x
მის სიკვდილს თითქმის 2 საათი დასჭირდა. 2 საათი რომელიც მან ქუჩაში, საშინელ ტკივილში, შიშში და მარტოობაში გაატარა
image

Tyke დაიბადა 1974 წელს და ის 1994 წლის 20 აგვისტოს 87 გასროლით მოკლეს.

მის სიკვდილს თითქმის 2 საათი დასჭირდა.
2 საათი რომელიც მან ქუჩაში, საშინელ ტკივილში, შიშში და მარტოობაში გაატარა.

Tyke პატარაობაში შეიპყრეს, თავის ოჯახს მოსტაცეს და ცირკში წაიყვანეს. ის გამუდმებით დაბმული და გამოკეტილი იყო. მწვრთნელებისგან ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა. უმოძრაობისგან ძვლები სტკიოდა, ერთგვარი საკვებით კვებავნენ და ექსპერიმენტებში აცხოვრებდნენ.



Tyke-მ რამოდენიმეჯერმე სცადა გაქცევა, მაგრამ ისევ შეიპყრეს და ღმერთმა იცის როგორ დასაჯეს იმის გამო, რომ მას თავისუფლება უნდოდა.

ცირკში გატარებული 20 წლის შემდეგ, მან ეს ყველაფერი ვეღარ აიტანა და წარმოდგენიდან გაიქცა.
ქალაქში გავარდნის პოლოციამ სროლა დაუწყო.
Tyke დაეცა,
მაგრამ ისევ წამოდგა.
პოლიცია სროლას აგრძელებდა.
Tyke შებარბაცდა,
ფეხები ერთმანეთში აებლანდა და დაეცა,
თუმცა ისევ წამოდგა.
ტყვიები სეტყვასავით ეცემოდა,
გაბრაზებული ის თავს იქეთ-აქეთ იქნევდა,
ფეხებმა კიდევ ერთხელ უმტყუნა,
მუხლებზე დაეცა,
ვეღარ დგებოდა.
მისი თავალები ღია და დაბნეულობით სავსე იყო.
სროლა კიდევ რამოდენიმე წამს გაგრძელდა.
Tyke საბოლოოდ დაეცა.

ეს იყო Tyke-ს ბოლო წარმოდგენა.
მას თავისუფლება სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ცირკი მოძალადეა. არ წახვიდეთ ცირკში

0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0