოადგენს ვარდის ფურცლების, თეთრი წიწაკის, მუშკისა და ქარვის სინთეზს. საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანი კომბინაცია, რომელიც ეჭვს არ იწვევს – შენ ყველაზე ვნებიანი ქალი ხარ, რომელსაც კი ის ოდესმე შეხვედრია.


და ბოლოს, სუნამოს შეძენისას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინეთ – უპირველეს ყოვლისა არომატი თქვენთვის უნდა იყოს შესაფერისი და სიამოვნების მომტანი, თქვენში პოზიტიურ ემოციებს უნდა იწვევდეს. ვიმედოვნებთ, რომ შეძლებთ და სტატიაში წარმოდგენილი სუნამოებიდან რომელიმეს თქვენთვის შეარჩევთ.



ასევე დაგაინტერესებთ:


20 მნიშვნელოვანი რჩევა კოსმეტოლოგისგან თქვენი კანისა და თმის სილამაზისთვის


13 ჯოჯოხეთური მოწყობილობა, რომელსაც ქალები გასულ საუკუნეში იყენებდნენ


როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგ – ექსპერტთა რჩევები


ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ


ქალური სილამაზის 5 ძირითადი კანონი კოსმეტიკის ექსპერტის პაულა ბიგაუნისგან


ამერიკელმა მეცნიერებმა სიბერის პროცესის შენელების ძალიან მარტივი ბუნებრივი საშუალება აღმოაჩინეს


როგორ დავლიოთ წყალი სწორედ და რა რაოდენობის სხეულის წონის გათვალისწინებით


0
13661
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
13661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0