საზოგადოება "დაიწყო ქალაქის დაცარიელებები და გოიმთა ნიღბების გლეჯაი საკვირველი"- გურამ შეროზია 2019, 27 აპრილი, 21:04 აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქიდან სოფლისკენ წასული საზოგადოების შესახებ ხუმრობები არ წყდება და ყოველ წელს უფროდა უფრო აქტიურდება. არც წლევანდელი წელია გამორჩეული და უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელი აჭრელდა წასულებ-დარჩენილების შესახებ პოსტებით. ასევე ამ დროს აქტიურდება აღდგა/აღსდგას თემა და ყველა, ვისაც ერთხელ მაინც გრამატიკის წიგნი გადაუშლია თავის ვერსიას მტკიცედ იცავს. სწორედ აღნიშნულ თემაზე სახალისო პოსტს აქვეყნებს ბლოგერი გურამ შეროზია. "დაიწყო: - აღდგა და აღსდგა-ების ომი - ქალაქის დაცარიელებები და გოიმთა ნიღბების გლეჯაი საკვირველი - აბიბინებულ ჯეჯილებზე და წითელ კვერცხებზე თაგაობები - ხატისპურებით ხმალაობები (ჩემთვის პასკა იქნება აწ და მარადის) - დიდი ხუთშაბათობები და წლის ბანაობის გეგმების შესრულებები...
წითელი პარასკევი დამდგარა-ო."- წერს შეროზია.
610 1-ს მოსწონს
|