მსოფლიო კიმ ჩენ ინი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული პოლიტიკოსია. – ვალერი კვარაცხელია 2019, 25 აპრილი, 15:27 "ობიექტივის" წამყვანი გადაცემისა "ოქროს კვეთა" ვალერი კვარაცხელია, რომელიც პრორუსული იდეოლოგიით გამოირჩევა და ვლადიმერ პუტინისადმი ხოტბა-დიდებითაც გახლავთ გამსჭვალული სოციალური ქსელის მეშვეობით ინის და პუტინის შეხვედრას მიმოიხილავს:
ღირსეული ხალხის ღირსეული ლიდერი
ჩრდილოეთ კორეის ანუ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
კიმ ჩენ ინი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული პოლიტიკოსია. აზიის ერთ, შედარებით პატარა სახელმწიფოში (ოცდახუთი მილიონი მოსახლით) იგი კბილებით იცავს სოციალისტურ მონაპოვარს და ყაჩაღური ინსტინქტებით შეპყრობილ კაპიტალისტურ გარემოცვას მისხალსაც არ უთმობს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამას წინათ, ხელცარიელი გამოაბუნძულა ვიეტნამიდან.
რაში მდგომარეობს ჩრდილოეთ კორეისა და კიმ ჩენ ინის სიძლიერის საიდუმლო? პასუხი რთულიცაა და მარტივიც: მისი სიძლიერე სოციალისტურ სისტემაშია. სახელმწიფოს, რომელიც ბუნებრივი რესურსებით ღარიბია, მოსახლეობითა და ტერიტორიით დიდი არ არის და, რაც მთავარია, მთელი მისი არსებობის მანძილზე, ყაჩაღურ კაპიტალისტურ გარემოცვას მუდმივი სანქციებისა და გაუთავებელი პოლიტიკურ-ეკონომიკური წნეხის ქვეშ ჰყავს მოქცეული, აღმოაჩნდა საიმისო ძალა, რომ არამარტო გაუმკლავდეს სატანურ ზეწოლას, არამედ ბირთვული იარაღიც შეჰქმას და თავდაცვისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიებიც მოიპოვოს. ეს ხომ სასწაულის ტოლფასია. აი, რას ნიშავს სოციალისტური სისტემის უპირატესობა დამპალ და გახრწილ კაპიტალიზმთან შედარებით! კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ფუძემდებელი კიმ ირ სენი ამბობდა: "სოციალიზმისა და კომუნიზმის ასაშენებლად საჭიროა ორი ციხე-სიმაგრის აღება - იდეოლოგიური და ეკონომიკური. იდეოლოგიური საფუძველი თუ არ გაგაჩნია, მხოლოდ საქონლის სიუხვით სოციალიზმისა და კომუნიზმის მშენებლობა შეუძლებელია!" სრული ჭეშმარიტებაა, ვინაიდან მხოლოდ სოციალიზმის ვითარებაშია შესაძლებელი, როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე მთლიანი საზოგადოების სულიერი და მატერიალური ჰარმონიის პირობების შექმნა. საქართველოში რამდენი ტუტუცური შეფასებები გვესმის ჩრდილოეთ კორეისა და მისი ლიდერის მისამართით, როგორც რიგითი ადამიანების, ასევე ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისგან. ხომ მოგისმენიათ ერთმანეთს რომ წამოაძახებენ: საქართველო ჩრდილოეთი კორეა კი არ არის! ამ იდიოტებს წარმოდგენაც არა აქვთ იმაზე, რომ როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამენ, ЦРУ-ს ლაბორატორიებში შექმნილ შაბლონებს იმეორებენ ისე, როგორც გაუნათლებლებსა და სხვის ფეხის ხმას აყოლილებს სჩვევიათ-ხოლმე... 147 შეფასება არ არის
|