x
image
ეკა ლაცკა
საქართველოში ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ქართველ ემიგრანტთა რაოდენობრივი სტატისტიკა წინა წელთან შედარებით
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში.

მასში ასახული მონაცემების თანახმად, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

image

*მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და 1 790.9 ათასს შეადგენს


*ქალების რიცხოვნობა შემცირდა 0.3 პროცენტით და 1 932.6 ათასით განისაზღვრა.

* საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 52 პროცენტი – ქალი.

* საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.7-ს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7
მამაკაცი მოდის.

image


* 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს,
ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატება მამაკაცებისას, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.


სტატისტიკა ასახავს 2018 წლის სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას დაბადებისას, რომელიც შეადგენდა 74.0 წელს.

image

მათ შორის მამაკაცებისათვის 69.7 წელს,

ხოლო ქალებისათვის - 78.2 წელს.

2019 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური (საშუალო) ასაკი 37 წელია.



სტატისტიკა გვაწვდის მონაცემებს მიგრაციის შესახებაც.

image


2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 კაცით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით არის გაზრდილი.

ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 5.9 პროცენტით გაიზარდა და 88 152 კაცი შეადგინა.




0
102
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0