x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ყველაფერს ვყიდი... ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე" - დათო დარჩია ქვეყნის დატოვებას აპირებს
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი დავით დარჩია მძიმე მატერიალურ პრობლემებზე საუბრობს და ქვეყნიდან წასვლას გეგმავს.

როგორც დარჩია ჟურნალ "თბილისელებთან" საუბარში აცხადებს, ყიდის ყველაფერს, სახლიდან დაწყებული და ქვეყნის დატოვებას აპირებს.


"უკაცრავად და, ქვეყანა გვაქვს ჩაჯმული (მე მაპატიეთ) და შესაბამისად, მსახიობებიც ჩაჯმულები (კიდევ ერთხელ, ბოდიში) ვართ, როგორც ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები. არც კინოშია ფული და არც – თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. ყველაფრი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან"- ამბობს დავით დარჩია.

მისივე თქმით, ორი სახლი აქვს და ერთის ნახევარი უკვე გაყიდა.



"ყველაფერს ვყიდი. თუ გავყიდე, ყველაფერს დავალაგებ და მერე ვიზრუნებ წასვლაზე. თუ ვიზა ჩამირტყეს, კი არ წავალ, გავიქცევი ამ ქვეყნიდან. იქ, სავარაუდოდ, ჩემი პროფესიით არავინ მამუშავებს – მილიონია ჩემნაირიც და ჩემზე უკეთესიც, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, შრომა დაგიფასდება. რაც შემიძლია, არაფერს ვიუკადრისებ. ათასი ლარი მაქვს ხელფასი და ამ ფულით როგორ უნდა ვიცხოვრო? მთელი ფული გადასახადებს მიაქვს და რით ვარჩინო ექვსსულიანი ოჯახი, თავის ძაღლით, დარჩენილი ორასი ლარით? ზამთარი რომ მოდის, მეშინია, ყველაფრის გადასახადი ორმაგდება. ცალკე ბანკის ვალები და რაღა რჩება თვიდან თვემდე საარსებოდ. "

მისივე თქმით, ოჯახში მის გარდა არავინ მუშაობს.


"ამ ეტაპზე მთელი ოჯახი ჩემზეა დამოკიდებული. პენსიონერი დედა რომ დაგეხმარება, რაღაზეა ლაპარაკი. ისიც, რით უნდა დამეხმაროს, საყურეს და ბეჭედს თუ მიიტანს ლომბარდში ან ვინმეს სთხოვს, რომ მასესხოს ფული. ვყიდი ყველაფერს, სახლიდან დაწყებული, ერთი ნამუსს ვერ გავყიდი, დანარჩენი – კი, ბატონო. გაქცევა მინდა, ქვეყანასაც ვეღარ ვიტან. ქვეყანამ რა დამიშავა, ამაზე ლამაზი არაფერი მეგულება ამ სამყაროში, მაგრამ ასეთი ადამიანების ხელში უკვე აღარც საკუთარი ქვეყანა მინდა. თეატრში ჩემს გარშემო იგივე მდგომარეობაა. ვისაც რამე აქვს გასაყიდი, ყიდის, ვისაც არა და ტირის."



image

14
3881
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3881
  
2019, 15 ნოემბერი, 6:36
ჩვენ კიდევ ჩაგვიგდო "ჩორტი" 41 და 5 და დღესაც ვჭამტ ქართველები ერთმანეთს ამ ნომრებს ამოფარებული ვერ ხვდებით სანამ არ დაგვიწყვეტია ერთმანეთი და დრო არის დავინახოთ მტერი რომელიც ამას აკეთებს და ისე ჭკვიანად მოვიქცეთ როგორც სხვა ერები, სანამ ერთმანეთს ვებრძვით მოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გადამთიელები და როცა უკვე მივიხედებით მათკენ იმდენი იქნებიან გავაძევებენ ჩვენ სამშობლოდან, მიხვდით რამესს??????????????????
2019, 15 ნოემბერი, 6:30
არაა ეს მაგისი ბრალი ეგ მარტო არაა ქვეყნიდან გაქცეული, 2 მილიონამდეა საქართველოდან გაქცეულები, როცა რუსმა შემოგვიტია მათი ჩვეული ძალებით ხომ შევებრძოლეთ? კი და მერე წავაგეთ, დიდი "დერჟავაა" მაგრამ ვხედავდით პირისპირ, ეხლა სხვას გადავხედოთ, ამერიკა, ევროპა ხომ არ არიან ჩვენი მტრები? დაფიქრდით? არა ჩვენი მოკავშირეებია ხომ და იცით როგორი მზაკვრული? მათმა პირველ პირებმა ეგრეთ წოდებული მასონურ გაერთიანებამ პროგრამის მიხედვით ანხორციელებს ჩვენს დაპყრობას და ჩართო ჩვენივე მთ მტავრობები
2019, 15 ნოემბერი, 6:23
არაა ეს მაგის ბრალი
2019, 10 ნოემბერი, 10:22
ორმოზდაერთს რომ ყელმოღერებით იძახდი და ფრანგი ხამი ფაშისტი რომ ჩვენ შეგვატოვე არაფერი?
2019, 10 ნოემბერი, 4:40
მოგსტყვნიათ პატრონ-მყვარებელ-დამტირებელი! იზმუვლეთ ახლა ორმო"ზ"დარვა!!!
2019, 18 აპრილი, 23:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 18 აპრილი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი იობი-ის კომენტარზე
2019, 18 აპრილი, 11:18
ორმოზდარვას არ გაჰკიოდა, აბა რას შვებოდა?

მაგრამ გამოიყენეს, ამოისვეს და გადააგდეს. ეგეთი უთავმოყვარეო და უპრინციპო ხალხი უკეთესს არც იმსახურებს.
2019, 18 აპრილი, 11:16
სამკურნალო ხარ შე საწყალო
2019, 18 აპრილი, 11:15
ბიომასა ორმოზდარვა..

ჯერ ფეხი დაუდეს ევროკავშირის და ნატოს ზღურბლზე მყოფ ქვეყანას, გადააყირავეს, ზურგზე დადეს, ჩასვარეს და ეხლა თავისივე წაბილწული სოროებიდან მირბიან.

ნეტა ვის რა ჯანდაბად ჭირდება ესეთი უმაქნისი, უპრინციპო, უთავმოყვარეო, სხვისი ხელებში შემყურე კონტინგენტი სადმე?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10